reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოკერია პატრიარქს ვერ იტანს და ახლა ყველაფერს ვაჭარაძის ხელით აკეთებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:03
პრეს-დაიჯესტი
ლადო სადღობელაშვილი: ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოკერია პატრიარქს ვერ იტანს და ახლა ყველაფერს ვაჭარაძის ხელით აკეთებს!
ავტორი:
09 იანვარი, 2015. 13:31


რა იგეგმება ილია მეორის დასაცავად

 

„ლგბტ" პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე სოციალურ ქსელში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება და თემას პოსტს უძღვნის: 


„ისევ საშინელებები: ქმარი არის ოჯახის თავი და ა.შ. შედარებით კარგია. ჭკუა უსწავლიათ. ჰომოსექსუალობის ლანძღვას შეეშვნენ. მეტიც, არც კი უხსენებიათ მთელ ეპისტოლეში. სამაგიეროდ, ქალების მიმართ მავნებლური ტექსტებით არის გაჯერებული საშობაო ეპისტოლეს მთელი ტექსტი. 


იმ დროს, როდესაც იესო ქრისტეს შობის მომენტი დგებოდა, ხალხი გარეთ გაცვივდა პატრიარქის დასახვედრად. დაბნეული ვარ: ვერ გავიგე, ქრისტიანი ვარ თუ ილიანი ან ირაკლიანი? კონკრეტულად რა ჰქვია კერპთაყვანისმცემლობის ამ ნაირსახეობას? ფაქტია, ქრისტეს შობის დღე რომაა, ეს იქ თითქმის ყველამ დაივიწყა და ეს დღესასწაული პატრიარქის იუბილედ აქციეს. როგორი შეურაცხყოფაა ღმერთის, არა? აი, აქტიური მორწმუნე რომ ვიყო, ძალიან გავბრაზდებოდი. გავბრაზდებოდი იმის გამო, რომ ღმერთს პატივს არ სცემენ და მის მაგიერ, ცოცხალი ადამიანი გააღმერთეს! საბედნიეროდ, ახლა ეს ტვირთი მოხსნილი მაქვს. ვინც თავს აქტიურ მორწმუნედ მიიჩნევთ, აი, ისინი კი აღშფოთებულები უნდა ბრძანდებოდეთ, რომ ქრისტიანობის სახელით კერპთაყვანისმცემლობაში გხვევენ. და ეს ხდება საერო ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მაუწყებლის ეთერში, რომელსაც თქვენვე აფინანსებთ თქვენი გადახდილი გადასახადებით. სრული დომხალია: ამ ქვეყანაში თეთრი შავია და შავი - თეთრი. მოკლედ, როგორც წარმართებს შვენით, ქრისტე რომ ჩვენ შორის იყოს, ტაბურეტებით ჩაიქოლებოდა სიმართლის თქმისთვის, ისევე როგორც მე ჩავიქოლები ამ სტატუსისთვის. 


„ქალის მთავარი ფუნქცია შვილის ყოლაა". თქვა ილია მეორემ. ცნობილია, რომ მის ტექსტებს შორენა წერს. რა გამოდის? 


ა) მონაზონი არაა ქალი, ან ბ) ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა. გ) ქალი, ვისაც შვილი არ ჰყავს, არის უფუნქციო, და ამასთანავე, 


დ) შარშან დაგმო ის უშვილო ქალები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით/სუროგაციით ხდებიან დედები. 


ე) შორენა ვერ იტანს საკუთარ მოდგმას ან ვერ გარკვეულა თავად რა არის. ამიტომ, საპატრიარქოს უნდა ვაჩუქოთ: 1) ლოგიკის სახელმძღვანელო. 2) ბიბლია. 3) ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. 



ამ განცხადებებს სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება მოჰყვა. „თავისუფალი თაობის" ლიდერმა, ლადო სადღობელაშვილმა ვაჭარაძეს ასეთი პოსტით უპასუხა: 


