reportiori.ge - ზურაბ მჭედლიშვილი: საქართველოს არასოდეს ჰყოლია ისეთი ,,პოდლეცი’’ მეზობელი, როგორიც რუსეთია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:49
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ზურაბ მჭედლიშვილი: საქართველოს არასოდეს ჰყოლია ისეთი ,,პოდლეცი’’ მეზობელი, როგორიც რუსეთია
ავტორი:
29 დეკემბერი, 2014. 14:32

 

 

ეს პატარა სტატია შარშან, თითქმის ორი წლის წინ დავწერე და გამოვაქვეყნე! ჩემს სტაჟიან მეგობრებს, ალბათ, გახსოვთ ! ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრ რამეს გაგახსენებთ და მიგანიშნებთ ამ ძველ წერილში მოყვანილი ფაქტები და არგუმენტები საქართველოში და მის ირგვლივ დღეს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით....


რუსული სიტყვა ,,პოდლეც''-ი ქართულად ითარგმნება, როგორც არამზადა, გათახსირებული! რუსული სულისა და მენტალიტეტის უბადლო მცოდნე და დიდი მწერალი ფეოდორ დოსტოევსკი ,,პოდლეცებს'' სამ კატეგორიად ჰყოფდა.


მისი თქმით, გათახსირებულთა პირველ კატეგორიას გამოარჩევს გულუბრყვილობა, ანუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობა და თავდაჯერულობა იმაშიც, რომ მათ მიერ ჩადენილი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა და სხვა არაფერი! გათახსირებულთა მეორე კატეგორიას კი, მართალია რცხვენია თავისი ,,პოდლეცობის'', მაგრამ მაინც მზად არის ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული შავი საქმე! და ბოლოს, მესამე კატეგორიაში შედიან ყველაფრის მკადრებელი სულით და ხორცით არამზადები!



,,პოდლეცების''  რომელ  კატეგორიას  განეკუთვნებიან  პუტინი  და  მისი  ხროვა,  ზოგადად რუსი მმართველები  და პოლიტიკოსები,  დუმის  წევრები,  ჟურნალისტებისა  და პოლიტოლოგების  უმრავლესობა, რუსული  ინტელიგენციისა  და საზოგადოების მნიშვნელოვანი  ნაწილი, ამის  შეფასება მკითხველისთვის  მიმინდვია ( იმ  მკითხველისთვის, რომელიც ბოლო 22  წლის  მანძილზე  მაინც ადევნებდა თვალ-ყურს რუსეთ-საქართველოს  ურთიერთობებს, კითხულობდა რუსულ პრესას, უყურებდა რუსეთის  ტელე-არხებს  და  ა.შ.),  ჩემის მხრივ  კი  დავძენ,  რომ  საქართველოს  არასოდეს  ჰყოლია  ისეთი  ,,პოდლეცი''  მეზობელი,  როგორიც  რუსეთია!




