ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილას დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება.
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის"წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფხაზთან მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.
კასპის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი ვაკე, ახალშენი, გორაკა, ხვითი, თვაურები, ყარაფილა, სარიბარი, ზადიაანთკარი, საკორინთლო და პანტიანი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთანმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის მოეწყო 37 კილომეტრამდე საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი,თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 648 ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.
საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმიწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლადსახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარის გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრულიგაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.
სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.