ყოფილი ხელისუფლების სპეცსამსახრები ფარულ თვალთვალს ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც ახორციელებდნენ, მათ შორის იყო ქვეყნის მეორე პირი - ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძეც. ბაქარაძის თქმით შსს შენახულ 17 ათას ფაილს შორის მისი ჩანაწერებიც არსებობს და ამის შესახებ მას ინფორმაცია იმ პირებმა დაუდასტურეს, ვისაც უშუალოდ ჰქონდა შეხება ამ მასალებთან. „როგორც ვიცი, ფარული ჩანაწერები ჩემზეც არსებობს. ეს ინფორმაცია კომისიის წევრისგან მომივიდა, ვისაც ამ ფირებთან ქონდა შეხება.“ განაცხადა დავით ბაქრაძემ თოქ შოუში "ღია ეთერი". ბაქრაძის თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია მსგავის ტიპის ფარული თვალთვალის შესახებ, თუმცა ფიქრობს რომ ეს მას არ ამართლებს. „არ ცდონა არ მამართლებს, თუ მე ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ დაიხუროს ეს თემა და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც ამასთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა" აცხადებს დავით ბაქრაძე. ის პირობას დებს რომ შექმნის სისტემას, რომელიც გამორიცხავს ასეთი დახურული სისტემების არსებობას მთავრობაში. „ჩემთვის ეს არის პოლიტიკურიც, პიროვნულიც, და სამომავლო ამოცანაც, ეს არ არის პოლიტიკური კეკლუცობა. ეს საქმე ვიღაცამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე“,- განმარტა პრეზიდენტობის კანდიდატმა.