reportiori.ge - ვისი კაციც გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ის მოიგებს 2016 წლის არჩევნებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვისი კაციც გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ის მოიგებს 2016 წლის არჩევნებს!
ავტორი:
12 იანვარი, 2015. 18:01


 

2015 წლის 23 თებერვალს,წითელი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაბადების დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს!


ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უპირატესი უფლება პრეზიდენტს გააჩნია, გაღმა - ავლაბრის რეზიდენციაში, გამოღმა - პარლამენტსა და კანცელარიაში და იმის იქით - ნაცმოძრაობაში დიდი ფუთფუთი და პუტუნია ატეხილი. კუბლაშვილთან ერთად ვადა ასევე გასდით უზენაესი სასამართლოს ორ რიგით მოსამართლეს...


კულუარული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში აპირებს დროებითი საბჭოს შექმნას, რომელიც „ცნობილი და ავტორიტეტული" ადამიანებისგან დაკომპლექტდება და ისინი შეარჩევენ 9 კაცს, რომელთაგან პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის მხრივ ამოარჩევს 3 სუბიექტს - ერთს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო ორს - რიგით მოსამართლედ.


იმ ვითარებაში, როცა მარგველაშვილსა და დანარჩენ სახელისუფლებო გუნდს შორის, რბილად რომ ვთქვათ, ცივი ომია, დიდი ალბათობით პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს ჩააგდებს და არ დაამტკიცებს, რაც იდეალურ ნიადაგს ქმნის რათა მიხეილ სააკაშვილისა და მისი კვაზიფაშისტური სექტის დაუსჯელად პარპაში უკუნითი უკუნითამდე გაგრძელდეს...


თუ გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორივე მხარისთვის სასურველ კანდიდატზე ვერ შეჯერდებიან, მაშინ დიდია იმის ალბათობა, კუბლაშვილის გადადგომის შემდეგ მისი პოსტი დროებით რომელიმე მოადგილემ დაიჭიროს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლებას გააკონტროლებს ისევ და ისევ ნაციონალური, ანუ მიხეილ სააკაშვილის კვაზიფაშისტური სექტა.


ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თავისი არსითა და მნიშვნელობით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უფრო მნიშვნეოვან პოლიტიკურ პროცესს არ შევსწრებივართ, ვიდრე უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის ცერემონიალი და მასთან დაკავშირებული ბწკენა-ღრენა იქნება.


ვისი კაციც გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ის მოიგებს 2016 წლის არჩევნებს!


ცხადია, ნაციონალებმა ამ ანბანური ჭეშმარიტების შესახებ ძალიან კარგად უწყიან, მაგრამ ისიც არ ავიწყდებათ, რომ მათ გაშიფრულ კანდიდატს ამ ფრიად საპასუხისგმებლო პოსტზე არავითარი შანსი არ ექნება. ამიტომაც ნაცისტები ცდილობენ, მარგველაშვილს როგორმე თავიანთი ფარული აგენტი შეუგდონ.


ამ ფარული აგენტების შესახებ ცოტა ქვემოთ...


სახელისუფლებო კულუარებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარსადგენ პრეტენდენტებს შორის დღეს ყველაზე უფრო ხშირად საუბრობენ ლადო ჭანტურიას შესახებ, რომელიც ერთხელ უკვე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა „ვარდების რევოლუციისა" და იმ სამარცხვინო პარლამენტის „გაპრავება", რომლის მაჟორიტარი წევრებიც კანონიერად არჩეულად გამოაცხადეს და 2003 წლის ნოემბერში რევოლუციურ პარლამენტში დატოვეს, ხოლო პროპორციული სიით არჩეულები დაიფრინეს, აქაოდა არჩევნები გაყალბდაო!


ლადო ჭანტურიამ იგორ ივანოვთან ერთად გადამწყვეტი როლი ითამაშა ედუარდ შევარდნაძის „სახლში წასვლაში", რის გამოც მან სააკაშვილისგან ხელშეუხებლობის გარანტიები და შეუვალობა მიიღო. სწორედ ლადო ჭანტურიას დროს მოხდა სულხან მოლაშვილის დაპატიმრება და მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება...


