სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობას.
ამ პროცეში ჩართულია, თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, ენერგეტიკის სამინისტროების, ეკონომიკის სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი გუდაურში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მოქმედების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. ამ წუთებში მიმდინარეობს კობი- გუდაურის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები.
დღეს საკოორდინაციო შტაბის მიერ ყაზბეგში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერთმფრენი გაიგზანა.
ყაზბეგში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოსახლობას მიეწოდა პროდუქტი და გადაუდებელი სამედიცინო პრეპარატები. დღესვე მოხერხდა ყაზბეგიდან სამოცდაოთხი ადამინის თბილისში გადმოყვანა. მცირეწლოვანი ბავშვები , ფეხმძინე ქალები, მოხუცები და უცხოელი ტურისტები უკვე თბილისში არიან. ყაზბეგში დარჩენილი ადამიანები ამ დროისთვის უზრუნველყოფილები არიან სურსათით და მედიკამენტებით. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში ვერთმფრენების ყაზბეგის მიმართულებით ფრენა განახლდება და იქ დარჩენილი მოქალაქეების თბილისში გადმოყვანა გაგრძელდება.