reportiori.ge - თბილისის "დინამოსა" და რომელიმე სხვა ქართული კლუბის მაისურები დღემდე სანთლით არის საძებარი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:24
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თბილისის "დინამოსა" და რომელიმე სხვა ქართული კლუბის მაისურები დღემდე სანთლით არის საძებარი!
11 იანვარი, 2015. 04:35



რამდენიმე წლის წინ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩს ვადევნებდი თვალყურს - მოედანზე მსოფლიოს ვარსკვლავებს თავი ერთად მოეყარათ. მაისურებზე დაწერილი გვარები, ფეხბურთით ყველაზე ნაკლებად დაინტერესებულ ადამიანსაც კი, უყურადღებოდ არ დატოვებდა.


ბურთი თამაშში ნისტელროიმ შეიყვანა, რაულმა კი, ბექჰემთან კედელი გაითამაშა, თუმცა, პუიოლის თავგანწირულ ვარდნას ვეღარაფერი მოუხერხა და ბურთი დაკარგა. დაუვიწყარი იყო ზინედინ ზიდანის 5-ნომრიანი მაისურის დანახვაც, რომელიც საოცარი ელეგანტურობით დაატარებდა ბურთს. ეს „ყველა ვარსკვლავის მატჩი"გახლდათ, ყველანაირ ინტრიგასა და გამარჯვების დაუოკებელ წყურვილს მოკლებული, ამიტომ, არ გაგიკვირდებათ, რომ ზიდანმა ჩემი თაობის უსაყვარლეს ჟონგლიორრონალდინიოს უპასა. ამ უკანასკნელმა კი, ცრუმოძრაობით, ჯერ კლარენს ზეედორფი,შემდეგ პოლ სქოულზი და ბოლოს, რობერტო აიალა ჩამოიშორა, რის შემდეგაც,ჯანლუიჯი ბუფონს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა - 1:0. ამხანაგური მატჩისთვის ჩვეული ინფანტილიზმის მიუხედავად, რონალდინიომ გოლი ყველასათვის ნაცნობ სტილში აღნიშნა, მას კი მისალოცად ვიერი, კრესპო და შევჩენკო გამოეკიდნენ.


სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, თუ რა ანგარიშით დასრულდა შეხვედრა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უბნის მოედანზე შეკრებილ ბიჭებს ძალიან უხდებოდათ გამოჩენილი ფეხბურთელების მაისურები, გული მწყდებოდა, რომ თბილისის ქუჩებში ბურთით მორბენალი ბავშვები გულზე "მილანის", "ბარსელონას", "რეალისა" და სხვათა ლოგოებს ატარებდნენ... არადა, თბილისის "დინამოსა" და რომელიმე სხვა ქართული კლუბის მაისურები დღემდე სანთლით არის საძებარი! ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს - თბილისის „დინამოს" ამ მხრივ აშკარად უკეთესად აქვს საქმე...


საქართველოში მარკეტოლოგთა მუშაობა ნებისმიერ სფეროში, ვარსკვლავებს რომ ვერ წყვეტს ახალი არავისთვისაა, თუმცა, გაუგებარია, თუ რატომაა ქართული კლუბების მაისურების ხალხში გავრცელება წლების მანძილზე პრობლემატური.


აქვე გავიხსენებ ორიოდე წლის წინანდელ ამბავს, რომელსაც „დინამო არენას" პირდაპირ მდებარე ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში წავაწყდი: მამას შვილისთვის საფეხბურთო ფორმის შეძენა სურდა და გამყიდველს თბილისის „დინამოს" მაისური სთხოვა, პასუხად კი, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ უარი მიიღო - „სამწუხაროდ, არ გვაქვს." საბოლოოდ, ბიჭუნას „ბარსელონას" უნიფორმა შეურჩიეს.


ზემოთაც აღვნიშნეთ და გავიმეორებ: ალბათ, ეს წერილი ყველაზე ნაკლებად თბილისურ კლუბს ეხება, რომელმაც, როგორც იქნა, გასულ წელს fan-shop გახსნა, სადაც გუნდის ეკიპირების შეძენა შესაძლებელია, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ყოველივე მასის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის და „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს", მანამდე კი, საქართველოს ეზოებსა და ქუჩებს უცხოური გრანდების მაისურები „ამშვენებს".


პ.ს. შევეცდები ჩემი წერილი ოპტიმისტურ ნოტაზე დავამთავრო და აღვნიშნავ, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი ზემოხსენებულ „ყველა ვარსკვლავის მატჩში", ათიოდე წლის ბიჭუნა გახლდათ, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ გულზე "მილანის" ლოგო ებჯინა, ზურგს თეთრი ასოებით გაწერილი KALADZE უმშვენებდა. 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016