შნირები...ეს სიტყვა საბჭოთა ციხეების ჟარგონით, დამლაგებელს, მრეცხავს, ერთი სიტყვით მოსამსახურეს, ხელისბიჭს, გნებავთ მონას ნიშნავს, რომელთა ყოლის ექსკლუზიური უფლება-შესაძლებლობა საპატიმროებში, როგორც წესი, მხოლოდ ე.წ. კანონიერ ქურდებს და ზოგადად დამნაშავეთა, გნებავთ, შავი სამყაროს ავტორიტეტებს ჰქონდათ.
აქედან გამომდინარე თუ ზემოთ ხსენებულ „შნირების ინსტიტუტს" საქართველოს უახლესი ისტორიის, პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ, საინტერესო ალეგორიულ სურათს მივიღებთ:
(უახლეს ისტორიაში მხედველობაში ბოლო 10-15 წელიწადი გვაქვს. ანუ, 1999-2000 წლებიდან მოყოლებული ჟამი, როდესაც პოლიტიკურ-ეკონომიკურ-მორალურად დაუძლურებული რუსეთის გავლენა ამიერკავკასიაში, სრულად ჩაანაცვლა აშშ-მა და როგორც სჩანს, ეგონათ რომ სამუდამოდაც, მაგრამ ამაზე ქვემოთ...)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ ერთი „კანონიერი ქურდი" (თუ ვინმეს „კოზანოსტრას" ენაზე გნებავთ, „კაპო დი ტუტი კაპო", ანუ ბოსების ბოსი), აშშ დარჩა და როგორც ციხეში შნირებით განებივრებული ერთი განაბის (განაბი, იგივეა, რაც კანონიერი ქურდი) ძალაუფლება იქცევა ხოლმე უსამართლო „ბეზპრედელად", ასევე დაემართა ევროკავშირის შნირების მონური მსახურებით განებივრებულ შეერთებულ შტატებსაც:
უკონტროლო ძალაუფლება, უსამართლო პოლიტიკურ-სამხედრო „ბეზპრედელად" გადაიქცა ავღანეთსა თუ ერაყში, ლიბიასა თუ ეგვიპტეში და ა.შ. აღარაფერს ვიტყვი იუგოსლავიის ვერაგულად დაშლაზე, სოხუმ-ცხინვალის კონტექსტში, საქართველოსთვის საბედისწერო, კოსოვოს პრეცედენტზე, ბოლოს და ბოლოს ჩვენი ერთმორწმუნე სერბეთის ბარბაროსულ დავბომბვაზე!..
ევროსაბჭო თუ ევროკავშირი, როგორც ერთგული შნირი, ნებისმიერ კაპრიზს უსრულებს და უპრავებს მსოფლიოს ერთპიროვნული მბრძანებლობის მანიაკალური იდეა-სურვილით შეპყრობილ ძია სემს...
თუმცა შერეკილი ხუტა პოლიცმეისტერის არ იყოს, თვალი დაუდგა ევროპას და თუ გნებავთ ძია სემსაც სარი უთხრიაო, ჩვენ, ჩვენი ვიკითხოთ...
ამას წინათ ფეისბუკში ლევან მამალაძეს გადავაწყდი და ისე გამეხარდა, რომ...
ცოდვა გამხელილი სჯობსო და ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ამერიკულ დემოკრატიაზე შექმნილი მითებით მოწამლული, ე.წ. ვარდების რევოლუციას მეც მივესალმე და რას ვიფიქრებდი, რომ ლევანფაშას (როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორს ეძახდნენ მედიაში, მათ შორის მეც), კახა თარგამაძის, გია მეფარიშვილის, სულხან მოლაშვილის და ა.შ. მაშინ სხვა, ოდიოზებად მიჩნეული მაღალჩინოსნების სახელების გაგონება თუ ოდესმე გამახარებდა?
დიახაც, გამეხარდა, რადგან შევარდნაძის ხელისუფლებას, ტოტალური კორუფციიდან დაწყებული, ყველაფერი შეიძლება დააბრალო: ანტიეროვნულობის, ანტიქართველობის, ანტიმართლმადიდებლობის გარდა!
ანუ, გარდა ნეოლიბერალობისა, რომელთაც დღეს სამართავად (წაიკითხე, საჯიჯგნად) მიუგდეს ჩვენი სამშობლო და პირველ რიგში ეს არის თავი და თავი ყველა ჩვენი უბედურებებისა და არა რუსეთის იმპერიული ამბიციები სამხრეთ კავკასიაში!
ჰოდა, კიდევ ერთი და ალბათ უმთავრესიც _ ედუარდ შევარდნაძე ამერიკის ვერც ერთმა პრეზიდენტმა (მამა ბუშიდან, კლინტონ, შვილ ბუშამდე) საკუთარ შნირად ვერ აქცია და ამიტომ იგი წლების მანძილზე ახერხებდა ამერიკა-რუსეთს შორის ბალანსირებას იმ მეტნაკლები წარმატებით მაინც, რომ რუსეთს აზრადაც არ მოსვლია სოხუმ-ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება!