„არავითარი უფლებათა დამცველი, რიგითი პროვოკატორი, ათეისტი და ნაციონალთა დავალების შემსრულებელი გახლავთ ირაკლი ვაჭარაძე, რომელიც აი, უკვე მერამდენედ ბედავს და შეურაცხყოფს ჩვენ რწმენას! ამას ბოლო უნდა მოეღოს! ეს ეკლესიის მტერი ამდენს რომ ბედავს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბრალია! ჩვენ ვაძლევთ მას ამის საშუალებას! ვაჭარაძე ძალიან ცუდი დღე გელის! შენი ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს მსგავსად სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციებისა! ყველას გასაგონად ვიძახი და სულ არ მაინტერესებს „ლიბერასტი" „ტიპების" პოზიცია! ირაკლი ვაჭარაძე არის თანამედროვე თუთბერიძისეული არსება და მისი წინამორბედის მსგავსად, ეს ვიგინდარა არსება არის მტერი ეკლესიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, შეურაცხმყოფელი ჩვენი რწმენისა და მას ეს ამაზრზენი საქციელი კანონის ძალით არ უნდა შერჩეს. მე, როგორც რიგითი მართლმადიდებელი, მოვითხოვ, არ მიეცეთ ასეთ არსებებს ჩემი რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფის უფლება. ირაკლი ვაჭარაძე, მოიხადე ბოდიში! ითხოვე პატიება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ, „იდენტობა" არ არსებობს! შენ და შენს კანტორას ელის ძალიან ცუდი დღეები! შენს ნაცკონტროლირებად-ექსტრემისტულ ორგანიზაციას უნდა მოეღოს ბოლო! მე უპირველეს ყოვლისა ქართველი მართლმადიდებელი ვარ და შენისთანა ნაცკურდღელს არ მივცემ იმის უფლებას, მით უფრო შობა დღეს, ანტიეკლესიური და ანტიპატრიარქისეული მოწოდება გააკეთო!!! აბა, ერთი გაბედე და გამოყავი ცხვირი შენი ნაცბუდიდან და მერე ვიცი, მე შენი საქმე როგორ წავა!!! როგორც გინდა ისე მიიღე ჩემი სიტყვები, თუნდაც მუქარად!!! ეს საქართველოა. ცნობისთვის, აქ საუკუნეების განმავლობაში ხალხი სარწმუნოებისთვის თავს წირავდა!!! იცოდე, არ შეგრჩება და ვერავინ და ვერაფერი გამაჩერებს!!! არც ფემინიზმი მაინტერესებს და არც ლიბერალიზმი!!! ფრთხილად იყავი, ფეხი არაფერს წამოჰკრა, კოლგოტი არ გაგეხეს!" 



ამის საპასუხოდ, „იდენტობამ" განცხადება გაავრცელა, სადაც შეშფოთება გამოხატა სოციალურ ქსელში მუქარების გამო: „ირაკლი ვაჭარაძის „ფეისბუქის" გვერდზე გაჩნდა კომენტარები, სადაც პირადად მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით და ორგანიზაციას განადგურებით. ყურადსაღებია, რომ მუქარისა და აგრესიის გაღვივების კამპანიაში ჩართულია არქიმანდრიტი ანთიმოზი, რომელიც 17 მაისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, და დღემდე არ დასჯილა განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. გარდა ამისა, მუქარის წერილებს ავრცელებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც ცნობილია აგრესიული ნაცისტური იდეოლოგიისა და ძალადობრივი ქმედების წახალისებით. ასევე, „იდენტობის" ოფისში არ წყდება მუქარისა და განადგურების შემცველი სატელეფონო ზარები. „იდენტობა" სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით მიმართავს და მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ მუქარას, რადგან ამგვარი თავდასხმები ორგანიზაციასა და ირაკლი ვაჭარაძეზე სისტემურ ხასიათს ატარებს და არ შემოიფარგლება ერთჯერადი, ვერბალური დაპირისპირებით..." 



ჩვენ ვცადეთ „იდენტობასთან" დაკავშირება მათ საიტზე მითითებულ ნომერზე. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ანა რეხვიაშვილი. გვაინტერესებდა, როცა იცავენ „ლგბტ" პირების უფლებებს, შეურაცხყოფას რატომ აყენებენ მართლმადიდებლების გრძნობებს? ტელეფონზე არავინ გვიპასუხა. 


როგორც „ალიამ" შეიტყო, „თავისუფალი თაობა" „იდენტობის" წინააღმდეგ აქციას გეგმავს. 


„ალიას" ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა: 


- როდის გეგმავთ აქციას? 


- დავიწყოთ იმით, რომ ე.წ. უფლებადამცველი ვაჭარაძე შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ადანაშაულებს პატრიარქს, რომ თავისი თავისგან კერპი გამოჰყავს. ამ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მორწმუნე ხალხისთვის ილია მეორის ღვაწლი განუზომელია და რომ არა პატრიარქი იმ 60-წლიან სიბნელეში, რომელსაც კომუნისტური წყობა ერქვა და გადავიწყებული გვქონდა პირჯვრის გადაწერა, პატრიარქმა შეგვაძლებინა ეკლესიისკენ მიბრუნება. ვაჭარაძეს მოვთხოვე, ბოდიში მოეხადა. ის არის რიგითი ნაცგოშია, განა მარტო „ლგბტ" პირებს იცავს? მონაწილეობას იღებდა თავდაცვის მინისტრის გადაყენების აქციაშიც. პლაკატი ეჭირა ხელში პოლიტიკური მოთხოვნით და არ არის გამორიცხული, ხვალ ექსპერტად მოგვევლინოს და მორალი გვიკითხოს. ეს არის ტიპური დაქირავებული პირი. 


