მისი უწმინდესობის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე ჩვენმა ლიბერალურმა და პროევროპელმა საზოგადოებამ დაიწუნა. მეტიც, ამავე საზოგადოებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც პირდაპირ იერიში მიიტანეს პატრიარქზე და მართლმადიდებლობაზე. საშობაო ეპისტოლეში თითქოს სადავო არაფერია, მაგრამ ვისაც შარი და საკუთარი თავის „წარმოჩენა" უნდა, ყოველთვის მოძებნის რამეს, რა პრობლემაა? მაგალითად, სამების საკათედრო ტაძარში ჯერ ეპისტოლეც არ იყო წაკითხული, რომ 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით ზარების რეკვამ შეაწუხა ნინია კაკაბაძე: მგონი, დილიდან გამაყრუეს ზარებმაო. სამწუხაროდ, ქართულმა მედიამ ნინია კაკაბაძის „გამოყრუება" იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა, მისი ოთხსიტყვიანი ბოდვაც აიტაცა და ქვეყნის მოსახლეობას სოციალურ ქსელებში კომენტარებიც აკეთებინა. მოკლედ, ნინიას საქმე სწორედ ისეა, როგორც ნუგზარ შატაიძის ერთ მოთხრობაში ვკითხულობთ („ქეთო გალოთებულა"), მთელი ქალაქი მაგაზე ლაპარაკობს, გალოთებულა კი არა და... გაგიჟებულაო. ამ ჩვენმა პატივცემულმა საზოგადოებამაც ვერ ისწავლა ჭკუა, ხშირად ისეთ რამეს და ვინმეს ბოდვას აქცევს ყურადღებას, გაგიკვირდებათ. მოკლედ, ნინიას გაგიჟება იქით იყოს, ახლა ავიღოთ მისი უწმინდესობის საშობაო ეპისტოლე და ვნახოთ ერთი, ნეტა რამ გადარია ჩვენი „ლიბერასტები"? პირველი, რამაც უჯიშოთა გაღიზიანება გამოიწვია, ეს არის საუბარი ოჯახზე, ანუ ქალისა და კაცის ფუნქციაზე:
„ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამ: „ცოლი როდია თვისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ.7.4). ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს".
რა არის აქ გაუგებარი და მიუღებელი? რა, არ ვიცოდით, რომ ქრისტიანულ მოძღვრებაში ოჯახურ ურთიერთობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია? არც ის ვიცოდით, რომ ამავე მოძღვრების მიხედვით ქმარი ცოლის სხეულის უფალია და ცოლი კიდევ ქმრის სხეულის უფალი? ეტყობა, „ლიბერასტები" ასე არ თვლიან და თავიანთი დავთრების მიხედვით, მართლებიც არიან, ხომ შეიძლება, ქალის სხეულს მრავალი „უფალი" ჰყავდეს და ასევე კაცის სხეულსაც? გააჩნია, რომელი კუთხით შეხედავ ამ ცხოვრებას. აბა, ერთი წუთით მკრეხელური აზრი გავივლოთ გონებაში და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი პატრიარქი გამოვიდა და თქვა: კაცი კაცის სხეულის უფალიაო. ეგრევე დასცხებდნენ „ლიბერასტები" სიხარულის ყიჟინას, ეს უკვე ევროპული ღირებულებაა, მისი უწმინდესობა აზრზე მოსულაო. განა ახალი არის რამე იმაში, რომ ქმარი არის ოჯახის თავი, მას ღვთისგან აქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა, რათა ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები? თუნდაც კაცი არ იყოს ცოლთან, თუნდაც გაშორდეს, განა მას ეს პასუხისმგებლობა ეხსნება შვილების მიმართ? აქ „ლიბერასტებმა" ერთი მომენტიც გამოიყენეს სათავიანთოდ: პატრიარქმა ბრძანა, ქალის მთავარი ფუნქცია შვილების ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვაა, თუმცა ეს საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავსო. აი, აქ ახტნენ კაკაბაძეები და ვაჭარაძეები, რომლებსაც გიგა ბოკერია ქოქავს პერიოდულად, მიშას დავალებაა, რაც შეიძლება მწვავედ შეუტიეთ პატრიარქსო... რას ჰქვია, ქალის მთავარი ფუნქცია შვილების ყოლა და მათი აღზრდაა, ეს ხომ ქალის დისკრიმინაციას ნიშნავსო? ამათ ბოლო წინადადება არ აწყობთ და ამიტომაც ამოაგდეს, საერთოდ დამალეს, ოჯახზე ზრუნვა და შვილების აღზრდა რომ საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს, დაივიწყეს. კაი, ბატონებო, მამათმავლების შეფს, ირაკლი ვაჭარაძეს არაფერი მოეთხოვება, როგორც ჩანს, ოჯახში არ გაუზრდიათ და ამიტომაც აწუხებს ხორკლიანი აზრები, მაგრამ ორიოდე წლის წინათ ნინია კაკაბაძის შვილს რომ რაღაცა შეემთხვა და ნიშადურამოსმულივით დარბოდა აღმა-დაღმა, დედა, რა მეშველებაო, ეს არ არის ზრუნვა და პასუხისმგებლობა, თუ როგორაა?!
