reportiori.ge - როგორ იქცა უბრალო კალენდარი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:59
პრეს-დაიჯესტი
როგორ იქცა უბრალო კალენდარი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატად
ავტორი:
08 იანვარი, 2015. 11:57


 

"ქართველ ხალხს ვთხოვ, გვაპატიოს! დამნაშავე არც ქართველი, არც რუსი ხალხია, უნიჭო პოლიტიკოსების ბრალია, ყველაფერი, რომ დაანგრიეს, გაანადგურეს..."



"ამ ხატს უფალმა განსაკუთრებული თვისებები მიანიჭა, რითაც ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს - მასზე მლოცველი უნაყოფო ქალები ჯანმრთელ შვილებს გააჩენენ; კიბოთი და სხვა ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებულები განიკურნებიან..."


წმინდა სერაფიმე საროველის სამშობლოდან, კურსკის ოლქის ჟელეზნაგორსკის ეპარქიდან არქიეპისკოპოსის თანაშემწე იური შიშკოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის - "მოალერსეს" ერთ-ერთი ასლი ჩამოაბრძანეს, რომლის წარმოშობის ისტორიაც სასწაულებრივია. ყველაფერი 16 წლის დაიწყო, როდესაც ერთმა სოფლელმა ქალმა ღვთისმშობლის გამოსახულებიანი კალენდარი იყიდა... ვერავინ იფიქრებდა, თუ ეს უბრალო კალენდარი სასწაულმოქმედ ხატად იქცეოდა. მცირე დელეგაცია რუსეთიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს მოწვევით ჩამოვიდა. - პირველ რიგში, ისიც სერაფიმეა და მის ეპარქიაში კი წმინდა სერაფიმე საროველის მონასტერი არსებობს, მე კი მონათვლის შემდეგ გიორგი მიწოდეს და აბა, სხვა რა უნდა ერქვას ადამიანს, ვინც საქართველოში ღვთისმშობლის ხატს ჩამოაბრძანებსო, - ღიმილით მითხრა იური შიშკოვმა. რამდენიმე დღეა სასწაულმოქმედი ხატი ვერაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარშია დაბრძანებული და მის მოსალოცად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდის.


იური შიშკოვი:


- "მოალერსე" - ეს გახლავთ უსაყვარლესი ხატი წმინდა მამა სერაფიმე საროველის, რომელიც გახლავთ ღვთისმშობლის წილხვედრი ბოლო - მეოთხე ადგილის - დივეევოს დედათა სავანის დამაარსებელი. როგორც იცით, მსოფლიოში ღვთისმშობლის წილხვედრი ოთხი ადგილია: ივერია - საქართველო, ათონის მთა საბერძნეთში, კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინაში და დივეევო რუსეთში. 1930-იან წლებში დივეევოს მონასტერი დაანგრიეს, თუმცა მონაზვნებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გადაარჩინეს და მონაცვლეობით ინახავდნენ. როდესაც მისი უკანასკნელი მცველი გარდაიცვალა, ხატი რუსეთის პატრიარქ ალექსანდრეს გადასცეს. ამ უკანასკნელმა თავისთან დაიტოვა და მას შემდეგ, როგორც უდიდესი სიწმინდე, რუსეთის საპატრიარქოს კარის ეკლესიაში ინახება. ჩვენ მიერ ჩამობრძანებული ხატი სწორედ იმ ხატის ერთ-ერთი ასლია და იგი 16 წლის წინ რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლოკოტში, ერთ ღვთისმოსავ ოჯახში აღმოაჩინეს. 16 წლის წინ ამ სოფლის მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა სოფლის მაღაზიაში ღვთისმშობლის გამოსახულებით კალენდარი შეიძინა - კალენდარი ვადაგასული იყო და გამყიდველი გადაგდებას უპირებდა. ღვთისმშობელი რომ არ წაებილწათ, ღვთისმოსავმა ქალბატონმა გამოსახულება ამოჭრა და შინ, კედელზე ჩვეულებრივი საკანცელარიო სკოჩით მიაკრა. რაღაც ხნის შემდეგ ხატიდან მირონი გადმოდინდა. ეს ამბავი მაშინვე აცნობეს ადგილობრივ ეპარქიას. როდესაც ხატი კედლიდან ჩამოხსნეს, მის უკანა მხარესაც ღვთისმშობლის გამოსახულება შენიშნეს, ოღონდ ეს უკვე ხელთუქმნელი გამოსახულება იყო. (ფოტო ხელთუქმნელი ხატის) 


მას შემდეგ, რაც ხატმა სასწაულების მოხდენა დაიწყო, იგი თაყვანის საცემად ფსკოვის დედათა მონასტერში წააბრძანეს. მის წინაშე მოხუცი გერმაგენი ლოცულობდა და თქვა კიდეც: ამ ხატს უფალმა განსაკუთრებული თვისებები მიანიჭა, რითაც ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს - მასზე მლოცველი უნაყოფო ქალები ჯანმრთელ შვილებს გააჩენენ; კიბოთი და სხვა ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებულები განიკურნებიან, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს - ცოცხლებს ან მკვდრებს იპოვნიან; ხატს თითოეული გულწრფელად რწმენით მლოცველი ადამიანის ცხოვრების გზისა და ბედის შეცვლის ძალაც კი აქვსო... აგერ უკვე 16 წელიწადია, ხატს მსოფლიოს სხვადასხვა