- ვინ დაიქირავა? 


- ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა და ამას არც მალავს თავად. ბოკერიას დავალებით მოქმედებს პატრიარქის წინააღმდეგ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პატრიარქს ვერ იტანს და ახლა ყველაფერს ვაჭარაძის ხელით აკეთებს. როდემდე შეიძლება ამის ატანა? ამ პიროვნებამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ საზოგადოებას, თუ არა და, მიიღებს პასუხს. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასთანაც გვაქვს საქმე, ის ლახავს ჩვენი, როგორც მორწმუნეების უფლებას. ამ გამოხტომების ატანა არ შეგვიძლია. ვაძლევთ 2 დღეს იმისთვის, რომ გონს მოეგოს, საჯაროდ გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს, თორემ შევიკრიბებით მის წინააღმდეგ. ესე იგი, ჩვენ ვყოფილვართ დებილები და ეგ არის ერთადერთი ნორმალური ადამიანი თურმე. 


- სად აპირებთ შეკრებას? 


- ვიკრიბებით მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, „იდენტობის" ოფისის წინ, ვიკრიბებით შაბათს, 17 საათზე. თუ არ მოიხდის ვაჭარაძე ბოდიშს, მოვითხოვთ ორგანიზაციის გაუქმებას. მე მინდა, კამპანია დავიწყო. არ არის გამორიცხული, პირველ აქციაზე ცოტა ხალხი მოვიდეს, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც „თავისუფალ ზონას" მოვუღეთ ბოლო, ისე ამათაც მოვუღებთ ბოლოს და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს. იქნება პერმანენტული აქციები ამ პირუტყვის წინააღმდეგ. 


- იურიდიულად ხომ არ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, რომ, მაგალითად, პროკურატურა ჩართოთ? 


- ამაზე ვიფიქრებ, მას შემდეგ, რაც აქციას გავმართავთ. ამას რომ მივიყვანთ ბოლომდე, არც პროკურატურასა და სასამართლოს მოვერიდები. როცა პარლამენტმა მიიღო „ანტიდისკრიმინაციული კანონი", იქ ჩემი უფლებაც ხომ ჩაიდო? ამ უფლებასაც მირღვევს ვაჭარაძე. ჩვენსავე ქვეყანაში ესენი გვავიწროებენ. თუ მას არ უნდა შევეხოთ, მე უნდა შემეხონ? ეტყობა, ჩვენი ბრალია, ჩვენ მივეცით ამას ამდენის უფლება, სამართლიანობაზე რომ დაიწყო საუბარი, ასეთი სოკოებივით ორგანიზაციებისთვისაც უნდა მიეხედა მთავრობას. ბოკერიას ავაზაკური ორგანიზაცია უნდა დავასრულოთ. ესენი არიან ექსტრემისტები და უნდა დაიხუროს. 



„ალია" კომენტარისთვის არქიმანდრიტ ანთიმოზსაც დაუკავშირდა: 


- მამა ანთიმოზ, იდენტობა" მუქარის შემცველი წერილების გაგზავნაში გადანაშაულებთ და პოლიციას რეაგირებისთვის მიმართავენ. მართლა დაემუქრეთ? 


- არავითარი მუქარის შემცველი წერილები „იდენტობისთვის" არ მიმიწერია. პოლიციას მოუწოდეს, კი, ბატონო. მეც მოვუწოდებ პოლიციას რეაგირებისკენ, აღარ ითავხედოს და შეურაცხყოფა არ მიაყენოს ჩვენს უწმინდესს ვაჭარაძემ, ეს კანონს სცილდება. ეს აღარ არის უკვე პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ეს არის უკვე ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. არავინ უშლის ირაკლი ვაჭარაძეს იყოს, რაც არის. უბრალოდ მის უზრდელობასა და თავხედობას საზღვარი აღარ აქვს. 


P.S. მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ „იდენტობის" მომართვასთან დაკავშირებით, ირაკლი ვაჭარაძეს გაესაუბრებიან და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. 

 

 

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016