reportiori.ge - მომაკვდინებელი წამლების სია, რომლებიც ჩვენს აფთიაქებში თავისუფლად იყიდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:00
პრეს-დაიჯესტი
მომაკვდინებელი წამლების სია, რომლებიც ჩვენს აფთიაქებში თავისუფლად იყიდება!
ავტორი:
05 იანვარი, 2015. 16:14


რა უნდა იცოდეს დიაბეტით დაავადებულმა? რა პრეპარატებია აკრძალული ევროპაში და მათგან რა იყიდება საქართველოში? 

გვესაუბრება პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა სანაია

 

- ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა გაამკაცრეს კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზეც პასუხისმგებლობა გაამკაცრეს. ეს ის ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური მედიკამენტებია, რომელთა გამოყენებითაც ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, საქართველოში ხდება ისე, რომ რატომღაც არ გადაიხედა იმ მედიკამენტების სია, რომლებიც დღემდე იყიდება ქართულ სარეალიზაციო ქსელში და, რომელთა რეალიზაცია, ანუ გაყიდვაც უცხოეთში სასტიკად არის აკრძალული და სახელმწიფო დონეზეა შეჩერებული, გაყიდვა კი კანონით დასჯადია. სანამ ასაკრძალი პრეპარატების სიას ჩამოვთვლიდე, მინდა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის მაგალითი მოვიყვანო, რომლის პრეცედენტიც დაიშვა საქართველოში - რამდენიმე წლის წინათ ევროპის სამედიცინო სააგენტომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, სახელად „ავანდია", აიკრძალა და გამოცხადდა, რომ ბრიტანული კომპანია „გლაკსო სმიტს კლაინის" მიერ გამოშვებულ ამ პრეპარატთან ერთად აკრძალული იქნებოდა მათი ანალოგები „ავანდამეტი" და „ავაგლიმი". მე სანამ თქვენთან მოვიდოდი, ვეძებე საქართველოში აკრძალული პრეპარატების სია და ვერ ვნახე, წესით, ამდაგვარ სიაში უნდა იყოს მითითებული, რომ „ავანდია" თუ გაიყიდება ჩვენთან ქსელში, ეს უნდა იყოს დასჯადი და ეს სია კი უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც ნარკოტიკებთან ერთად მსგავსი წამლებიც უნდა იყოს დასახელებული. ამ დროს პრეპარატი „ავანდია" 2009 წლიდან საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრეპარატად იყო აღიარებული დიაბეტის მკურნალობაში. 


- და რატომ აიკრძალა ევროპაში? რის გამო, რას იწვევს? 


- „ავანდია" იწვევდა გულის შეტევებს, მასში შედიოდა აქტიური ნივთიერება როსიგლიტაზონი, რომელიც უარყოფითი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება და ამ დროს, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საქართველოში ეს პრეპარატი დღემდე არაა აკრძალული. 


ერთ საყურადღებო ინფორმაციასაც გაგაცნობთ: დიაბეტით დაავადებულები გამოიყენებენ 100-ერთეულიან შპრიცებს ინსულინისთვის, მაგრამ სააფთიაქო ქსელებში ხშირად ასეთ დაავადებულებს სთავაზობენ 40-იან შპრიცებს, მაგრამ დიაბეტის ასოციაცია ეჭვობს, რომ ეს არის დიდი ხნის წინანდელი შპრიცები, რადგანაც ასეთი ერთეულის შპრიცების წარმოება აღარ ხდება, ჩვენთან კი ჯერ კიდევ ჰუმანიტარული დახმარებების დროს არის შემოტანილი. თან ასი მილიგრამი წამლის გასაკეთებლად სამი შპრიცი სჭირდება დიაბეტით დაავადებულს და, როგორც დავადგინე, ეს 40-იანი შპრიცები არის დაბალხარისხიანი და დაბალფასიანი. ამ დროს დიაბეტი ძალიან საფრთხილო დაავადებაა და იქ მილიგრამებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და 100 მილიგრამი კი ამ შპრიცებში სამ ჯერზე უნდა გადანაწილდეს... 