კუთხიდან აკითხავენ მორწმუნენი, თუმცა რუსეთისა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ის მოგვიანებით გახდა - 2003 წელს, როდესაც რუსეთში წმინდა სერაფიმე საროველის განდიდების 100 წლისთავს ზარზეიმით აღნიშნავდნენ და მთავარი დღესასწაული საროვში ეწყობოდა. როგორც იცით, საროვი დახურული ქალაქია, რადგან საროვის მამათა მონასტერი, სადაც წმინდა მამა მოღვაწეობდა, დაანგრიეს და მოგვიანებით ლავრენტი ბერიას განკარგულებით იმ ადგილას ატომური იარაღის მწარმოებელი სამხედრო ქარხანა ააშენეს. ქარხანა დღემდე იქ მდებარეობს და იმ ტერიტორიაზე მოხვედრას ვერც ვიოცნებებდით. დღესასწაულის წინა ღამეს, დივეევოდან ჯვრებით მსვლელობის დასასრულ, რუსეთის პატრიარქმა კირილემ კურთხევა მოგვცა წმინდა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებთან ერთად საროვოდან დივეევოში სწორედ ეს ხატი ჩაგვებრძანებია. ამ ხატზე ახდა წმინდა სერაფიმე საროველის წინანსარმეტყველება: მოვა დრო, როდესაც საროვიდან დივეევოში მოეწყობა ჯვრებით მსვლელობა, რომელსაც სასწაულმოქმედ ხატს წაუმძღვარებენო. ამ ხატის შემყურეთ დღეს აზრად არ მოუვათ, რომ ოდესღაც ის ქაღალდის უბრალო ამონაჭერი იყო.


- წმინდა სერაფიმე საროველმა უამრავი რამ იწინასწარმეტყველა...

 

- მათ შორის ერთს - დივეევოს დიად საიდუმლოდ წოდებულ წინასწარმეტყველებას გამოვარჩევ - წმინდა მამამ დივეევოს მონასტრის მონაზვნები აკურთხა, მონასტრის ირგვლივ გაეთხარათ ღარი (სანგარი) და შემოეფარგლათ ადგილი, სადაც ფეხშიშველმა ღვთისმშობელმა გაიარა. მან თქვა, რომ ეს იქნება საზღვარი, რადგან ამ ქვეყნად მოვა ანტიქრისტე, რომელიც ეკლესიებიდან და მონასტრებიდან ჩამოხსნის ჯვრებს, მაგრამ უწმინდესის ნავალ გზაზე ვერ შეაღწევს - თხრილი ცამდე ავა და ანტიქრისტე მას ვერ გადალახავსო. ამ წინასწარმეტყველების წაკითხვის შემდეგ ბევრმა რუსმა დივეევოში იყიდა მიწები. დღეს იქ მიწის ან სახლის ყიდვა მხოლოდ უმდიდრეს ადამიანს შეუძლია. მოკლედ: მდიდარს - ყველაფერი, ღარიბს - არაფერი! მაგრამ სინამდვილეში ეს აბსურდია. როგორ არ ვცადეთ, ამ წინასწარმეტყველების არსს ბოლომდე ვერ ჩავწვდით, ერთხელაც, კალუგის ბოროვსკის მონასტრის არქიმანდრიტმა გვითხრა: წმინდა მამამ ამ საიდუმლოთი გაგვიცხადა, რომ სწორედ ეს ხატია დივეევოს სანგარი და რაც მეტ ქვეყანას მოატარებთ მას, ღვთისმშობელი მით მეტი ადამიანის დაცვას შეძლებს ანტიქრისტესგან. აბა, დააკვირდით ხატს: შემოსილ ღვთისმშობლს მისივე ტერფის ფორმა აქვს, მისი მარჯვენა ფეხის ანაბეჭდი. ორი წლის შემდეგ, ხატზე მარცხენა ტერფიც გამოჩნდა. ჩვენ ვიცით უკრაინის პოჩაევოს მონასტრის ხატი, სადაც მხოლოდ ერთი ტერფია გამოსახული, ხოლო ეს ხატი გახლავთ ერთადერთი, სადაც ღვთისმშობლის ორივე ტერფია. ასე გაიხსნა "დივეევოს დიადი საიდუმლო" - ამ ხატის სახით თავად ღვთისმშობელი მოგზაურობს წმინდა ფეხებით ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში.


- საქართველოში რამდენ ხანს დარჩებით?


- ათი დღით ჩამოვედით, მაგრამ უკვე ერთი თვეა, აქ ვართ და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ხანს დავრჩებით (იღიმის). ქართველი ხალხი ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით გვხვდება და ღვთისმშობლის გაშვება არ უნდათ. ვიმედოვნებთ, უახლოეს ხანში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეგვხვდება და მას ვთხოვთ კურთხევას, ან ახლა, ან მომავალ წელს ჯვაროსნული მსვლელობა საქართველოც მოვაწყოთ, რათა დივეევოს თხრილმა საქართველოშიც გაიაროს.


- ქრისტეშობას რას უსურვებთ ქართველ ხალხს?


- ქართველ ხალხს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს ვუსურვებ და ვთხოვ, გვაპატიოს! დამნაშავე არც ქართველი, არც რუსი ხალხია, უნიჭო პოლიტიკოსების ბრალია, ყველაფერი, რომ დაანგრიეს, გაანადგურეს, რაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ. მაგრამ მთავარს - სიყვარულს ვერაფერი მოუხერხეს, რადგან თავად ღმერთია სიყვარული.

 

 

 

 


(წყარო: კვირისპალიტრა.გე, ირმა ხარშილაძე) 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016