reportiori.ge - აჭარის რეგიონში საპატრულო პოლიციას ახალი მანქანები გადაეცემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:21
რეგიონები
აჭარის რეგიონში საპატრულო პოლიციას ახალი მანქანები გადაეცემა
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 13:02

აჭარისა და ბათუმის რეგიონში საპატრულო პოლიციის „რებრენდინგი" იგეგმება. პოლიციის თანამშრომლებს ახალი მანქანები, ელექრტომობილები, „მინი კუპერის" მარკის ავტომობილები და სამეთვალყურეო ვიდეობები გადაეცემა.  უწყებაში დაგეგმილი სიახლეები აჭარის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად გააცნო:

  „დღეს მომეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით თითოეულ თქვენთაგანს  გაწეუილი მაღალპროფესიული საქმიოანობისთვის  გულითადი მადლობა გადავუხადო.  მსახურობდე საპატრულო პოლიციაში არის განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად დიდი ტვირთი.  ჩვენ შეგვწევს უნარი ღირსეულად წარვდგეთ საზოგადოების წინაშე იმ მიღწევებით, რომელიც უკნასკენლი ცხრა თვის განმავლობაში განხორციელდა.  სახელმწიფო უსაფრთხოება და  წესრიგი, ადამიანის უფლებების დაცვა, ახალი სმართლებრივი ბაზა , პოლიციის ეთიკის კოდექსი, სამართლებრივი ინსტრუქციები, კანონპროექტები პოლიციის შესახებ და სხვა მსგავსი პროექტები  პატრულის საზოგადოებასთან დაახლოებას ითვალისწიენებს. ჩვენ გვინდა უფრო მაღალ, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. რაც პროპორციულად აისახება პოლიციის პასუხისმგებოლბაზე.  ხდება თანამშრომელთა ტესტირება, ევროპელ და ამერიკელ ექსპეტრებთან ერთად ტრენინგების ჩატარება, კვალიფიკაციის ამაღლება მთელი სისტემის მასშტაბით. დანაშაულის პრევენციის მიზნით, ბოლო პერიოდში გავზარდეთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა. პატრულირება  უკვე ხდება აქამდე აუთვისბებლ რეგიონებში .   

    დამატებითი ზონები მივიღეთ აჭარის რეგიონის დამსვენებლთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საპატრულო ეკიპაჯების რაოდენობა 30% გაიზარდა. მოძველებული ავტომანქანები შევცვალეთ ახლებით.  მუშაობის ეს მეთოდი წლების განმავლობაში აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. მე ნამდვილად ვამაყობ იმ მიღწევებით რომელიც განხორციელდა. მიუხედავად საფრთხეებისა მე მჯერა ჩვენ კვალავც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს და პირნათლად ვიმსახურებთ".-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  თბილისის შემდეგ აჭარა მეორე რეგიონია  სადაც საპატრულო პოლიციის ახლებურად აღჭურვა განხორციელდება.   ეს პროცესი ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს.  

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016