რა  თქმა  უნდა, კარგად მაქვს  გაცნობიერებული  ის  ჭეშმარიტება,  რომ  პოლიტიკა  არ  სცნობს ისეთ  ცნებებს, როგორიცაა  სიბრალული,  მიტევება,  გულჩვილობა,  ნათესაობა, ერთმორწმუნეობა... პოლიტიკა  დადებული  ხელშეკრულებებისადმი  ერთგულებასაც  კი მხოლოდ  იმდენად  სცნობს, რამდენადაც ეს, სახელმწიფოს (უწინარესად, ტოტალიტარულის და ავტორიტარულის) საერთაშორისო  პრესტიჟის შენარჩუნებისთვის არის  აუცილებელი. ხოლო, თუ ხელშეკრულების  დარღვევა  ამგვარ  სახელმწიფოს  ბევრს  ვერაფერს დააკლებს, რომლისთვისაც  იმიჯი,  ავტორიტეტი,  მორალი, სინდის-ნამუსი მეათეხარისხოვანია, მაშინ დოკუმენტის  სანაგვე ყუთში  მოსროლასაც წინ  აღარაფერი დაუდგება. ეს, საქართველომ ბევრჯერ  იწვნია  საკუთარ  თავზე - 1783, 1920, 1992-1993, 1994  წლებში  რუსეთთან გაფორმებული  ხელშეკრულებებით.  ამიტომ,  როდესაც  ხელშეკრულება  სუსტ  და ძლიერ სახელმწიფოებს  (იმპერიას)  შორის ფორმდება, უმეტეს  შემთხვევაში ძნელი  არ  არის მიხვდე, ვისთვისაა  ეს  დოკუმენტი  უფრო  მომგებიანი  და აქადან  გამომდინარე, რამდენად  სამართლიანი  იქნება ის  განხორციელების ( თუ  განუხორციელებლობის)  შემთხვევაში. საუბედუროდ,  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მთელი ისტორია  ზემოთთქმულის  დადასტურებაა. ხოლო  ათწლეულების  მანძილზე  ყურით  მოთრეული ე.წ.  რუსულ-ქართული  ,,ძმობა-მეგობრობა'',  საბოლოო ჯამში,  ,,უფროსი  ძმის''  მხრიდან არამზადობისა  და  სიბინძურის ისეთ  ჭაობში ჩაჯდა, რომ  უკანასკნელ  პერიოდამდე  დარწმუნებული  ვიყავი,  სამომავლოდ ამ ფაქტს აუცილებლად  გაითვალისწინებდა რუსეთისადმი  ლოიალურად განწყობილი ქართული საზოგადოების ნაწილი მაინც ( რუსეთუმე პოლიტიკანების ხსენებაც კი არ მსურს), მაგრამ  შევცდი...




