reportiori.ge - მსოფლიო ბანკი საქართველოს 60 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:54
პოლიტიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს 60 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 14:34

საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და მსოფლიო ბანკს შორის საფინანსო ხელშეკრულება დაიდო.  მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი, ჰენრი ქერალი საქართველოს კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდისთვის  60 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს  არის სამწლიანი ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ზოგადად ეკონომიკური გარემოს მხარდასაჭერად შეიქმნა. 

 „ჩვენ სამოც მილიონს მივიღებთ, რომლის დიდი ნაწილი  განსაკუთრებით შეღავათიანი ფინანსური რესურსი იქნება. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტიპის დაფინანსებას მსოფლიო ბანკი გააგრძელებს რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს."- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

  მსოფიო ბანკის რეგიონალური დირექტორის, ჰენრი ქერალის განმარტებით, მსგავსი ტიპის დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის.  პროექტი ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა  და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული თანამშრომლობა ქვეყნის გარეთ  კონკურენტუნარიანობის ზრდაზე არის ორიენტირებული.   პროგრამაში საქართველოს მთავრობის აქტიური ჩართულობა მისი გავნითარების  გარანტიაა".-აღნიშნა ჰენრი ქერალმა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016