reportiori.ge - რომელ ბიზნესებს კურირებს საქართველოში დღემდე, ძებნილი, ბრალდებული და დამნაშავე დავით კეზერაშვილი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:21
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რომელ ბიზნესებს კურირებს საქართველოში დღემდე, ძებნილი, ბრალდებული და დამნაშავე დავით კეზერაშვილი?!
ავტორი:
06 იანვარი, 2015. 14:23


2014 წლის სკანდალი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ძებნილი და დამნაშავე დავით კეზერაშვილის სითავხედე, რომელმაც „ქრონიკას", „ალიასა" და ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილს სასამართლოში უჩივლა!


საქმე ეხება 2014 წლის 23 ივნისს „ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის სათაურია „როგორ იუბილეებს იხდიდნენ „ნაციონალები" და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე". დავით კეზერაშვილი ძალაზეა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ფულით დაბადების დღე არ გადამიხდია, ეს ჩემი პატივისა და ღირსების შელახვააო და ჩვენგან ამ ინფორმაციის უარყოფასა და 2500 ლარს ითხოვს, ამ შელახული ღირსებისა და პატივის აღსადგენად. „ქრონიკის" წინა ნომერში დავით კეზერაშვილის შესახებ საკმაოდ ვრცელი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამ კაცს არც ღირსება აქვს და არც პატივი. მის შესახებ არაერთი და მართლა სკანდალური და მხილებებით სავსე სტატია დაბეჭდილა ქართულ და უცხოურ მედიაში, მაგრამ რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. კეზერაშვილს სასამართლო და შელახული ღირსება არც ერთხელ არ გახსენებია. შესაბამისად, ლოგიკურად მივდივართ ერთ დაკვნამდე - კეზერაშვილი „ქრონიკასა" და „ალიასთვის"  სასამართლოში ჩივილით „ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერთა დაკვეთას ასრულებს, აგრძელებს კოტე კუბლაშვილის სასამართლოს მიერ დაწყებულ ტერორს „ალია"-„ქრონიკის" წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი „ნაცმოძრაობის" შურისძიებაა, რადგან ჩვენი ორივე გამოცემა მუდამ  ამხელდა და დღესაც ამხელს სააკაშვილისა და მისი ბანდის ავკაცობას, მათ მიერ წლების მანძილზე ჩადენილ სისხლიან დანაშაულებს. მკითხველს შევპირდი, რომ ვიდრე სასამართლოში შევხვდები ინტერპოლის მიერ ძებნილი კეზერაშვილის წარმომადგენელს, მანამდე შევახსენებ მის წარსულ საქმიანობას, ვინ იყო, რას წარმოადგენდა, ნარკომანი და ძველი ბიჭი როგორ იქცა მიშა სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ საყრდენ ფიგურად, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი, 4 წელიწადში, როგორ გახდა ოფიციალური მილიონერი. მოდით, ამჯერად დავით კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობა გავიხსენოთ.


თავშივე ვიტყვი, რომ ხელისუფლებიდან ბიზნესში გადაბარგებულ კეზერაშვილს თავად სააკაშვილი მფარველობდა და სასათბურე პირობებს უქმნიდა. კეზერაშვილი დამოუკიდებელი ბიზნესმენი არასდროს ყოფილა, მისი ბიზნესიდან ლომის წილი „ნაცმოძრაობას" ეკუთვნოდა და ამიტომაც იყო, რომ ასე აჯეჯილებდნენ.


დავით კეზერაშვილი ზემომგებიან, ნავთობპროდუქტების ბიზნესს დღესაც აკონტროლებს საქართველოში. ის კომპანია „გალფ-ჯორჯიას" მეწილეა, რომელიც ამერიკულ კომპანია „გალფს" წარმოადგენს საქართველოში. სხვათა შორის, „გალფის" საქართველოში შემოსვლისთანავე, კომპანია „ლუკოილმა" მას 65 ავტოგასამართი სადგური მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა, უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, ლუკოილი" სახელისუფლებო ბერკეტების საშუალებით გააძევა ბაზრიდან. დამაჯერებელი ვერსიაა: „ლუკოილი" 14 წელი ოპერირებდა ქართულ ბაზარზე, წარმატებული კომპანია იყო, 2010 წელს ის ყველაზე წარმატებულ ნავთობკომპანიად დაასახელეს, იმავე 2010 წელს, ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი შეიტანა - ყველაზე მეტი საქართველოს ნავთობკომპანიებიდან. და, აი, ასეთი კომპანიის მესვეურნი „გალფის" ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე, 65 ავტოგასამართ სადგურს ყიდიან (მათ „გალფი" ყიდულობს) - აწყობილ ბიზნესს, რომელიც დიდ მოგებას იძლევა, ყიდიან და ბაზრიდან საერთოდ მიდიან, თანაც იმ ბაზრიდან, რომლის 20 პროცენტს აკონტროლებენ.


