„მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ჩვენი ხალხის მტერი!" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 26 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი მართალია - სააკაშვილი ნამდვილად საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერია!
დაუძინებელი მტერი!
აშკარა მტერი!
უბოროტესი მტერი!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი ჩააბამდა ქვეყანას რუსეთთან ომში და ტერიტორიების 20 პროცენტს დაკარგავდა!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი მოაწყობდა კონცერტსა და ტაშ-ფანდურას მაშინ, როცა ქართველი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ცხინვალში, თაკარა მზის ქვეშ, უპატრონოდ ეყარა და მკბენარი ესეოდა!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი იტყოდა 2008 წლის აგვისტოში დაკარგულ ათეულობით ქართულ სოფელზე - დიდი არაფერი მომხდარა, მხოლოდ რამდენიმე დასახლებული პუნქტი წაგვართვესო!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი განუცხადებდა უცხოურ მედიას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს სახით პიტალო კლდეებისა და ქვების გროვის მეტი არაფერი დაგვიკარგავსო!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი დათანხმდებოდა ე.წ. სარკოზი-მედვედევის დოკუმენტის მე-6 პუნქტზე ხელმოწერას და ამით რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარების საშუალებას მისცემდა!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი მოუწოდებდა ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დატოვებისაკენ, საქართველოს მოქალაქეობის დათმობისა და უკრაინაში საბრძოლველად წასვლისაკენ, მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვს და რუსეთის საოკუპაციო ჯარი დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი შექმნიდა „სიკვდილის ბრიგადებს" და ქუჩებში დახოცავდა უდანაშაულო ბიჭებს - საჯიშე ქართველ ახალგაზრდებს!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი მოკლავდა ცემაში მშვიდობიან მომიტინგეებს, მათ ცხედრებს მაღაზიის სახურავზე შეყრიდა და მეორე დილით იმ ცოდვისა და დანაშაულის ადგილას აღლუმს საზეიმოდ ჩაიბარებდა!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი გაავსებდა ციხეებს უდანაშაულო ადამიანებით და 3-მილიონიან ქვეყანაში 300 ათას კაცს, ანუ ყოველ მეათე მოქალაქეს გაასამართლებდა!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი აწამებდა და გააუპატიურებდა ციხეებში, პოლიციის განყოფილებებსა და სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ქართველ მამაკაცებს ცოცხებით, რეზინის ხელკეტებით თუ სკამის ფეხებით!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი გაყიდდა ქართულ მიწებს ათასი ჯურის უცხო ტომზე!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი გამოუცხადებდა ბრძოლას მართლმადიდებლობას და ჩვენს დედა-ეკლესიას!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი დაანგრევდა ქართულ განათლებასა და მეცნიერებას, ანუ სახელმწიფოს ინტელექტუალურ ციტადელს!
მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი გამოუცხადებდა დაუნდობელ ბრძოლას ქართულ ეროვნულ ღირებულებებს!
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ძვირფასო მკითხველო, სააკაშვილმა ქნა და ჩაიდინა ყველაფერი ის, რასაც მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი იზამდა და ჩაიდენდა!
დიახ, სააკაშვილმა საქართველოსა და ქართველ ხალხს არ დააკლო არაფერი, რასაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი ჩაიფიქრებდა და აასრულებდა!
დიახ, სააკაშვილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერია!
მტერია!
მტერია!
მტერია!
ამიტომაც, საქართველო და ქართველი ხალხი სააკაშვილს უნდა მოექცეს არა ისე, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, არამედ ისე, როგორც მტერს!
ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრებიც, თუ ისინი მართლა საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები არიან, სააკაშვილს უნდა მოექცნენ არა როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, არამედ, როგორც საქართველოს მტერს!
თუმცა, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან დღეს საპირისპიროს ვხედავთ!
ამერიკელი ხალხის დიდი და სასახელო შვილი მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა - „საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება".
გაივლის დრო და როცა სააკაშვილი ქართველი ხალხის წინაშე ისე აგებს პასუხს, როგორც საქართველოს მტერს ეკუთვნის, შესაძლოა, ჩვენ იგი აღარც გაგვახსენდეს და სააკაშვილი ისტორიის ჩრჩილმა შეჭამოს, მაგრამ ყოველთვის გაგვახსენდება, როგორ დუმდნენ ჩვენი მეგობრები მაშინ, როცა სააკაშვილი საქართველოს და ქართველ ხალხს მტრობდა!
ამიტომაც, სანამ დროა, ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა ჩვენს მტერთან - სააკაშვილთან მეგორობა უნდა შეწყვიტონ!
ან გააკეთონ საბოლოო არჩევანი - საქართველო და ქართველი ხალხი თუ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი სააკაშვილი?!
ქართველმა ხალხმა იცის, ვინ არის მისი მტერი!
ქართველმა ხალხმა ისიც უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მეგობარი!
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"