ვან გოგი ძალიან კარგი მხატვარი იყო, მაგრამ როგორც ირკვევა….
… ის მეცნიერიც ყოფილა!
ისტორია ასეთია…
როდესაც ვან გოგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა (მას შემდეგ რაც ყური დაისახიჩრა)…
… მან შეძლო დაეხატა მეცნიერებისთვის ყველაზე შეუცნობელი კონცეფცია.
ტურბულენტობა
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემის ახსნა მათემატიკურად ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიც. აღმოჩნდა, რომ ხელოვნებას ძალიან კარგად შეუძლია მისი ასახვა.
რა არის ტურბულენტობა?
ტურბულენტობა ან ტურბულენტური დინება არის სითხის ან აირის მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ხასიათდება დინების ქაოსური ცვლილებით. ეს გულისხმობს დინების მახასიათებელი წნევისა და სიჩქარის სწრაფ და შემთხვევით ცვლილებას სივრცესა და დროში.
ვიზუალურად ეს ასე გამოიყურება
მეცნიერები მხოლოდ ახლა არკვევენ, როგორ მუშაობს ეს კონცეპტი
თუმცა ათეული წლების წინ მისი ვიზუალური წარმოჩენა ვან გოგმა და სხვა იმპრესიონისტებმა შეძლეს.
მაგრამ ხატავდნენ თუ არა ტურბულენტობას სხვა მხატვრები ისევე როგორც ვან გოგი აკეთებდა ამას?
არა
,,კივილიც’’ ვერ მივა ამ მხრივ ვან გოგის ტილოებთან
მეცნიერებმა ამ თემის კვლევა ვან გოგის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ დაიწყეს.
უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ უფრო მეტი
(წყარო: aww.ge)