reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: კობა ხაბაზი პრაქტიკულად მუხლებში ჩავარდნია მიხეილ სააკაშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:01
პრეს-დაიჯესტი
ლადო სადღობელაშვილი: კობა ხაბაზი პრაქტიკულად მუხლებში ჩავარდნია მიხეილ სააკაშვილს
ავტორი:
15 იანვარი, 2015. 11:16


არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ის "თავისუფალი ზონის" ოფისთან აქციას მართავდა. მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებასთან ერთად "თავისუფალი ზონაც" აქტიურობას იწყებს. "მე დავბრუნდები", ასე იწყებს სააკაშვილი თავის ყველა სიტყვით გამოსვლას, თუ უცხოურ მედიასთან ინტერვიუს. "მე უარი ვთქვი უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე და არ დავთმე საქართველოს მოქალაქეობა. ჩემი პრიორიტეტი არის ჩემი ქვეყანა და მე საქართველოს ვეკუთვნი". ნუ დაღალე დედამიწა, მიშა!.. უბედურება კი ისაა, რომ მისი ჯიბის საინფორმაციო საშუალებებიდან დაწყებული, არასამთავრობოებით დამთავრებული, წყლის წვეთის პრინციპით მუშაობს და ტვინებს ხვრეტს.



იანუკოვიჩი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა, სააკაშვილი კვლავ მოდაშია... აი, უკვე რამდენი დღე გავიდა, რაც მთავარმა პროკურორმა ბადაშვილმა საგაზეთო ინტერვიუში დაგვმოძღვრა, რომ სულ მალე მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო ძებნაზე დასვამენ, მაგრამ, როგორც მიშა იტყოდა, - ნურას უკაცრავად!.. სააკაშვილის გეგმები უფრო შორსმიმავალია, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას წარმოუდგენია და ვიდრე თქვენ მასზე ძებნას გამოაცხადებთ, აი, სააკაშვილი რას გითვლით... თურმე მიშა წუხს, რომ ძალიან ბევრი განათლებული ქართველი ტოვებს საქართველოს და ფიქრობს, რომ ჯობია ქვეყანა ივანიშვილმა დატოვოს, ერთმა უმეცარმა, ვიდრე განათლებულმა საზოგადოებამო... რა თქმა უნდა, საქართველოში უნდა დავბრუნდეთ და უნდა შევქმნათ დაბრუნების პირობებიო. მიშა, იქნებ საიქიოდანაც დააბრუნო ის ადამიანები, ვინც შენმა რეჟიმმა სამუდამო სასუფეველში გაისტუმრა, ან იქნებ შენ თვითონ დაუბრუნო იმ ადამიანებს ის შვილები, შენმა რეჟიმმა რომ ჩაუცხრილა, ან იქნებ საკუთარი ჯიბიდან აპირებ იმ ქონების დაბრუნებას, თქვენ რომ წაართვით. სხვათა შორის, იმ ე.წ. უმეცარმა დაგტოვა პირში ჩალაგამოვლებული და გამაიმუნებული, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბოლომდე ვერ გამოჩნდა ერთი ადამიანი, ვინც შენს საქმეს წერტილს დაუსვამს...



ქართველო ხალხო, მოგმართავთ თქვენი სისხლისმსმელი მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ მისი დაბრუნების გეგმას სწორედ, რომ ქართველი ხალხი განახორციელებს. ძალიან მაინტერესებს, რამდენი ხართ, რამდენს მოგენატრათ სისხლის მორევში ბანაობა... სააკაშვილს ხალხის იმედი კი არ აქვს, ამ ხელისუფლების უნიათობის ყოველი დღე მისი დაბრუნების კალენდარს აჩქარებს. სააკაშვილი "რუსთავი 2"-ით დაბრუნების გეგმას ასე შიფრავს: "იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, რუსეთი ძალიან სუსტდება, ჩვენი მეგობრები ძლიერდებიან. ივანიშვილისთვის მოვლენების ძალიან ცუდი კომბინაცია დაჯდა. პროვინციული დიქტატურა საქართველოში ვერ გაიხარებს, რადგან ქართველი ხალხი თავისი განსაზღვრებით სრულიად არ არის მორგებული ამაზე..." ავოიეეეე, მიშა!.. საკუთარ თავზე ხომ არ ლაპარაკობ?!.. შენ რომ იყავი ძალიან "პრადვინუტი" დიქტატორი, იმიტომაც გამოგიყვანა ქართველმა ხალხმა წირვა. შენ მართლა სხვა პლანეტაზე ხარ, მაგრამ პოლიტიკა ხომ ნაძირალების თავშესაფარია.



სააკაშვილმა კვლავ გაააქტიურა თავისი ჯიბიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა", რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მიყუჩებული იყო იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციის ლიდერი თხაკიკინით ვერაფერს გახდა და კობა ხაბაზი სააკაშვილმა ამოაპანჩურა. იხარჯებოდა ფული, შედეგი ნულის ტოლფასი იყო.



