reportiori.ge - ნაციონალური დემოკრატიის თავისებურებანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:50
პრეს-დაიჯესტი
ნაციონალური დემოკრატიის თავისებურებანი
ავტორი:
29 დეკემბერი, 2014. 14:36


 

 

ამ ახალი წლის დღეებში რაღა დროს აგვისტოა, მით უმეტეს - ომის გახსენება? მაგრამ, ახლახან, ენდი გარსიას მონაწილეობით, ერთ-ერთი ფილმი გავიდა ტელევიზიით და უცბად ფილმიაგვისტოს ხუთი დღე" გამახსენდა. გავიფიქრე, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა გარსიას, შეესრულებინა ერთ-ერთი ძირითადი როლი ისეთ ფილმში (ისეთი პატარა ქვეყნის შეკვეთით), რომელიც მას ვერც დიდებას მოუტანდა, და ვერც პროფესიონალიზმით დაიკვეხნიდა. მიუხედავად იმისა, რომ გარსიას ჰონორარი გასაიდუმლოებულია, მსოფლიო მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ მას, ხუთიოდე გადასაღები დღის ასანაზღაურებლად, 500 000 აშშ დოლარი გადაუხადეს

მაშ ასე, „აგვისტოს 5 დღე" - ფილმი, რომელიც 20 მილიონი დოლარი დაჯდა, ხოლო თანხის მთლიანმა უკუგებამ 60 000 დოლარი შეადგინა. ოფიციალურად, ფული (დაახლოებით 90 პროცენტი) იმჟამინდელმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ გადაიხადა (დანარჩენი კი - სხვადასხვა ბიზნესმენმა).



იმის შესახებ, რომ ფილმის გადასაღებად თანხა სახელმწიფოს არ გადაუხდია, თავად რეჟისორმაც განაცხადა და თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ფული, პირდაპირი მნიშვნელობით, ოქროს მაღაროდან გადაიხადესო". თუმცა, სავარაუდოდ, ჰარლინმა არ იცოდა, რომ ის ბიზნესმენი, იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და, როგორც დეპუტატს, ბიზნესმენობა ეკრძალებოდა. რომ სცოდნოდა, თავადაც გაუკვირდებოდა, თუ საიდან აქვს პარლამენტის დეპუტატს 20 მილიონი დოლარი ფილმის გადასაღებად? თანაც, ერთმნიშვნელოვნად ვეღარ იტყოდა - ფული ხელისუფლებამ არ გადაგვიხადაო.



მსოფლიო კინოს ინდუსტრიაში ძნელია მოიძებნოს მსგავსი ზარალის მქონე ფილმი. მაშ, რატომ გადაიღეს ეს ფილმი? თუკი პროპაგანდისთვის, მაშინ სადაა ეს პროპაგანდა?


თუკი ფილმი პროპაგანდისთვის იყო განკუთვნილი, მაშინ იგი სახელმწიფო ინტერესებს უნდა მომსახურებოდა და არც იქნებოდა დანაშაული სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რომ დაეფინანსებინა (თუკი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საამისოდ თანხის გამოყოფა შესაძლებელი იქნებოდა).



რადგან ფილმი, ოფიციალურად, სახელმწიფოს არ დაუფინანსებია, მაშინ მისი დამფინანსებლის მიზნებზე და მარკეტინგულ გათვლებზე უნდა ვისაუბროთ.


მაშ ასე, ვნახოთ, თუ რა შედეგები გამოიღო ფილმმა „აგვისტოს 5 დღე" მსოფლიო კინოგაქირავებაში:


დიდ ბრიტანეთში ფილმის პრემიერა ლონდონში, ბრიტანეთის კინო და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის შტაბ-ბინაში გაიმართა. მის პრემიერას თითქმის მთელი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა, მათ შორის - ენდი გარსია, რენი ჰარლინი, ჯონათონ შეკი. მაგრამ, პრემიერა დახურული იყო და ბრიტანეთში ფილმი ფართო გაქირავებაში არ გავიდა.

