reportiori.ge - წლობით შეგროვებული 17 კულინარიული რჩევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 16:46
სხვადასხვა
წლობით შეგროვებული 17 კულინარიული რჩევა
ავტორი:
03 იანვარი, 2015. 10:15


1.ერბოკვერცხი ჰაეროვანი რომ გამოგივიდეთ, თითო კვერცხზე 1 სადილის კოვზი ცივი წყალი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ. 



2. საფუარის ნაცვლად ცომში (ფუნთუშის, კექსის) შეგიძლიათ კონიაკი დაუმატოთ. დესერტი უფრო არომატული და გემრიელი გამოგივათ. 



3. კვერცხის ცილას სიცივე და სიმჟავე უყვარს. ამიტომ, სწრაფად და კარგად რომ აითქვიფოს, მაცივარში გააცივეთ და ლიმონის რამდენიმე წვეთი დაუმატეთ. კვერცხის გულს კი პირიქით, სითბო და შაქარი უყვარს. 



4. შეწვისას ხორცმა დაბრაწული კანი რომ გაიკეთოს, თაფლი უნდა გადაუსვათ. ტკბილი გემოს დასაკარგავად შეგიძლიათ პილპილ-მარილით ან აჯიკით შეაზაოთ. 



5. ხახვმა სიმწარო რომ დაკარგოს დაჭრილი საცერზე მოათავსეთ და მდუღარე წყალი გადაავლეთ. 




6. მოხარშვისას კვერცხები რომ არ დაიბზაროს ქვაბში ჩადებამდე თბილ წყალში გარეცხეთ. 



7. ადუღებისას რძე ქვაბს რომ არ მიეკრას, რძის ჩასხმამდე ქვაბს ცივი წყალი მოავლეთ და რძე დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. 



8. ბოსტნეული წვნიანში ჩაყრამდე უნდა დაარჩიოთ და გარეცხოთ. 



9. მოხარშულ სტაფილოს კარგი გემო რომ შეუნარჩუნდეს 10-15 წუთზე მეტი არ ადუღოთ. სტაფილოს, ისევე როგორც სხვა ბოსტნეულს საშუალო ცეცხლზე ხარშავენ და მოხარშვის შემდეგ აყრიან მარილს. 



10. ბრინჯი ფანტია რომ გამოგივიდეთ მოხარშვამდე 30 წუთით ადრე ცივ წყალში ჩაალბეთ. 



11. მარილს სისველე რომ არ გაუჩნდეს, მარილიან ქილაში ბრიჯნის რამდენიმე მარცვალი ჩააგდეთ. 


12. ბრინჯი რომ არ ჩაგეხარშოთ, მოხარშვამდე ცოტა მოხალეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ასეთი პროცედურის შემდეგ ბრინჯი ზომაში აღარ მოიმატებს. 



13. ადუღებისას რძე რომ არ `გაგექცეთ~, ადუღებამდე ცოტა შაქარი ჩაყარეთ და კარგად მოურიეთ. 



14. თუ გსურთ, მოხარშვის შემდეგ ბრინჯი გამჭვირვალე გახდეს, 5 წუთით მდუღარე წყალში გააჩერეთ. 



15. მოხარშვისას მაკარონი და ბრინჯი ერთმანეთს რომ არ შეეწებოს წყალში ცოტა ზეთი დაუმატეთ; მოხარშვის შემდეგ კი საწურზე მოათავსეთ და ცივი წყალი გადაავლეთ.



16. მომჭკნარ კამასა და ოხრახუშს გამოაცოცხლებთ, თუ წყალში რამდენიმე წვეთ ძმარს ჩაასხამთ და მასში მწვანილს მოათავსებთ. 



17. თუ გსურთ, მოხარშვის შემდეგ ბოსტნეულმა გემრიელი გემო შეინარჩუნოს, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ, ხოლო თუ გსურთ, რომ ბულიონი იყოს გემრიელი, _ ბოსტნეული ცივ წყალში ჩაყარეთ და ისე მოხარშეთ. 




(წყარო:marao.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016