„გალფის" საქართველოში გამოჩენისთანავე, რატომღაც, მის ხელში გადავიდა სამი კომპანიის - „სენტას", „მაგნატისა" და ეკოს" ავტოგასამართი სადგურები, მათი მფლობელები კეზერაშვილმა და მისმა პარტნიორებმა,უბრალოდ, აიძულეს, დაბალ, არასაბაზრო ფასად დაეთმოთ მათთვის ბიზნესი და საწადელსაც მიაღწიეს. თუმცა, ამის შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ მოგითხრობთ.


დავით კეზერაშვილი პარალელურად ფლობს ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია „უნიგრუპს". ეს კომპანია მისი ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანის სახელზეა გაფორმებული. „უნიგრუპმა" 3 წლის მანძილზე არაერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ეს კომპანია სახელმწიფო დაწესებულებებს საბაზრო ფასზე მაღალ ფასში აწვდიდა ნავთობპროდუქტს, მაგრამ დღემდე ამ უკანონობაზე სამართლებრივი რეაქცია ახალი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა, ეს საქმე არავის გამოუძიებია.


დავით კეზერაშვილის ცოლის, სოფო ჩიქოვანის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ოფშორში ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის „ბლექ-სთაილის" წარმომადგენელი გახდა საქართველოში. კომპანია მალევე გახდა საქართველოში გარე რეკლამის მონოპოლისტი. მისი დაფუძნებულია კომპანია „ოუტდოორ.გე", სადაც 70 %-იანი წილის მფლობელია. თავის მხრივ, ამ კომპანიის დაფუძნებულია კომპანია „აუთდორ მონიტორსი", სადაც 100 %-იანი წილის მფლობელია. ეს უსანასკნელი აფუძნებს „აუთდორ ლიფტს", სადაც 50 %-ს ფლობს, რომლის მეწილე კეზერაშვილის მეგობარი კახა ნინუა, ბოკერიას ქვისლია. „აუთდორ ლიფტის" დაფუძნებულია „აუთდორ ტრანსპორტი", რომელიც 50 %-იანი წილით „აუთდორ ტრანსპორტ ედვერთაიზინგს" აფუძნებს. გარდა ამისა, „ოუტდიორ.გე" 20 %-იანი წილის მფლობელია კომპანია „სამკუთხედში", რომლის დირექტორიც დიმიტრი ჩიქოვანია, დამფუძნებელი კი „რუსთავი 2"-ის მაშინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძე. „ბლექ სთაილის" დაფუძნებულია ასევე კომპანია „აუთდორ ტოპოგრაფი", სადაც 75 %-იანი წილის მეპატრონე გოგი გეგეშიძე იყო. კეზერაშვილის ცოლისძმის კომპანია ასევე მეწილეა (70 %-ით) კომპანია „ვაით დისთრიბიუშენში". ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია აფუძნებს ასევე „ბიესემ-ჯორჯიას". სულ 11 კომპანიაა, რომელთა უკან კეზერაშვილი დგას.


