reportiori.ge - უნიკალური აღმოჩენა დავით გარეჯში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:37
რელიგია
უნიკალური აღმოჩენა დავით გარეჯში
ავტორი:
09 იანვარი, 2015. 00:36




კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით   დავით გარეჯის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით „დოდო გარეჯელის" სახელით ცნობილ კლდეში, წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული, დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოაჩინეს.


სამეცნიერო თვალსაზრისით, მსგავსი აღმოჩენა უპრეცედენტოა და ადასტურებს, რომ მდიდარი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი ძეგლი, რომელიც ამ დრომე ისტორიულ და სამეცნიერო წყაროში აღნიშნული არ იყო.


ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი გამაგრებითი, გადარჩენითი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, ასევე არქეოლოგები და კედლის მხატვრობის ექსპერტები.


თითქმის 9 საუკუნის წინ მიწის ქვეშ დაფარული ისტორია დავით გარეჯის ბერებმა აღმოაჩინეს.  იქ მოღვაწე ბერებმა მიწის გატანის დროს ქვით ნაშენ კედელს მიაგნეს, რომელიც მხატვრობის უნიკალურ ნამუშევრებს ფარავდა.

იმის გამო რომ უნიკალური მხატვრობა დაზიანებულია,  ვერ ხერხდება კედელზე დატანილი წარწერების გაშიფვრა, ასევე დაუდგენელია ფრესკებზე გამოსახული წმინდანების დიდი ნაწილის ვინაობაც, თუმცა წინასწარი დათვალიერებით ახლად აღმოჩენილ ტაძარში ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.


წინასწარი დათვალიერებით ტაძრის მხატვრობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.


უნიკალური ფრესკების გარდა უცნობი ტაძრის სამხრეთის კედელში სამარხსაც მიაკვლიეს, სპეციალისტების ვარაუდით თავის ქალისა და ძვლების ნაწილები შესაძლოა მონასტერში მოღვაწე ბერებს ან იმ წმინდანს ეკუთვნოდეს, ვის სახელსაც ტაძარი ატარებდა.


კომისია რომელიც აღმოჩენილი ტაძრის ჯერ გამაგრებას შემდეგ კი ფრესკების რეაბილიტაციას ჩაატარებს უკვე შექმნილია.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016