ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკისმინისტრი კახა კალაძე, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირებისკომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფხაზთან მდებარე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.
სოფელი თამარაშენი კუპირებული ტერიტორიების გამყოფხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის მოეწყო 10 კილომეტრამდე საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი , თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც თამარაშენში მცხოვრები 206 ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.
პროექტის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშოები უკვე დასრულებულია ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე14 სოფელში: ფცა, ქვემო შაქშაქეთი, ავლევი, კნოლები, ცერონისი, ჭვირნისი, კოდა, გულიკაანთ უბანი, ატოცი , დვანო, თამარაშენი, ღორიეთი და აბანო. სულ გაზიფიცირდება 1 802 კომლი, სამუშაოებზე დაიხარჯა 2 მლნ 300 ათას ლარზე მეტი.
საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმიწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარის გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის,კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.
სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.