მოკლე  მეხსიერება  გვაქვს  ქართველებს... რუსეთის  ხელშეწყობითა  და მისი ჯარების  უშუალო მონაწილეობით  აფხაზეთის 1992-1993  წლების ომის  შედეგად  განხორციელებული ქართველთა გენოციდისა  და ეთნოწმენდიდან  მოყოლებული, რუსეთის არც  ერთ  პრეზიდენტს, არც  ერთ  ჩინოვნიკს, არც ერთ პოლიტიკოსს, არც საგარეო  საქმეთა სამინისტროს, არც სახელმწიფო დუმას, ან თუნდაც  პრეს-სამსახურებს  არ  გაუკეთებიათ არც  ერთი განცხადება,  შეშფოთებაც  კი არ  გამოუთქვამთ აფხაზეთში  გამართული  სასაკლაოს  გამო!  მაშინაც კი,  როცა 1994  წლის  თებერვალში,  თბილისში  ელცინმა  და  შევარდნაძემ  ხელი მოაწერეს  რუსეთ-საქართველოს  შორის  მეგობრობის, კეთილმეზობლობისა  და  სტრატეგიული  პარტნიორობის(დიახ, დიახ, სტრატეგიული  პარტნიორობის)  შესახებ  ხელშეკრულებას! მე  გახლდით ელცინის ვიზიტის  დასასრულს  გამართულ  ბანკეტზე( ჟურნალისტის  რანგში), სადაც უამრავი  სადღეგრძელო  შეთქვლიფეს  ,, საუკუნო  მეგობრობისა  და ძმობის'' შეასახებ  და არ დამავიწყდება  წინანდლის  ღვინით  გაჟღენთილ-გალეშილი  გრაჩოვისა  და  კოზირევის(მაშინდელი თავდაცვისა და საგარეო  საქმეთა  მინისტრების) გაბრწყინებული  სიფათები!  რუსული  დელეგაცია დაუფარავად ზეიმობდა  გამარჯვებას,  თანაც   ჩვენთან, თბილისში, - საქართველომ  დაიჩოქა(ეს შევარდნაძის  სიტყვებია), თავზე  ნაცარი  დაიყარა  და  რუსეთს  ლანგრით  მიართვა  აფხაზეთის  ზღვისპირეთი,  მდინარე  ენგურზე  ჩააყენა  რუსის  ჯარი,  გაწევრიანდა  ესენგეში,  დაუბრუნდა  რუსეთის  გეოპოლიტიკურ  სივრცეს  და ამ ფონზე  აფსუებმა  საბოლოოდ  დაასრულეს  ქართველებისგან  აფხაზეთის  გაწმენდის  პროცესი,  რასაც უკვე რუსმა ,,სამშვიდობოებმაც''  შეუწყვეს  ხელი!  მიამიტი, უფრო  სწორად  კი,  რეგვენი  ქართული პოლიტიკური  ,,ისტებლიშმენტი''  კი,  აფხაზეთის  კონფლიქტის  გადაჭრის მთავარ  ფაქტორად  რუსეთის  კეთილგანწყობას  თვლიდა!  ხოლო  როცა  საქართველოს  ნატოსა  და  ევროკავშირში  ინტეგრირების  პროცესი  ფაქტობრივად  შეუქცევადი  გახდა,  ელცინის  პოლიტიკური მემკვიდრის ბრძანებით  რუსეთი  თავს  დაესხა  საქართველოს  და  ისტორიული  ტერიტორიები  უკვე ოფიციალურად მიიტაცა!  აგვისტოს  ომისა  და  შემდგომ  პერიოდში  რუსულმა შოვინიზმა ისეთ აპოგეას  მიაღწია, რომ არნახული სიძულვილისა  და  სიბინძიურის  ნიაღვარი  წამოვიდა  საქართველოსა  და ყველაფერ  ქართულის მიმართ,  მათი უმაღლესი  სასულიერო  პირები  ქართველთა  ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებდნენ  და  ლოცავდნენ რუსის  ჯარს,  რუსულ  ინტელიგენციას  ხმა ჰქონდა  ჩაწყვეტილი,  მედიაში  კი,  იქამდეც  კი  მივიდნენ, რომ  თვით  დიდი  შოთა  რუსთაველიც  შეურაცხყვეს და  ,, ვეფხისტყაოსანიც''  დრომოჭმულ  პოემად  გამოაცხადეს (!!!). დაგავიწყდათ ეს  რუსეთუმე  ქართველებო,  რომლებიც  რუსეთთან  ,,კულტურული  კავშირების''  აღდგენისკენ მიისწრაფვით? ძალიან მაინტერესებს  ,,რას  შეიტანს''  და  განსაკუთრებით კი,  ,,რას  გამოიტანს''  პუტინისა  და  მედვედევისგან  ბატონი  ივანიშვილი,  რომლებთანაც   ასე მოუთმენლად ელის შეხვედრას!




სტალინის  დაბადების დღისთვისაც მსურს ,,პატივი მივაგო''  ბელადს,  რომლის   მორიგი იდეური მემკვიდრე კვლავაც ზის კრემლში  და  შევახსენო სოსოს  თანამემამულე თაყვანისმცემლებს  კიდევ  ერთი   შეფასება,  რომელიც  პირდაპირ ეხმიანება დოსტოევსკის სიტყვებსაც და საერთოდ, რუსეთსა  და  რუსულ  ,,ფენომენს'':