ახლა, რაც შეეხება ასაკრძალ მედიკამენტებს: დასავლეთის პრესაში დღემდე აქტიურად განიხილება პრეპარატ ლევომიცეტინის საკითხი, სადაც მას ეწოდება ქლორამფენიკოლი და ის შეტანილია „შავ სიაში". 


- ამ პრეპარატზე ჩვენთანაც ხომ იყო უარყოფითი საუბრები, მაგრამ მაინც იყიდება? 

 

- მეც მაგის თქმა მინდა, იყო და მერე შეჩერდა. არადა, ამ პრეპარატს მოჰყვება ასობით და ათასობით ადამიანის დამტკიცებული სიკვდილის ფაქტი, დაკავშირებული სისხლის პათოლოგიებთან. 


- სიკვდილს იწვევს ლევომიცეტინი? 


- კი, ასევე ფსიქიკურ აშლილობებს. მის მწარმოებელ კორპორაციებს არა ერთი სასამართლო პროცესი ჰქონდათ. ჩვენთან საქართველოში ამის შესახებ რატომღაც ყველა დუმდა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასიური და, რაც მთავარია, იაფი ანტიბიოტიკური საშუალება. შემდეგი პრეპარატი, რომელიც ჩვენს სააფთიაქო ქსელში იყიდება, სახელდება კორტიზონი. დასავლეთის პრესა ბევრს წერდა მასში შემავალ სტეროიდულ, ანუ ხელოვნურ ჰორმონებზე. არაფრით არ შეიძლება ბუნებრივი და ხელოვნური, ანუ სინთეტური ჰორმონების ერთმანეთში არევა, ვინაიდან ის იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კიბოს. კორტიზონს ასევე უკავშირდება სასამართლო პროცესები სასიკვდილო შემთხვევებთან დაკავშირებით. 2000 წელს გამოჩნდა კორტიზონის ბევრად უფრო აქტიური ფორმა ჰიდროკორტიზონი. ამ დროს ვერსად, ვერც ჯანდაცვის სამინისტროში, ვერც ინსტრუქციაში და ვერც მის შემადგენლობაში ვერ ნახავთ, რომ პრეპარატი შეიცავს სტეროიდულ ჰორმონს. მას ნიშნავენ რევმატიული ტკივილების დროს, ართრიტებისას, მას ბავშვებსაც უწერენ! ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰიდროკორტიზონი შეტანილია სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატების ნუსხაში და ყოველთვის არის სასწრაფოს ექიმის ჩანთაში. ამ დროს, ვიმეორებ, ეს პრეპარატი აკრძალულია ევროპაში. მინდა ასევე წარმოგიდგინოთ სასიკვდილო პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც შეადგინა ცნობილმა ფრანგმა მკვლევარმა, პროფესორმა ლიონ ბროუზერმა: სიბაზონი, ხლოზეპიდი, მეზაპამი, ნიტრაზეპამი, პროპაზინი, ამინაზინი და ამფეტამინი (ამ პრეპარატებზე ვრცლად შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ. - თ.ო.). 


პრეპარატ ავანდიასთან" დაკავშირებით ვუკავშირდებით დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ცენტრის დირექტორს პროფესორ რამაზ ყურაშვილს: 

 

