reportiori.ge - ბუბა კიკაბიძე : თბილისში კონცერტზე ჩემთვის ორი წელია არავის დაუძახია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:43
პრეს-დაიჯესტი
ბუბა კიკაბიძე : თბილისში კონცერტზე ჩემთვის ორი წელია არავის დაუძახია
ავტორი:
11 იანვარი, 2015. 14:56




საახალწლო ღონისძიებებს წელს განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოჰყვა, რიგი მომღერლები საახალწლო კონცერტზე ვერ მოხვდნენ. ჩვენ პოლიტკური ნიშნით არავინ გამოგვირჩევია. მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. მომდევნო ღონისძიებისთვის ვაპირებთ გადაწყვეტილება მთლიანად ხალხს მივანდოთ და ვინც მათ მოსწონთ და სურთ, ის მომღერლები და ჯგუფები იხილონ სცენაზე. ამისთვის ვფიქრობთ, ხმის მიცემის სისტემის შემოღებას. საზოგადოება ვისაც დაგვიკვეთავს, მას დავიქირავებთ." - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.


ქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებას მომღერალი ბუბა კიკაბიძე გამოეხმაურა:


- სად გაგონილა, როგორ შეიძლება ასეთი რამ?! ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება.  კაცო, კონცერტში ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ - არა, ეს რა მერიისა და ნარმანიას საქამეა?!


- საახალწლო კონცერტში არმონაწილეობის გამო, წელს უამრავი ხელოვანი განაწყენებული დარჩა. სხვა რა გამოსავალს ხედავთ?


- არ ვიცი, ცოტა გაუგებარი კი მგონია, მაგრა თუ სხვა გზა არ არის, ჰკითხონ მაშინ ხალხს და ასე გადაწყვიტონ რომელი მომღერალია საჭირო და რომელი - არა. თუმცა ერთი რამ არ დაავიწყდეთ, ხალხი რომელ მომღერალსაც აირჩევს, შეიძლება მან თავად თქვას უარი. მე, მაგალითად, უარს ვიტყვი! აქამდე არ უნდა მიიყვანონ საქმე და იმიტომ! სხვა ქვეყნებში იკიდება აფიშა, ვისაც უნდა მიდის, ვისაც უნდა არ მიდის! ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი არტისტი ჩემსავით იზოლირებულია! თბილისში კონცერტზე ჩემთვის ორი წელიწადია არავის დაუძახია. ამ თემაზე ლაპარაკიც არ მსურს!


- ფიქრობთ, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გეძახიან კონცერტებზე? წინა ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ ფავორიტი მუსიკოსები ჰყავდა, განსაკუთრებულ ფავორიტებს შორის თქვენც სახელდებოდით...


- არ ვიცი, ესენი რას და როგორ ფიქრობენ. პოლიტიკოსი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. თუ ფავორიტად მოვიაზრებოდი, ამ ხელისუფლებასაც ჰყავდეს ბევრი ჩემნაირი ფავორიტი და კარგად იქნებიან! არ ვიცი, როგორ უნდა მოგვარდეს ეგ საკითხი, ანუ რომელმა მომღერალმა სად უნდა იმღეროს. მერის განცხადებამ აშკარად დააბნია ხალხი. ვიმეორებ, რომ ეს არც მერიის გადასაწყვეტია და არც მთავრობის!  კულტურის სამინისტროსგან კიდევ შეიძლება მისაღები იყოს მსგავსი განცხადებები! ისე გამოვიდა, რომ მერიას ვინც უნდა, იმას ამღერებს. ეს ყველაფერი იმდენად სასაცილოა, რომ იუმორით უნდა შეხედო კაცმა, სხვა გზა აღარ გვაქვს.


- ვითომ სხვა მომღერლებიც იუმორით შეხედავენ ამ საკითხს?


- ისე ვთქვი, კაცო, თორემ რა დროს იუმორია?! პირიქით ძალიან ცუდი ვითარებაა. მე ამ საქმეში საერთოდ არ მინდა მონაწილეობა. რატომ უნდა ვაწყენინო რომელიმე ხელოვანს?! როგორია ახლა მხატვარებს რომ ეტყვი, ხალხმა გადაწყვიტოს, რომელმა მხატვარმა უნდა დახატო და რომელმა - არაო! ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ხალხის უმრავლესობამ შეიძლება სიმღერა -"ჩემო კაკლის მურაბა" არჩიოს ბევრ ხარისხიან სიმღერას. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნარმანიას გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია! თუ არ გინდა, სულ ნუ დაუძახებ ამა თუ იმ მომღერალს, მაგრამ შენ რომ გულზე ვიღაც არ გეხატება და კონცერტზე არ ეძახი, ამას ხალხს ნუ დააბრალებ. ამაზე გამოკითხვები არ უნდა მოაწყო! ეს არის ხალხისთვის პასუხიმგებლობის გადაბარალება, რაც მიუღებელია!




(წყარო: კვირის პალიტრა, მანანა გაბრიჭიძე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016