ცნობილი  რუსი  მათემატიკოსი  და  ბრეჟნევის პერიოდის  დისიდენტი  იგორ შეფარევიჩი  წერდა:  რუსეთის  ისტორიას ადრეული  შუასაუკუნეებიდანვე განსაზღვრავს  ზოგიერთი ,,არქეტიპული'' რუსული  თვისება: მონური ფსიქოლოგია,  საკუთარი ღირსების  გრძნობის  უქონლობა,  სხვისი აზრის  შეუწყნარებლობა,  ბოღმა,  შური  და მორჩილება  სხვისი  ძალაუფლების  წინაშე.  რუსებმა  ოდითგანვე  შეიყვარეს  ძლიერი, მკაცრი  ძალაუფლება  და  თვით ამ  ძალაუფლების  სისასტიკე.  მთელი ისტორიის  მანძილზე  ახასიათებთ  ძალისადმი  მონური მორჩილება.  ამიტომ 1917 წლის  რევოლუცია  რუსეთის  ისტორიის  კანონზომიერი  შედეგია,  - განაგრძობს  შეფარევიჩი, - ეს  რევოლუცია  მარქსისტული  არ  იყო.  მარქსიზმი  რუსებმა  დაამახინჯეს,  გადააკეთეს და  გამოიყენეს  ტრადიციული რუსული  ძლიერი ხელისუფლების აღსადგენად.  რევოლუციის  ეპოქისა  და  სტალინიზმის  სისასტიკენი  რუსული  ნაციონალური  ხასიათით  უნდა  აიხსნას.   სტალინი  იყო  ფრიად  რუსული  მოვლენა.  მისი პოლიტიკა რუსეთის  ბარბაროსული  ისტორიის  პირდაპირი  გაგრძელება  გახლდათ.  სტალინიზმი  რუსეთის  ისტორიაში  სულ მცირე  ოთხი  საუკუნის  წინათაც  შეინიშნებოდაო,  ამბობს,  შეფარევიჩი  და  ჩემის  მხრივ  დავძენ,  რომ მას  მხედველობაში  ჰყავს, ალბათ,  ივანე  მრისხანე  და  მისი ,,ოპრიჩნინა'', სტალინური  ნკვდ-ესა და კაგებეს  ღირსეული  წინამორბედის სისხლიანი  პერიოდი.  ცნობილია, რომ  ,,ხალხთა ბელადი''  ლენინის  შემდეგ  სწორედ ივანე  მრისხანეს  მიიჩნევდა  თავის იდეურ  მასწავლებლად  და  სინანულითაც  ამბობდა  ხშირად:  ივანე  მრისხანეს  კიდევ  ექვსი გავლენიანი რუსი ბოიარის  ოჯახი  რომ   ამოეწყვიტა,  რუსეთი  ,,სმუტას'' (არეულობას,  ქაოსს)  ასცდებოდა  და  უკვე  მე-17  საუკუნის  დასაწყისისთვის  ჩამოყალიბდებოდა  უძლიერეს  იმპერიადო!




ახლა  დავუბრუნდეთ  დღევანდელობას  და  დავსვათ  კითხვა:  ვინა  არის  რუსეთში  სტალინისა  და  სტალინიზმის  უპირველესი  აპოლოგეტი?  სწორია, ვლადიმირ  ვლადიმიროვიჩ  პუტინი,  რომელიც  კვლავაც  მიისწრაფვის  რუსეთის  ოდინდელი  ,,დიდების''  აღდგენისკენ, რომელმაც ბოლო ინტერვიუშიც  ნათლად  დაადასტურა, რომ სურს საქართველოსთან ურთიერთობის ,,ნორმალიზება'', მაგრამ არავითარ  შემთხვევაში უკან არ წაიღებს აფხაზეთისა და  ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს, ანუ  კვლავაც წარმოსდგა ჩვენს წინაშე  როგორც  პირწავარდნილი  ,,პოდლეცი''  და ამ  ფონზე უბედურებაა, რომ საქართველოს  ხელისუფლებაც ნელ-ნელა ეხვევა პუტინისეულ ახალ ,,ობობას  ქსელში'',  რომელიც  ევრაზიული  კავშირის  სახელით მკვიდრდება საერთაშორისო პოლიტიკურ  რუკაზე!




(წყარო: ნიუსპოსტი, ზურაბ მჭედლიშვილი, ნიუ-იორკი)



 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016