საშობაო ეპისტოლეში შემდეგი თემაა ოჯახების რღვევა და უპასუხისმგებლობა. არც ამ შემთხვევაში უთქვამს რამე ახალი პატრიარქს, უბრალოდ ეკლესია ამაზე ყურადღებას რომ ამახვილებს, მნიშვნელოვანია, თორემ განა ჩვენ არ ვიცით, რა ხდება დღეს ქართულ ოჯახებში? ამონარიდი ეპისტოლედან:
„ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები, სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლსა და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან;
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული".
რა თქმა უნდა, ასეა, დღეს ჩვენი ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ოჯახის შექმნა ლობიოს ჭამა ჰგონია და როგორც კი წააწყდებიან ხოლმე ყოველდღიურ პრობლემებს, ეგრევე იშლებიან. ამას წინებზე მიყვებოდა ერთი ქალბატონი, ჩემი ქალიშვილი ქუჩის ბიჭს გაჰყვა ცოლად, თავიდან ამაყობდა, უბანში რომ გავივლი, ბიჭები ფეხზე დგებიან და ისე მესალმებიანო, მაგრამ, როცა ბავშვი დაიბადა, როცა ოჯახმა თავისი მოითხოვა, ყველაფერი გაქრა და ახლა დიდ სიმწარეში ცხოვრობს, მინდა წამოვიყვანო, როგორმე გავათავისუფლო ამ ჯოჯოხეთისგანო. დიახ, ახალგაზრდებს აქვთ უცნაური გატაცებები, მათ ხიბლავთ ე.წ. ძველი ბიჭები, მათი მოჩვენებითი ძალაუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საპნის ბუშტია. ეპისტოლეში კარგადაა განმარტებული, რას ნიშნავს წუთიერი გატაცება, მოჩვენებითი სიყვარული, უპასუხისმგებლობა, ეგოიზმი, ცალმხრივი გამოყენების მცდელობა და ასე შემდეგ:
„ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი, არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. არადა თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია ის მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა. ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვითა და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება".
მისი უწმინდესობა გვეუბნება, რომ ლოთობა და ნარკომანობა არ არის გამოსავალი. შეიძლება ასე ადამიანმა წუთიერად თავი დააღწიოს საკუთარ პრობლემებს, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. პატრიარქის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის. სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება - ჩვეულებად, გულგრილობა - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა - მისაბაძად, ცილისწამება და ძალადობა - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება:
„აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება".
სად არის აქ ქალის დისკრიმინაცია? პირიქით, ეპისტოლეში ზედმიწევნითაა აღწერილი პრობლემები, რასაც ხშირად ტრაგედიამდე მივყავართ. კი, ბატონო, დღეს ჩვენი საზოგადოების უმთავრესი ტრაგედია გახლავთ სოციალური მდგომარეობა, ხელმოკლეობა, გაჭირვება, ფსიქოლოგიური მოშლილობა, მაგრამ პატრიარქი ამაზეც ღიად ამახვილებს ყურადღებას. საჭიროა სამუშაო ადგილების შექმნა, ანაზღაურების გაუმჯობესება, ცხოვრების დონის ამაღლება, ეს შეამცირებს დანაშაულსაც და თვითმკვლელობასაც, მაგრამ რა ეშველება უკვე ფსიქოლოგიურად მოშლილ და გადაგვარებულ თაობას? ისე არაფერი თრგუნავს საზოგადოებას, როგორც შიში, უსუსურობა და უნიათობა, რაც ასევე, არ გახლავთ გამოსავალი. პატრიარქი ამბობს, ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით, ვალებით გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან განთავისუფლდებიან, სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც ვეღარავინ უშველით. პატრიარქი საუბრობს სახარების ენით, ის ამბობს იმას, რასაც ქადაგებდა იესო ქრისტე. ვინც მას დოგმატიკოსად ჩათვლის, გამოდის, რომ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას. მოდით, ვთქვათ სიმართლე, შეიძლება ქრისტიანულ მოძღვრებაში მართლაც არის დოგმატიზმის ელემენტები, რასაც ხშირად სასულიერო პირები სათავიანთოდ იყენებენ, მაგრამ რა პრობლემებზეც საშობაო ეპისტოლეშია საუბარი, ამის შესახებ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ყოველდღიურად ვლაპარაკობთ კიდეც გარკვეულ წრეებსა თუ საკუთარ ოჯახებში. და მაინც, სად არის გამოსავალი, როგორ უნდა განიკურნოს ჩვენი საზოგადოება? ამაზე პატრიარქს ასეთი პასუხი აქვს:
„უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ... ყველამ, ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, - სიკვდილი უნდა დავძლიოთ... განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს... ღმერთს ებარებოდეთ"!
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"