სხვადასხვა
ნინოწმინდის რაიონში ქალბატონმა სამაშველოს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ იმშობიარა
06 იანვარი, 2015. 22:32
შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში, სადაც დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილობრივმა იმშობიარა.
„ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში მშობიარე ქალბატონმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, სასწრაფოს მოსვლამდე იგი სამაშველოს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და სულ რამდენიმე წუთის წინ გოგონა გაჩნდა."- აღნიშნავს წყარო.
ჩვილისა და დედის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
„ვულოცავ და ჯანმრთელობას ვუსურვებ."- წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03