"ალიასთან" საუბარში ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ ინტერესების თანხვედრის გამო სააკაშვილმა კვლავ გაააქტიურა კობა ხაბაზი, თუმცა ამას წინ უძღოდა კობას სააკაშვილთან ჩასვლა და პირობის დადება, რომ დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებდა და პროვოკაციის მორევში თავით გადაეშვებოდა.


"ალიას" კითხვებს პასუხობს "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი:


- რატომ დაგაკავეს?



- ბოლო ორი დღეა სააკაშვილი გააქტიურდა და დაიბარა, მალე დავბრუნდებიო... დაბრუნებაში იგულისხმება ის, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში აპირებს დაბრუნებას. ბოლო პერიოდში ის უცხოურ მედიას აძლევდა ინტერვიუს და ამბობდა, ერთადერთი ოპოზიციური ძალა ვართ, ვისაც შეუძლია ხელისუფლებაში დაბრუნებაო. ამ ადამიანს კვლავ ბოროტი ზრახვები აქვს, როგორც ჩანს, მას აბოლებენ, რადგან საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა და არ იცის რეალურად რა ხდება. წარმოდგენა შეუქმნეს, თითქოს აქ ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ეს "ვარდების რევოლუციის" დროს იყო. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ მისი დაბრუნების ერთადერთი გზა იარაღის გადატენაა, ის ყველაფერზე წავა, მათ შორის სამოქალაქო ომზე. ყველამ ვიცით რისთვის შექმნა სააკაშვილმა "თავისუფალი ზონა", მათი მიზანი იყო დესტაბილიზაციის მოხდენა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს ორგანიზაცია მიყუჩდა. რამდენიმე დღის წინ სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კობა ხაბაზი პრაქტიკულად მუხლებში ჩავარდნია მიხეილ სააკაშვილს, ერთი შანსი მომეცი, მე შენ არ გიმტყუნებ, დაგვიფინანსე "თავისუფალი ზონაო". როგორც ჩანს, სააკაშვილმა დააფინანსა "თავისუფალი ზონა", ოფისი გამოცვალეს, ამჟამად იმყოფებიან გორგასლის ქუჩაზე, სადაც რეალურად არის დესტაბილიზაციის ბუდე, მათ დავალება აქვთ, რამენაირად არიონ ქვეყანა, გამოიწვიონ დაძაბულობა და ამ ფონზე სააკაშვილმა სცადოს დაბრუნება. პრევენციის მიზნით ჩვენ ჩავატარეთ გამაფრთხილებელი აქცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან, ერთადერთი მოთხოვნა გვქონდა, რომ იმ ბუდიდან, რომელიც დესტაბილიზაციისთვის შექმნეს, აღარასოდეს გამოვიდნენ. ნუ გვიშლიან მშვიდად ცხოვრებაში ხელს.


 

- თქვენ "თავისუფალ ზონას" კვერცხები ესროლეთ, ამის შემდეგ მოხდა თქვენი დაკავება.



- სწორად მინდა ყველამ გაიგოს. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო კრიმინალები და "ზონდერები" ჩვენხელა ბიჭებს ქუჩაში ესროდნენ და ნურავის გაუკვირდება, თუ ლადო სადღობელაშვილი ან ვინმე სხვა, მათ კვერცხებს ესვრის. ამის შემდეგ პატრულმა დაგვაკავა 4 ადამიანი, ამ ეტაპზე ხელწერილის საფუძველზე გაგვათავისუფლეს, სასამართლო ჩაგვიტარდება, სავარაუდოდ, 17 იანვარს. მინდა ყველამ იცოდეს, ჩვენ ვართ ფხიზლად, ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და არ დავუშვებთ, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა გაბედონ კუდის მოქნევა და უკან მობრუნება. სააკაშვილს კი მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო: გულანთებული ახალგაზრდები ძალიან ბევრნი ვართ, რომლებიც შენს დაბრუნებას არ დავუშვებთ.




P.S. "ალიას" ინფორმაციით, "თავისუფალი ზონა" უფრო მეტად აპირებს გააქტიურდეს, ვიდრე თავისი აქტიურობით მოსახლეობას "ანებივრებდა". "თავისუფალ ზონას", ფაქტობრივად, ნახევრად კრიმინალური დაჯგუფების სახე ექნება, რომელიც ქვეყანაში ხელოვნურად შექმნის პრობლემებს და გააჩენს ესკალაციის კერებს. ახლოვდება 2016 წლის არჩევნები და არის ინფორმაცია, რომ სააკაშვილი 2015 წელს გამოიყენებს პლაცდარმად და მისი მიზანია, ისე დაძაბოს ვითარება, რომ მისი დაბრუნების შანსები რეალურად გაჩნდეს, ის ხომ ამის პროფესიონალია... თუკი ბიძინა ივანიშვილმა თებერვლიდან არ დაიწყო გააქტიურება და ხალხი კვლავ მისკენ არ შეაბრუნა, შესაძლოა, ხელისუფლება ამ საფრთხის პირისპირ აღმოჩნდეს.




(წყარო: გაზეთი "ალია", ნინო სამხარაძე)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016