საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წიაღში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არქიმანდრიტის, მცხეთის დავით აღმაშენებლის მამათა მონასტრის წინამძღვრის, 27 წლის მამა ილია კარტოზიას გმირობამ მთელი მსოფლიო მონუსხა.
მამა ილია იტალიის ქალაქ ბარიში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოსალოცავდ გემით მიემგზავრებოდა.
ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან, ბორან „ნორმან ატლანტიკზე" ხანძარი გაჩნდა და მგზავრთა ევაკუაცია გახდა საჭირო.
მამა ილია კარტოზიამ სამაშველო ნავში საკუთარი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა.
მოგვიანებით, როცა სამაშველო ნავი მგზავრთა მორიგი ნაკადის წასაყვანად ცეცხლმოკიდებულ ბორანს ისევ მიადგა, მამა ილიას სამაშველო თოკი გაუწყდა და ზღვაში ჩავარდა.
ვერავინ შეძლო მისი გადარჩენა!
როგორც გემის გადარჩენილი მგზავრები იხსენებენ, მამა ილიას თან ზურგჩანთა ჰქონდა, რომელშიც ჯვრები და ხატები ეწყო.
ზღვაში ჩავარდნილი მამა ილია, ძლიერი ღელვის გამო, სამაშველო ჟილეტს ვერ მისწვდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოდა ხატებიანი ზურგჩანთის გადასარჩენად.
მამა ილია დაიღუპა.
მისი ცხედარი ზღვამ იტალიის ქალაქ ლეჩესთან გამორიყა.
მამა ილიამ სიცოცხლე აჩუქა მისთვის სრულიად უცნობ ქალბატონს და პატარა ბავშვს.
მამ ილია სულ 27 წლისა იყო!
მამა ილია გმირია!
მამა ილია არამარტო საქართველოს გმირია, იგი ზოგადსაკაცობრიო გმირია!?
მამა ილიას გმირობა ერთ-ერთ ნათელ და კაშკაშა წერტილად შემორჩება სულიერი და მორალური კომპრაჩიკოსების მიერ დასახიჩრებულ კაცობრიობას, ვიდრემდის იგი იარსებებს.
საქართველოს ისტორიას სასულიერო პირთა გმირობანი როგორ არ ახსოვს, თუნდაც, თორნიკე ერისთავი ავიღოთ, ანდა კველთელი ბერი თევდორე,რომელმაც მტერს მეფის სამყოფელთან მისასვლელი გზები აურია და საქართველო გადაარჩინა, თავად კი მომხვდურის მახვილივით იქნა აკუწული და განადგურებული.
მაგრამ დღეს, სულიერებითა და მაღალი ზნეობით მშიერ 21-ე საუკუნეში, მამა ილია კარტოზიას გმირობა განსაკუთრებით დიდებული და სხივმოსილია!
ბედნიერია საქართველო, სადაც თურმე, კვლავ იბადებიან, იზრდებიან და ცხოვრობენ მამა ილია კარტოზიასნაირი გმირები!
ბედნიერი და ძლიერია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წიაღშიც, თურმე, მამა ილია კარტოზიასნაირი ღვთისმსახურები იღწვიან.
სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ბოლო წლების განმავლობაში, კრიტიკოსები და უფრო უარესი, მლანძღავები და ტალახის მსროლელები არ ელევა, ათასი ჯურის არასამთავრობო ორგანიზაციების, „ე.წ. ლიბერასტების, ე.წ. ლგბტ თემის წარმომადგენლების, ირაკლი ვაჭარაძეებისა თუ ნინია კაკაბაძის სახით, რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სხვა მაღალ სასულიერო იერარქებს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ქართველი მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობებით არ წაიბურთაონ.
„ჯიპებიანი", მთვრალი მამაოების, პოლიციასთან „მობლატავე" მამაოების, რესტორანში მოცეკვავე და ლამაზმანებთან ჩახუტებული მამაოების ამსახველი ვიდეოებიც ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელებში და მავანი ამას სათავისოდ იყენებს ქართულ ეკლესიასთან საბრძოლველად!
ავადსახსენებელი სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდშიც ბევრმა სასულიერო იერარქმა მოიჭრა თავი და, ღმერთო შეგცოდე, უკეთური ნაცხელმწიფის ფეხებთან განერთხა, მისი ავი ზრახვებისა და სურვილების მოზიარედ იქცა, რამაც თავისი წილი დარტყმა მიაყენა ქართული ეკლესიის ავტორიტეტს!
მაგრამ მამა ილია კარტოზიას საოცარმა გმირობამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა!
მამა ილია კარტოზიას საარაკო გმირობამ ქართული ეკლესიის განმაქიქებელთ საკადრისი პასლუხი გასცა!
მამა ილია კარტოზიას გმირობამ ყველას უჩვენა და დაუმტკიცა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, უღირსეულესი და უვაჟკაცესი სულიერი მამები მსახურობენ და ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ვითარცა ბასტიონი ჩვენი სულიერებისა, ეროვნული თვითშეგნებისა და იდენტობისა, არასოდეს დაეცემა და დაილეწება!
დიახ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სწორედ მამა ილია კარტოზიასნაირ სულიერ მოძღვრებაზე დგას და არა იმ სასულიერო იერარქებზე, რომლებიც საკუთარ „ჯიპების" დაბურული მინებიდან უმზერენ და რომლებსაც თავიანთ რეზიდენციებში, ხატების გვერდით, სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის პორტრეტები უკიდიათ!
დიახ, ირაკლი ვაჭარაძეებო, ნინია კაკაბაძეებო და ჩვენ ეკლესიასა და პატრიარქის სხვა მაგინებლებო - მამა ილია კარტოზიამ, 27 წლის ქართველმა არქი- მანდრიტმა, თავისი საკაცობრიო გმირობით, ყველას პასუხი გაგცათ და თქვენ-თქვენი ადგილი მიგიჩინათ!
დიახ, თქვენი უბადრუკი წკავ-წკავი და წკმუტუნი ვერც პატრიარქს და ვერც ქართულ ეკლესიას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ, რომ ამ ეკლესიაში სწორედ პატრიარქის მესაჭეობითა და ლოცვა-კურთხევით, ილია კარტოზიასნაირი სულიერი მამები იწვართებიან და მსახურობენ!
დიდი ილია ჭავჭავაძე, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ილია მართალი, წერდა:
„გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლია".
მამა ილია კარტოზიასნაირი გმირების გამზრდელი ქვეყანა და ეკლესია სულით ღონიერია!
ამ ქვეყანას და ამ ეკლესიას სულით უღონონი ვერაფერს დააკლებენ!
უკუნითი უკუნისამდე ჰგიებს საქართველო!
გმირული საქართველო!
მამა ილია კარტოზიას საქართველო!
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"