reportiori.ge - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „ანნაბელ - ცივი ვარ - ავე მარიამ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 05:13
განწყობისათვის
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „ანნაბელ - ცივი ვარ - ავე მარიამ“
ავტორი:
08 იანვარი, 2015. 11:26


* * * 

ანნაბელ, 
ეს შენი მხრებია,
ეს შენი თმები და უბრალოდ
როდესაც შენს თმაში წვებიან
თითები, მე ვხდები ღრუბელი
და შენ ხარ დეკემბრის ნიავი,
დაჰქრი და მიგყავარ არასდროს,
შენკენ რომ არ იყოს გვიანი,
კოცნის და სხვამ რომ არ დამასწროს.


* * * 

ყინვა ვარ,
და ვტოვებ ანარეკლს,
მე შენი ფანჯრების მინებთან,
რომ გული უკუღმა გააკრეს,
ჯვარზე და ძალიან მინდება,
გადმოხსნან ის შენმა თითებმა
თითებმა რომლებიც მე მიყვარს,
რომლებშიც ეს გული მითბება,
რომლებიც ტაძრამდე მიმიყვანს.


* * * 

ავე მარიამ,
მგონი გიკვდები,
ისე ვარ ახლა უკვე ნასიზმრალ,
თითქმის მოსაწყენ ზღაპარს გიყვები,
და ვცდილობ თავი არ შეგაზიზღო,
ჩემი ლექსებით, ჩემი განცდით ანდაც სრულიად,
უმოქმედობით, მთელი ძალით, ვწვალობ, ვჯახირობ,
გზაზე რომ გდია გათოშილი ჩემი სულია,
და იქნებ ცადო რომ ფეხები არ დააბიჯო.


* * * 

07 იანვარი, 2016. 10:37
27 ნოემბერი, 2015. 01:52
14 ნოემბერი, 2015. 05:20
03 ნოემბერი, 2015. 00:23
‹ წინა123...56შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016