 


ავსტრალიაში ფილმი მხოლოდ  „შეზღუდული გაქირავებითგავიდა და მას მიენიჭა რეიტინგი MA15+ (ფილმში არსებული ძალადობის სცენების და უცენზურო ლექსიკის გამო).



აშშ-ში, 2011 წლის 16 აგვისტოს, ნიუ იორკის კინოთეატრ „ლენდმარკში" ფილმის დახურული ჩვენება შედგა, რომელსაც რენი ჰარლინი, ენდი გარსია და ველ კილმერი დაესწრნენ. კინოჩვენებას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. ფილმის ღია ჩვენება აშშ-ში მხოლოდ ორ კინოთეატრშიდაიწყო, რომელთაგან ერთი ნიუ იორკში, ხოლო მეორე - ვაშინგტონში იყო. როგორც კარნეგი ცენტრის ანალიტიკოსმა კავკასიის საკითხებშითომას დე ვაალმა განაცხადა, ფილმს მხოლოდმაყურებელთა მცირე ჯგუფს" უჩვენებდნენ. კინოთეატრი „ანჟელიკა" იყო ერთადერთი ნიუ იორკში, სადაც ფილმი უჩვენეს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უკვე მეორე სეანსზე დარბაზში მხოლოდ 10 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი არც კი დაელოდა ფილმის დამთავრებას. ჩვენებიდან უკვე რამდენიმე დღის შემდეგ, ამერიკულმა მედიამ ფილმს დაბალი შეფასება" მისცა. აშშ-ში ფილმმა მთელ გაქირავების პერიოდში (რომელიც ერთ თვეს მოიცავდა) 17 479 დოლარი შეაგროვა. სექტემბერში ფილმი ჩიკაგოს კინოთეატრ Landmark Century Centre Cinema-შიც აჩვენეს. 2012 წლის იანვარში, ლოს ანჯელესში სკანდინავიური ფილმის ფესტივალის" ფარგლებში გაიმართა ამ ფილმის ჩვენება.



კანადაში ფილმის პრემიერა ტორონტოს ერთ-ერთ კინოთეატრში შედგა. ფილმს რეიტინგი 14A მიენიჭა (ასევე ძალადობის სცენების და უცენზურო ლექსიკის გამო).



რუსეთში ფილმი მოსკოვის კლუბ „Пироги на Сретенке"-ში აჩვენეს. ჩვენების ხელმძღვანელი იყო ბრიტანული კლუბ „Frontline"-ის (ჟურნალისტური კლუბი) რუსეთის ფილიალის კოორდინატორი.



იაპონიაში ფილმის პრემიერა ტოკიოს კინოთეატრ „სიბუიაში" შედგა. იაპონიაში ფილმის გაქირავება კომპანია „Albatross"-ის მიერ იყო ორგანიზებული და ბილეთებს შეღავათით ყიდდა - სამი ბილეთი სხვადასხვა ფილმზე ერთად" (სხვა ორი ფილმი მსგავსი დასახელების იყო: „სამი დღე", „ოთხი დღე". ამავდროულად, ამ სამ ფილმზე ბილეთის შეძენის შემთხვევაში, სთავაზობდნენ ფასდაკლებას ფილმზე - „The Thing").



ბელგიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, მოხდა ფილმის სპეციალური ჩვენება ევროპარლამენტის დეპუტატებისთვის. პარალელურად, ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა.



ესტონეთშიც არ მომხდარა ფილმის სრულფასოვანი გაქირავება. ის 2011 წლის 23 ნოემბერს ტალინის მე-15 კინოფესტივალის ფარგლებშიაჩვენეს. ფილმის დემონსტრირება ორიგინალში, ინგლისურ ენაზე მოხდა.