სამაგიეროდ, გასული საუკუნის მიწურულს მოახერხეს და ჟვანია-სააკაშვილის გუნდების სახით, ამერიკის შნირების ოპოზიცია გაუჩალიჩეს სიბერე შეპარულ და ამიტომ სიფხიზლე მოდუნებულ თეთრ მელას _ სერბეთში ფერადი რევოლუციის მთავარი შემოქმედი, მაშინდელი დესპანი ამერიკისა საქართველოში, რიჩარდ მაილსი, როგორც ამბობენ, ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი კაბინეტიდან გააპანღურაო, მაგრამ, გვიანღა იყო თითზე კბენანი:
სოციალური გაჭირვებით, სიბნელე-სიცივით მოცულ საქართველოში, ამერიკის პოპულისტ შნირებს:
ჟვანია-სააკაშვილებს; რესპუბლიკელ-ბერძენიშვილებს; მერაბიშვილ-ბოკერიებს; უგულავა-თარგამაძეებს და ა.შ. სხვა მრვ. მათი სახელი ლეგიონია, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე ქვეყანაში რევოლუციის (წაიკითხე, სახელმწიფო გადატრიალების) მოწყობა არ გასჭირვებიათ...
ხელისუფლებაში მოსულმა ამერიკის შნირებმა ნეოლიბერალური რეჟიმის ჯერ დასამყარებლად და შემდეგ უკვე, „სამიზდღემჩიოდ" გასამყარებლად საკუთარი შნირების მოძიება-„დავერბოვკება" დაიწყეს მედიასა თუ შოუბიზნესში; სპორტში, ხელოვნებაში, ე.წ. შემოქმედებით ინტელიგენციაში, სახელმწიფო ცხოვრების (თუ ასე შეიძლება თქმა) თითქმის ყველა მიმართულებით და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე გააშნირეს ზემოთ ხსენებული ინსტიტუტები თუ ცალკეული პიროვნებები, რომ ნაცბანდის ტერორისტულ-ფაშისტური რეჟიმი, მათი 9 წლიანი მმართველობის მიჯნაზე მართლაც „სამიზდღემჩიოდ" შეურყეველი ეგონათ შინ თუ გარეთ, მტერსა თუ მოყვარეს და არც თუ უსაფუძვლოდ...
ჯერ მედიის შნირებისა ვთქვათ:
რუსთავი-2 , ტელეკომპანია, რომელმაც, შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ პირდაპირი ეთერით მოახდინა ე.წ. ვარდების რევოლუცია, რისთვისაც რევოლუციის მამებმა „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" უწოდეს. ხოლო, როდესაც ეს მერამდენედ გაბრიყვებულმა ხალხმა აზრზე მოსვლა, ხოლო რეჟიმმა აზრზე მოსულთა მიმართ რეპრესიები დაიწყო, იგივე რუსთავი-2 მოგვევლინა რეჟიმის ტერორის გამპრავებლად და საზოგადოების ტვინების მრეცხავად!
პარალერურად ნელ-ნელა შეავიწროვეს სხვა მეტნაკლებად თავისუფალი ტელეკომპანიები, რომელთაგან ზოგი დახურეს (მაგ, „მზე" და „მაესტრო") ზოგშიც საკუთარი შნირებით დაკომპლექტებული „ბორდები" შექმნეს (მაგ, საზმაუწყი და იმედი)!
დღეს, რუსთავი-2 ნიღაბახდილი პარტიული ტელევიზიაა, რომელის პოლიტიკური თოქშოუები ერთად-ერთ მიზანს, სისხლისმსმელი ნაცების და მათი კრეტინი პრეზიდენტ სააკაშვილის რეაბილიტაციას ემსახურება!
ცალკე და თანაც სამწუხარო თემაა ტელე-იმედი! სამწუხარო, რადგან ეს ერთ დროს ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტელეკომპანია, თუ კი ვინმეა დღეს საქართველოში, ბოდიში მამითხოვია და ბოზი თუ ჩათლახი, გარყვნილ-გათახსირებული, ყველას დედიშობილად წამოპლაკვის პოდიუმად ქცეულა „იმედის" ეთერი და სირცხვილი ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს!
კიდევ ერთი ცალკე თემაა, ამ ტელევიზიის პოლიტიკური შემადგენელი, ტელე-პრიმადონა ინგა გრიგოლია!
ამ დედაკაცის წივილ-ყვირილმა ნახევარ საქართველოს ნევროზი დამართა!
თუმცა ეგეც იქით იყოს:
იკივლოს რამდენიც უნდა, მაგრამ ის ვერ გამიგია რა ნახეს ამ „ქაჯანაში" ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა ისეთი, რომ ქრისტიანდემოკრატებში გადასკუპებით საბოლოოდ გაშიფრულ ამ ტელემეძავს ასე ფართო ასპარეზი შეუქმნეს?..
