reportiori.ge - ჯერომ სელენჯერი – თამაში ჭვავის ყანაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:30
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ჯერომ სელენჯერი – თამაში ჭვავის ყანაში
ავტორი:
06 იანვარი, 2015. 11:09



ჯერომ სელენჯერის გარეშე ამერიკული ლიტერატურა წამოუდგენელია. არადა მან მხოლოდ ერთი რომანი და რამდენიმე მოთხრობა გამოაქვყენა, სიცოხლის განმავლობაში. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „თამაში ჭვავის ყანაში" (ან „კლდის პირას, ჭვავის ყანაში), რომელიც 1951 წელს გამოქვეყნდა და უდიდესი პოპულარობა მოუტანა ავტორს, განსაკუთრებით თინეიჯერებში. აღიარების შემდეგ სელენჯერი წყვეტს ჟურნალისტებთან ურთირთობას, აღარ იძლევა ინტერვუებს და 1965 წლის მერე ნაწარმოებებსაც კი არ ბეჭდავს. ის იწყებს განდეგილად ცხოვრებას და სიცოცლის ბოლომდე ასე გრძელდება. პაპარაცებმა მხოლოდ ერთი ფოტოს გადაღება მოახერხეს განდეგილი სელენჯერისთვის. პოლ ადეომ 1988 მუშტმოღერებულ და გაბრაზებულ მწერალს გადაუღო ფოტო, რომელიც „ნიუორკ პოსტის" გარეკანზე მოხვდა, სათაურით „დაგიჭირეთ, დამჭერო ! („GOTCHA CATCHER!")



„თამაში ჭვავის ყანაში" საეტაპო წიგნია.  მთავარი გმირი 16 წლის ჰოლდენ კოლფილდია, რომელიც სკოლიდან გარიცხეს. ჰოლდენი ერთი მხრივ აუტანელი და და საზოგადოეიბრივი კონტექსტიდან ამოვარდნილი ბიჭია, მეორე მხრივ კი ძალიან სენსიტიური და კეთილი. ის დასცინის ყველას და ყველაფერს. სძულს საზოგადოებაში მიღებული ეტიკეტი, პირფერობა, სიყალბ,საკუთარი მასწავლებელები და კლასელები."ეს მსპობს, გაიცნობ კაცს და უსათუოდ უნდა უთხრა - "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა", თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო." თუმცა აღსანიშნავია, მისი მგრძნობიარე დამოკიდებულება დის მიმართ. ის თინეიჯერი მეამბოხეა, რომელსაც სურს სამყარო შეცვალოს.



ჰოლდენის ერთი ოცნებაც აქვს, გადაარჩინოს კლდის პირას მოთამაშე ბავშვები გადაჩეხვას."მინდა ვიდგე ციცაბო კლდის ნაპირას და დავიჭერო ყველა, ვინც დაღმა დაშვებას დაიწყებს. თუ ისინი სირბილით დაეშვებიან, ვერც კი დაინახავენ, თუ საითკენ გაქანდებიან. მე იქ როგორღაც უნდა აღმოვჩნდე და ისინი დავიჭირო. მთელ დღეს ამ საქმეს მივუძღვნიდი. მე ვიქნებოდი დამჭერი მოთამაშე ჭვავის ყანაში .. „ აი, ასეთი სურვილის შემდეგ, ჰოლდენს ყველა ჩადენილი „დანაშაული" ეპატიება.



ჰოლდენს უდიდესი სურვილი აქვს დაეხმაროს გზააცდენილ ადამინებს, სანამ ისინი უფსკრულში აღმოჩნდებიან და სწორ გზაზე დააყენოს. ჰოლდენი ჯერ ჩამოუყალიბებელი პიროვნებაა, მაგრამ მას სწორი ორიენტირი აქვს აღებული ცხოვრებაში, რადგან მას შეუძლია სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, არ არის შემგუებელი და სურს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა.





(წყარო: artside.ge)

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016