„აუტდორ.გე" დღესაც სრული მონოპოლისტია ე.წ. გარე რეკლამის ბაზარზე. ცხადია, რეალურად ეს კომპანიაც დავით კეზერაშვილის საკუთრებაა. ამ კომპანიის მონოპოლისტობას თბილისის მერია, დავით ნარმანიაც ადასტურებს. 1 თვის წინ,  კომპანიის დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე და სხვა წარმომადგენლები მერიაში დაიბარეს, ნარმანიამ თითი უქნია - „აუტდორ.გე"-ს მესვეურთ და გიგი უგულავასთან გარიგებასა და ბაზრის მონოპოლისტობაში ოფიციალურად დასდო ბრალი, მაგრამ ვნახოთ, შეძლებს სარეკლამო ბაზრიდან ხელოვნურად გაქსუებული კომპანიის გაძევებას? ჩვენი ხელისუფალნი ბევრს იმუქრებიან ამ ბოლო დროს, „ნაციონალთა" ბიზნესკომპანიებს ხშირად უქნევენ თითებსაც და მუშტებსაც, მაგრამ ვერც ვერაფერს აკლებენ. ამის დასტურად გათავხედებული „სითი პარკი" გამოდგება. ცალკე მერია, ცალკე საკრებულო ებრძვის ამ კომპანიას, მაგრამ ჯერ ვერაფერი დააკლეს. მეტიც, „სითი პარკი" უფრო მეტი ცინიზმით ექცევა თბილისელ ავტომფლობელებს და სრულიად უსაფუძვლო ჯარიმებს უწერს. „სითი პარკის" ოფიციალურ მფლობელად ებრაელი ბიზნესმენები სახელდებიან, თუმცა,  ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მისი ერთ-ერთი მეპატრონე გიგი უგულავაა, ცხადია, არაფორმალურად. გავრცელებული ინფორმაციით, „სითი პარკის" უკან დავით კეზერაშვილიც დგას, ამბობენ, რომ სწორედ მან დააკავშირა ებრაელ ბიზნესმენებთან გიგი უგულავა და მამუკა ახვლედიანი და „სითი პარკი" კეზერაშვილს, არაოფიციალურად, საკუთარ წილს დღესაც აძლევს. როგორ და რანაირად, ამ დეტალების დაზუსტებასაც შევეცდებით.


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩეკილი ბიზნესმენი, დავით კეზერაშვილი სატელევიზიო კომპანიებსაც ფლობდა. კეზერაშვილი „რუსთავი 2"-ისა და „მზეს" 40-40 %-ის მფლობელი იყო. „რუსთავი 2"-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია „მედია ჯორჯიათი" იყო წარმოდგენილი, „მზეში" - „ჯორჯიან მედია კომპანიით". კეზერაშვილმა მერე ეს წილები ტელეკომპანიებში მიხეილ სააკაშვილის კურსელ ლევან ყარამანიშვილისგან შეიძინა. „რუსთავი 2"-ის წილში კეზერაშვილმა 500 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო „მზის" ანალოგიური 40 %-იანი წილი - 250 000 დოლარი დაჯდა. თუმცა, 2 თვეში კეზერაშვილმა ეს წილები ისევ ყარამანაშვილებს მიჰყიდა.


დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება თბილისისა და ნატახტარის სასაკლაოები. ქართული მედიის მტკიცებით, კეზერაშვილი თელეთის სასაკლაოს თანამონაწილეა, ვანო მერაბიშვილთან ერთად, ხოლო ნატახტარის სასაკლაოს წილში ის და ცეზარ ჩოჩელი არიან.


მედიით არაერთგზის დადასტურებული ფაქტია, რომ დავით კეზერაშვილი აკონტროლებს გაზის გასამართ სადგურებს. ის საქართველოში გაზგასამართი სადგურებისთვის ბუნებრივი აირის ერთპიროვნული მიმწოდებელია, ანუ ამ პროდუქტის ერთადერთი იმპორტიორია. ამას კომპანია „სანპეტროლიუმ ჯორჯია" ახორციელებს. ამ ეტაპზე „სანპეტროლიუმ ჯორჯია" საქართველოში აკონტროლებს ბუნებრივი აირის გაზგასამართი სადგურების 40 %-ს.


დავით კეზერაშვილის სახელი ე.წ. პრესის ჯიხურებსაც უკავშირდება. მედიით არაერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესით გიგი უგულავამ და დავით კეზერაშვილმა სოლიდური თანხა იშოვეს.


დაბოლოს, „საქართველოს ლატარიის კომპანია" - იმით დავასრულოთ, რომლითაც კეზერაშვილმა ბიზნესი დაიწყო. „საქართველოს ლატარიის კომპანიამ" კანონდარღვევით მიიღო 2009 წელს ყველა სახის ლატარიის გათამაშების უფლება და ბაზრიდან ლატარიის ყველა კომპანია „მოტეხა". ამ კომპანიამ ლატარიის გათამაშების გარდა, საფოსტო ბაზარზე მონოპოლისტობაც მოინდომა და „საქართველოს ფოსტის" 70% იყიდა. ცხადია, ჩვეული გეგმით, სახელისუფლებო სტრუქტურების დახმარებით, საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე ყველა სხვა კომპანიას ალაგმავდა კეზერაშვილი და ამ სფეროს მონოპოლისტიც გახდებოდა, პრინციპში, პროცესი უკვე დაწყებული იყო, კანონები, რომელიც „საქართველოს ფოსტის" მონოპოლისტობას უზრუნველყოფდა, მიღებულია. თუმცა, პარპაში აღარ დასცალდა კეზერაშვილს, 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა.




გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016