იმასაც თავი დავანებოთ, რომ სამტრედიელი კონკია გალსტუკიან ხვლიკ გიორგი თარგამაძესთან ერთად ეჭვმიტანილია ბადრის მიმართ ღალატში, ინგა გროგოლიას, ინტელექტის პულსი საერთოდ არ ესინჯება. რომ იტყვიან, ერთი წიგნიც არ ექნება წაკითხული და გაუნათლებლობის შეფუთვას ხელების უგვანო პარჭყვით, გამყინავი ყივილით ცდილობს. ხოლო საკუთარ „პრადვინუტობას" ნეოლიბერალური იდეების ფრქვევით უსვამს ხაზს!
ამ საახალწლოდ ინგამ ლამის იყო ცხარე ცრებლით გვატირა ლელა წურწუმიაზე, რომელიც თურმე საახალწლო კონცერტში არ მიუწვევიათ და ლელა ინგასთან დუეტში აპროტესტებდნენ ახალი ხელისუფლებისგან, ძველივით, მომღერალთა შავი სიების შედგენას!
ძალიან მაინტერესებს თუ რატომ არ აწყობდა მსგავს გადაცემებს ქალბატონი ინგა, როდესაც სტეფანეებს და ზუმბებს მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ყველგან და ბაგრატიონები თუ კვალიაშვილები უნამუსოდ იბლოკებოდნენ?
ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: იმ ხელოვან-მომღერლებმა, რომლებიც მიშას რეჟიმს უმღეროდნენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის გამო ნახევარი საქართველო გმინავდა და ახლა უნამუსოდ გაიძახიან, „აბა რა მექნა, ჭამა მინდოდაო", იმ „მირთმევის" გამო, ბოდიში მაინც მოიხადონ და მერე ილაპარაკონ ახალი ხელისუფლების-მიერ, ძველებურივით შავი სიების შედგენაზე!
ერთი სიტყვით რუსთავი-2 და იმედია ის 2 მონსტრი (საზმაუწყს საერთოდ ვინმე უყურებს?), რომლებიც ფარული თუ აშკარა შნირების თავშესაფრად ქცეულა!
საგანგებოდ უნდა ვთქვათ ე.წ. არასამთავრობო სექტორში ჩანერგილ არა მხოლოდ ნაცების, არამედ პირდაპირ ამერიკის შნირებზე:
ამ ორგანიზაციების (ასო) რაოდენობა საქართველოში, რომლებიც დასავლეთიდან უხვად ფინანსდებიან, როგორც იტყვიან, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცილდება!
ვის და რას აღარ იცავენ ასოები?
ყველას და ყველაფერს ლგბტ-პედერასტებით დაწყებული და მაწანწალა ძაღლებით დამთავრებული!
ერთად-ერთი ვისაც და რასაც არ იცავენ და ფეხებზე ჰკიდიათ, ეს საქართველოს, ქართველი ერის ინ ტერესები და უფლებებია!
ამ ე.წ. ასოებს 3 წამყვანი ენჯეოები თამადობენ, რომელთა დასახელება არ მახსოვს და მხოლოდ მათ ლიდერებს წარმოგიდგენთ: კახა კოჟორიძე, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია.
თუმცა ასოების აბრევიატურტას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ასოების შიგთავსი, შინაარსია, რაც გულისხმობს ყოველივე ანტიეროვნულის აშკარა თუ ფარულ მხარდაჭერას, უკვე ყბადაღებული, ადამიანის უფლებების დაცვის უნიჭო აკომპონემენტით!
ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, ნანა დევდარიანმა ამას წინად ამ „ტროიკას" ერთგვარი კასტა უწოდა. მე კი უფრო მძაფრი ვიქნები _ კასტა კი არა სექტაა, რომლის ლიდერთა კომენტარების გარეშე სიზმარიც ვერ გვინახავს ქართველებს!
აღარაფერს ვამბობ საზოგადოებრივ-პოლიტიკურნპროცესებზე, რომელთაც არსებობის ლეგიტიმაცია, მხოლოდ ამ სექტის ლიდერთა კომენტარების შემდეგ ენიჭებათ!
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ამ მიმართებით ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთად-ერთი ის არის, რომ ცოცხებით აღარ გვაუპატიურებენ და ქუჩებში აღარ გვხვრეტენ, რაც ნამდვილად არ არის ცოტა, მაგრამ ეს რომ არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, არამედ „ცოტაოდენი ბრალი" პატრიოტთა ალიანსის ლიდერების, დავით თარხან მოურავის და ირმა ინაშვილისაც არის, არამგონია საკამათო იყოს!
ვერც იმის ატანა შევძელით, რომ კოჰაბიტაციის აკომპონემენტში არა მხოლოდ ნაცები გადარჩნენ, არამედ მათი და მათი პატრონი ამერიკელების მიერ ჩანერგილი შნირებიც ძველებურად აგრძელებენ მავნებლურ ქმედებებს!
ეს კი, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, მისი ქართული ოცნების უუნარობის შედეგია!
ბიძინას ბრალია, იმ პირველი მოქალაქის, რომელსაც აგრე უდროოდ, საღათას ძილით ჩასძინებია და სამწუხაროდ გამოღვიძების სურვილის არანაირ სიმპტომებს არ ამჟღავნებს!
„ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?.."
დავით მხეიძე, პუბლიცისტი
(წყარო:geworld.ge)