reportiori.ge - მეტროსექსუალებს ლამბეროსექსუალები ჩაანაცვლებენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 16:25
სხვადასხვა
მეტროსექსუალებს ლამბეროსექსუალები ჩაანაცვლებენ!
ავტორი:
03 იანვარი, 2015. 16:42


მამაკაცების ჩაცმულობაში ახალი ტენდენცია ჩნდება: - ლამბეროსექსუალები. მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია - გრძელი, მოვლილი წვერი, სადა ტანსაცმელი (უბრალო მაისურები ან ფლანელის პერანგები) და უხეში, უბრალო გარეგნობა.


ლამბეროსექსუალური სტილი მოვლილი, ძვირადღირებულ ტანსაცმელში გამოწყობილი მეტროსექსუალების ანტითეზად იქცა.


დასახელება „ლამბეროსექსუალი" ინგლისური „lumberjack"-დან მოდის (ტყის მჭრელი). ზუსტად ამგვარია ჩრდილოამერიკული კანადური ტყისმჭრელების ჩაცმულობა: წვერიანი, ჩაფსკვნილი ათლეტები, კუბოკრულ ფლანელის პერანგებში და ნაჯახით ხელში.


„მეტროსექსუალების განაზებულ საზოგადოებას სუფთა ჰაერის მოყვარული მამაკაცები ენაცვლებიან" - წერს პოპულაური ამერიკელი ბლოგერი რომ ჰიუზაკი.


ჩრდილოამერიკელი მეტყევეების გარდა ლამბეროსექსუალების გარეგნობაზე დიდი გავლენა იქონია ჰიპსტერების კულტურამ. ლამბეროსექსუალები ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ და გვარიანი ანაზღაურებაც აქვთ. ამასთან ეს მამაკაცები გამოირჩევიან მოვლილი წვერით, ნატიფი გემოვნებითა და საოჯახო სამზარეულოს სიყვარულით. ამ სტილის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან ამერიკელი მსახიობები: რაიან გოსლინი, ჯო მანგანელო, ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა, ავსტრალიერი ჰიუ ჯეკმანი და ბრიტანელი ჩალი ჰანამი. 


 

 

 

 

 

(სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ)

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016