- ეს პრეპარატი მესამე რიგის პრეპარატია და ასუსტებს ინსულინ რეზიდენტობას, მაგრამ მისი უარყოფითი მხარეა წონის მატება მუცლის მიდამოში და ასევე იწვევს თავად გულის წონის მატებას, ამას მოსდევს მარცხენა პარკუჭის გაფართოება, რასაც მოჰყვება გულის უკმარისობა და შემდეგ გულის მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე ინსულტი და ამ ყველაფრის ბოლო კი სიკვდილიანობაა. ეს პრეპარატი ნამდვილად ამოიღო ევროპამ ხმარებიდან 2010 წელს და შეაჩერა მისი გაყიდვა. მაგრამ ამერიკაში დღესაც შეიძლება განსაკუთრებულ მომენტში დაინიშნოს. ჩვენს ბაზარზე ეს შემოიტანა ფირმამ 2004-05 წლებში და ძალიან უტაქტოდ მოიქცა: იცოდა რა ამ მედიკამენტზე ყველაფერი, მაგრამ ოღონდ გაეყიდა და მან ჩააბარა „ავანდია" ოჯახის ექიმებს; დასამალი კი არაფერია, ეს ექიმები ცოდნის კლასით ვიწრო სპეციალისტებს ჩამორჩებიან, მე მათ ამით კი არ ვაკნინებთ, ეს საერთო აზრია. მე, პირადად, ამ მედიკამენტს არ ვნიშნავ. საერთოდ, ჩვენს სამინისტროს რატომღაც ტრადიცია აქვს ასეთი, არ აცხადებს, რა წამლებია ცუდი. ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ყოველთვე აცხადებენ ესა და ეს წამლები ხმარებიდან ამოიღეს, რადგანაც არ ვარგაო. ასეთი ტრადიცია რომ გვქონდეს, დარწმუნებული ვარ, ბევრ წამალს ამოიღებდნენ. ამ დროს ანალიზების გაკეთება საამისოდ არ ხდება და არ ვიცი, ეტყობა, სცენარი აქვთ თავისი. მე არც მინდა, შარი მოვდო, არც მინდა, ინტრიგანის როლში გამოვიდე და შევუღრინო, რატომ არ აკეთებენ ამას. ასეთი სტილი აქვთ და მე ჩავერიო ამ საქმეში? ევროპაში რომ იღებენ ქსელიდან, სამინისტრო რატომ არ აცხადებს? ადგებიან და ჩვენ გადმოგვაბრალებენ, ექსპერტებს, რატომ არ გვითხარითო და ჩვენ რაც არ უნდა ვუთხრათ, მოგცლიაო, ამბობენ. ამ „ავანდიასთან" დაკავშირებით 20% იყო სიკვდილიანობა და ევროპაში გააჩერეს! ეს „ავანდია" უკვე ამოღებული რომაა ხმარებიდან, ექიმებმა ვიცით და ჯანდაცვამ უნდა გაითვალისწინოს ეს. რაც შეეხება შპრიცებს, ამასაც ვადასტურებ: ის ორმოცერთეულიანი შპრიცები, რაც დღეს ზოგიერთ სააფთიაქო ქსელშია, არავინ არ უშვებს დღეს და ეჭვია, რომ ესაა ძველი გამოშვებული და შემოტანილი, ვიღაცამ თავის დროზე მიისაკუთრა და დღეს ყიდის ქსელში და ეს მარტო დაბალხარისხიანი შპრიცები კი არ არის, ეს ავადმყოფისათვის მავნეა, 40-ის დოზა ასი ერთეულის დოზას არ შეეფერება და ეს დაბალშაქრიანობას იწვევს სისხლში და იმ ავადმყოფებმა, ვინც ეს იცის, არც ყიდულობს იმ აფთიაქებში და კარგი იქნება, თუ სამინისტრო ამას ყურადღებას მიაქცევს. 


ვუკავშირდებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულაციების სააგენტოს რეგისტრაციის სამმართველოს უფროსს ნაილი შენგელიძეს: 


- „ავანდიას" საკითხი, თავისი გამოვლენილი ამ გვერდითი ეფექტების გამო, შეაფასა ევროკომისიამ 2010 წელს და ამ პერიოდში ჩვენ თვითონ „ავანდია" არ გვქონდა ამ სავაჭრო დასახელებით დარეგისტრირებული, „ავანდამენტი" გვქონდა დარეგისტრირებული და „ლონგალიტი", ორივე პრეპარატი გაუქმდა და ამჟამად ჩვენთან ქსელში ეს არ არის. რაც შეეხება „ლევომიცეტინს", მას აქვს გვერდითი მოვლენები, ესაა მეორე რიგის ანტიბიოტიკი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესენციალური მედიკამენტების ნუსხაში „ლევომიცეტინი" შედის, ისევე როგორც „ჰიდროკორტიზონი". „ლევომიცეტინი" არის პრეპარატი, რომელიც სინთეზურად მიიღება, თუმცა, როგორც ანტიბიოტიკი, დღესაც დაშვებულია ევროპის რიგ ქვეყნებში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებს შეტანილი აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში. 


- სიკვდილიანობას იწვევსო... 


- თქვენ მიერ ჩამოთვლილ პრეპარატებთან დაკავშირებით არც სამედიცინო პერსონალიდან, არც სააფთიაქო პერსონალიდან ასეთი ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა.


თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016