reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი დავით ბაქრაძის შესახებ ფარული ჩანაწერების არსებობას უარყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:58
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დავით ბაქრაძის შესახებ ფარული ჩანაწერების არსებობას უარყოფს
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 13:37

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის შესახებ ფარული ვიდეომასალის არსებობას არ ადასტურებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, დავით ბაქრაძის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი არ არსებობს. "მე არ მინახავს დავით ბაქრაძის ვიდეომასალა, ფიზიკურად დრო არ მქონდა. ვიცი, რომ იქ არაფერი არ არის დავით ბაქრაძეზე, თუმცა არ ვიცი საიდან აქვს თვითონ ბაქრაძეს ეს ინფორმაცია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა. ამის შესახებ ბაქრაძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია იმ კომისიის წევრისგან მიიღო, რომელსაც აღნიშნულ ფირებთან შეხება ჰქონდა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016