reportiori.ge - კარაქიანი ყავით დამწვარი კალორიები- ახალი აღმოჩენა თუ მითი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 16:41
სხვადასხვა
კარაქიანი ყავით დამწვარი კალორიები- ახალი აღმოჩენა თუ მითი?
ავტორი:
30 დეკემბერი, 2014. 01:51


 

მსოფლიოს ქალთა 80% რომ საკუთარი აღნაგობით უკმაყოფილოა და სხეულის ფორმის დასახვეწად უამრავ მეთოდს მიმართავენ, ეს ალბათ ყველამ იცის. ამ თემის გარშემო  ექსპერიმენტატორთა რიცხვი არა თუ იკლებს, მატულობს კიდეც. ჯანჯაფილის დიეტას, 12 საათიან შიმშილს, ბოსტნეულის ასორტს, ანტიცელულიტურ მასაჟებსა და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენ პროცედურებს სულ ახლახანს კარაქიანი ყავა შეემატა. შეიძლება ეს უკანასკნელი საკმაოდ უნდობლად ჟღერს, მაგრამ მეგობარ ევროპაში უკვე საკმაოდ კარგად ათვისებული და გაპიარებული კარაქიანი ყავა, რომელსაც „ცხიმიან შავს" და „პალეოლითურ ყავას" უწოდებენ, სულ სხვა რამეს უწყის.


„რეპორტიორი" ე.წ. კარაქიანი ყავის მომზადების წესს გთავაზობთ, თუმცა გაფრთხილებთ, რომ მედიკოსთა აზრი ასეთი მეთოდით გახდომის შესახებ ორ ნაწილად იყოფა. ნაწილი დაშვებულად მიიჩნევს კარაქიანი ყავით მკურნალობას, ნაწილს კი  მიაჩნია, რომ ასეთი „დიეტა" ცელულიტისა და ქოლესტერინის განვითარებას უწყობს ხელს, რასაც საბოლოოდ გულის დაავადებამდე მიჰყავს ადამიანი.



კარაქიანი ყავის მომზადების რეცეპტი ასეთია: ფინჯანში აწვეთებენ გამდნარი ქოქოსის ზეთის (ერთადერთი მცენარეული ზეთი, რომელიც კარაქივით მყარია) ორ წვეთს და ორ ჩაის კოვზ გამდნარ კარაქს. ამ მასას თქვიფავენ და შემდეგ ყავას ამატებენ.


ახალი სასმელის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ ამ ორი პროდუქტის შერწყმა ზრდის ენერგიას, ხელს უწყობს წონის დაკლებას და ყურადღების გამახვილებას.



 

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016