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2014 წლის 24 თუ 25 დეკემბერს ლადო ჭანტურია გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. დაუზუსტებელი ცნობით, ჭანტურია მიიღო ბიძინა ივანიშვილმაც, თუმცა, არც ღარიბაშვილისა და არც ივანიშვილისთვის ლადო ჭანტურიას ნაციონალური წარსულის შესახებ არავის არაფერი უთქვამს...


ნაცები კუბლაშვილის პოსტის შესანარჩუნებლად ერთ ამბავში არიან და სერიოზულ ქსელებს ხლართავენ. ერთ-ერთი ვერსიით, ნაციონალური მოძრაობა გეგმავს მარგველაშვილის საბჭოს სააკაშვილის ცნობილი ხელისბიჭის, იმერეთის ყოფილი ღუბერნატორისა და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორის დავით მუმლაძის კანდიდატურა შეუცუროს!


თუ დავით მუმლაძე უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე გახდა, სააკაშვილი უახლოეს მომავალში საქართველოში თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნდება, ხოლო, რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის „სახალხო საინვესტიციო კორპორაციის" მიერ მიტაცებულ ხალხის ანაბრებსა და „ცეკავშირის" შენობას, რომელიც უკვე აღარც არსებობს, ეს საქმეები პროკურატურის მრუმე ტალანებში სამუდამოდ საღათას ძილით მიიძინებენ და როგორც მეანაბრეები, ისე „ცეკავშირის" მეპაიეები გაცინებულები დარჩებიან.


თუ დავით მუმლაძის კანდიდატურა ჩავარდა, ნაცებს სამარქაფო გეგმაც აქვთ, ოღონდ უკვე რესპუბლიკელებთან ერთად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაციონალები და რესპუბლიკელები აპირებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგინონ გიგა ბოკერიას მეგობრისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის პერსონა, რომელმაც, სხვათაშორის, თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილს უჩივლა, - ეს კაცი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონიდან მოხსენითო!


გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარუდგენია ეკა გიგაურს - „საერთაშორისო გამჭვირვალობის" დირექტორს, რომელსაც, სხვათაშორის, ვანო მერაბიშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ პოლიციის კაპიტნობა მიანიჭა და პრემიაც მისცა.


წყაროს ცნობით, სწორედ კაპიტანი ეკა გიგაური შეხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს პატარაიას და გიორგი ჩხეიძის შესახებ  უჩურჩულა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ძალიან სასურველი იქნება ამ კაცის გაყვანაო!


თუ მარგველაშვილის მიერ შექმნილ საბჭოში „საიები" ლომჯარიები, გიგაურები და მისთანები შეიყვანეს და მხოლოდ მათ შეარჩევინეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში დასამტკიცებლად უსათუოდ რომელიმე ნაცისტს ფარულ ან გაცხადებულს წარგზავნიან...


როგორც მითხრეს, უსუფაშვილი მზად იყო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის პარლამენტის სპიკერობაც კი დაეთმო, მაგრამ უარი მიიღო. უარით გამოისტუმრეს თინა ხიდაშელიც...


არავინ უწყის, რა ბედი ელის ეკა ბესელიას, მანანა კობახიძეს, ირინე იმერლიშვილსა და ევა გოცირიძის კანდიდატურებს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ასევე მოიაზრებენ...


ნაცმოძრაობას გიორგი ჩხეიძისა და დავით მუმლაძეს მხარდამხარ მესამე ფარული კანდიდატიც ჰყავს... ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თამჯდომარეობის ერთ-ერთ პრეტენდენტად შეიძლება, დაასახელონ მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის პარტნიორის, დავით ასათიანის  კანდიდატურაც...


ერთი სიტყვით, კოტე კუბლაშვილის სავარძლის ხელში ჩასაგდებად ყველა კბილებს ილესავს და ყველას თავისი გეგმები აქვს...


ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ ყოფილი და მოქმედი „ოცნებელები" და თებერვლის მიწურულს ნაცისტებს ხელიდან გამოგლეჯენ თუ არა სასამართლოს, რომლის უსმართლობამაც 2012 წლის 1 ოქტომბერი გაათენა.

 

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016