თბილისში, ფილმის პრემიერისთვის, შერონ სტოუნის სპეციალურად მოწვევას და მის საპრეზიდენტო დონეზე გამასპინძლებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. „ძირითადი ინსტინქტის" მთავარ გმირთან რომ ესადილათ, ქართველ „მსხვილჯიბიანებს" 5-10 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუხდათ. სადილს 160 ადამიანი ესწრებოდა. საინტერესოა, იგივე ადამიანები გადაიხდიან თუ არა მსგავს (ან თუნდაც ნახევარ) თანხას გაჭირვებულთა დასახმარებლად რომელიმე ფონდში? თუმცა, ეს სხვა თემაა...



მიუხედავად იმისა, რომ ფილმში როლებს ასრულებენ მსოფლიო კინოს ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ენდი გარსია და ველ კილმერი, ხოლო ფილმი გადაიღო ისეთმა ცნობილმა რეჟისორმა, როგორიცაა რენი ჰარლინი, ფილმი ერთგვარ „მძიმე ტვირთად" იქცა, რომელსაც დაძალებით აჩვენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის ძალისხმევითაც.



კიდევ ერთხელ მოგახსენებთ: ფილმი 20 მილიონი აშშ დოლარიდაჯდა, ხოლო ამ დანახარჯის საპირწონედ 60 000 აშშ დოლარი ამოიღეს (იხილეთ ოფიციალური წყარო: http://www.imdb.com/title/tt1486193/ ).



მსოფლიო მასმედიისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეჟისორ რენი ჰარლინს ბინა აჩუქა ბათუმში. მოგვიანებით, ჰარლინმა განაცხადა, რომ ის ბინა ბათუმში თავად შეიძინა.

ისმის რამდენიმე კითხვა: შეეძლო თუ არა პარლამენტის წევრს, კობა ნაყოფიას, პარლამენტის წევრობის პარალელურად, ყოფილიყო ბიზნესმენი? მეორე - ბიზნესმენი, რომელიც 20 მილიონ დოლარს დებს საქმეში და იღებს 60 000 დოლარს არის მეცენატი, ვერ გააკეთა მარკეტინგული გათვლა, თუ სულელი (თუმცა, დამეთანხმეთ, სულელი 20 მილიონს ვერ იშოვიდა)?


იქნებ, ეს ბიზნესმენი (ამავდროულად პარლამენტარი) ხელისუფლებამ, კერძოდ კი, იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმააიძულა გადაეხადა უზარმაზარი თანხა, რომ იურიდიულად, ფილმის დაფინანსებაში, ხელისუფლების მონაწილეობა არ დაფიქსირებულიყო?



ამ კითხვებს კი, ლოგიკურად, ერთ ძირითად კითხვამდე მივყავართ:ყველაფერი ეს იყო ბიზნესმენის მარკეტინგული შეცდომა, თუელიტარული კორუფცია" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით?!

 


P.S. დღეს, როცა ასე აქტუალურია საყდრისის თემა, ვხედავთ, თუ რაში იხარჯებოდა ქართული ოქროს მოპოვებიდან მიღებული თანხა.



როცა პროკურატურა და საგამოძიები ორგანოები „ვერ ახერხებენ" დაასაბუთონ მიხეილ სააკაშვილს ბრალი თუნდაც კორუფციაში (აღარაფერს ვამბობ სამხედრო დანაშაულზე, რომლის გამოც, პირველ რიგში, ჩვენი ძმები და შვილები დაიღუპნენ, ხოლო სახელმწიფოებრივად კი უფრო უარესი მდგომარეობა მივიღეთ), არ შეიძლება არ გავიხსენოთკარდინალი რიშელიე, რომელიც ამბობდა: მომეცით ყველაზე პატიოსანი კაცის მიერ დაწერილი ექვსი სტრიქონი და მე ვიპოვი მასში საბაბს, რის გამოც იგი უნდა ჩამოვახრჩოთ".

 


თუმცა, ქვეყანაში, სადაც ერთი კილოგრამი კარტოფილის ქურდობისთვის ადამიანი კრიმინალია, ხოლო ათეული მილიონების მოპარვისთვის - ბიზნესმენი, სამართლიანობაზე ლაპარაკი, ალბათ, ირონიულია. ესდემოკრატიის" თავისებურებაა!




(http://levanzangurashvili.wordpress.com/)


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016