reportiori.ge - ალექსი პეტრიაშვილი: „დელტა ტვ“-ის გენერალური დირექტორი იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:33
რეგიონები
ალექსი პეტრიაშვილი: „დელტა ტვ“-ის გენერალური დირექტორი იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდა
29 დეკემბერი, 2014. 15:54


 

თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დელტაკომის" შვილობილი კომპანია დელტა ტვ"-ის გენერალური დირექტორი წინა ხელისუფლების დროს შსს-ში იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც უკანონო მოსმენებსა და ყველაფერ უბედურებას ახორციელებდა. პეტრიაშვილმა აღნიშნულის დასადასტურებლად საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი წარმოადგინა.


 

დღევანდელი ჩემი პრესკონფერენცია ეძღვნება დელტაკომის" საქმიანობას, მის ურთიერთობას შსს-სთან და კავშირებს ე.წ. კაბელების საქმესთან, რომლის საჩივრის საფუძველზეც მოხდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მძევლად აყვანა პროკურატურის მიერ. ნიშანდობლივია, რომ დელტაკომის" შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელ რიგებში არის ზურაბ კოტარია, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. თქვენ იცით, რომ სწორედ ეს დეპარტამენტი იყო დაკავებული უკანონო მოსმენებით, თვალთვალით, ჩაწერებით და ყველა იმ უბედურებით, რაც წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების შეშფოთების საგანი იყო. მე მაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კოტარია დელტაკომის" შვილობილი კომპანია დელტა ტვ"-ის გენერალური დირექტორია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.



პეტრიაშვილმა მედიას, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს მიმართა და სთხოვა, რომ კოტარიას როგორც წარსული, ისე ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდეს.



შსს-ჯერ კიდევ არ მოუწოდებია ადვოკატებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ რა საფასურად ემსახურება დელტაკომი" შსს-ს. ჩვენი ინფორმაციით, დელტაკომი" იღებდა ასეულ ათასობით ლარს ყოველთვიურად მის მომსახურებაში. ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს ისიც, რომ დელტაკომის" მომსახურება და შეთავაზება იყო გაცილებით უფრო ძვირადღირებული, ვიდრე ეს შეთავაზება წარმოდგენილი იყო სილქნეტისგან", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა.



ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, მთელი ეს სქემა" მიმართულია ირაკლი ალასანიას და თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ.


 

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და რეალურად შევქმნათ უსაფრთხო გარემო, დღეს კომპანიებში, რომლებიც ემსახურებიან შსს-ს, მუშაობენ ის ადამიანები ხელმძღვანელ რგოლებში, რომლებიც წლების განმავლობაში აწარმოებდნენ უკანონო თვალთვალს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016