reportiori.ge - რა ვიდეომასალა აქვს ასლან აბაშიძეს სააკაშვილის გარყვნილების შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:03
პრეს-დაიჯესტი
რა ვიდეომასალა აქვს ასლან აბაშიძეს სააკაშვილის გარყვნილების შესახებ
ავტორი:
15 იანვარი, 2015. 11:30


არსებობს თუ არა აჭარის ტერიტორიაზე არალეგალური იარაღისა და ვიდეოჩანაწერების საცავები? რა მიმართულებით უნდა გაამახვილოს ყურადღება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რა მასალები დატოვა სააკაშვილის გუნდის გარყვნილებაზე ასლან აბაშიძემ?



ამ თემაზე „ქრონიკას" ესაუბრება ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, ყოფილი პოლიტმატიმარი, თამაზ ბაკურიძე.


_ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა აიკრძალოს. მე ამას ჯერ კიდევ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვამბობდი, რადგან პატიმრობის პერიოდში ძალიან კარგად ვხედავდი, როგორ იქცეოდა სააკაშვილის ხელისუფლება. მე თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვამბობდი, რომ გაუპატიურებებიც ხდებოდა, მკვლელობებიც, იყო წამების ფაქტები. ახლა ირაკლი ღარიბაშვილი არ ამბობს, თორემ მაგათ ისეთი ჩანაწერები აქვთ მაღალი თანამდებობის პირებზე, ყოფილებზეც და ახლანდელებზეც, რომ ნახო, შეიძლება გააფრინო. ვიმეორებ, დღეს მოქმედ თანამდებობის პირებზე არსებობს ჩანაწერები, მათ ყველგან უთვალთვალებენ, საყვარლებთან იყვნენ თუ ცოლებთან, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მაინც უღებდნენ. კუდ-ი ცალკე იღებდა, სოდი-ი ცალკე იღებდა, ვანო მერაბიშვილის კლანი ცალკე იღებდა, ერთმანეთს უღებდნენ და შემდეგ მიდიოდა შეჯიბრი, ვინ უფრო ადრე მიუტანდა ამ ვიდეოფირებს სააკაშვილს. ახლა მიშა იძახის, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა? არ დაიჯერო, სააკაშვილი მერე ამ ყველაფერზე კაიფობდა, მიუტანდა მერაბიშვილი, ანახვებდა ახალაიებზე გადაღებულ ფირებს, დატკბებოდა და ამის შემდეგ მიდიოდა დათა ახალაია, რომელიც ახლა მერაბიშვილის კლანზე ჩაურთავდა. გადაღებების სეზონი უფრო იწყებოდა ზაფხულში, როცა დასასვენებლად მიდიოდნენ. ახლა პირველად ვამბობ თქვენი გაზეთის საშუალებით: შინაგან სამქეთა სამინისტროს მივმართავ და ვთხოვ, გადამოწმდეს ყველა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ჩემი ინფორმაციით, ამ სასტუმროებში დღესაც არის დატოვებული სპეციალური აპარატურა, რომლითაც უღებდნენ და ალბათ, მომავალშიც გადაუღებენ ყველას, ახლა ხელისუფლების წევრებს და ვის ინტერესიც აქვთ `ნაიცონალებს~. ეს სიბინძურე მთელ ქვეყანაში დანერგა მიხეილ სააკაშვილმა. ის მერაბიშვილთან, კოდუასთან, ახალაიებთან და სხვებთან კაიფობდა ამ ყევლაფერზე. მეტიც, მან ძალიან კარგად იცის, რომელ თანამდებობის პირებზე არსებობს მასალები!


_ თამაზ, შენ ბათუმის სასტუმროების გადამოწმებას ითხოვ თუ ეს მთელ საქართველოში უნდა გაკეთდეს?


_ ყველა დიდ ქალაქებში... ასევე, მშენებარე სასტუმროებშიც, სადაც შეაგზავნიან ხოლმე თავიანთ მუშებს, რომლებიც ისე ამონტაჟებენ აპარატურას, სანამ შენობა არ დაინგრევა, იქ ამ აპარატურამ უნდა იარსებობს. თუ უნდათ, შექმნან მონიტორინგის ჯგუფი, მეც შემიყვანონ და დავამტკიცებ, რომ ეს ასეა.


_ ვაა... მე მგონი, ეს ძალიან მნიშვენნელოვანი ინფორმაციაა.


_ არ ვიცი, დაინტერესდებიან თუ არა ამით... ახლა არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც გეტყვი: შენ ხომ იცი, რომ მე ვიყავი მთავარ პროკურატურაში? მე იქ მითხრეს, ჩვენ გირგვლიანის საქმეზე მასალებს ვაგროვებთ, ვინ მოდიოდა, რას ამბობდნენ და ასე შემდეგო. მივეცი ორი ადამიანის ტელეფონის ნომერი, რომლებიც საკანში იყვნენ ჩემამდე და უფრო მეტი იცოდნენ. მე გირგვლიანის მკვლელებთან მოსული ვანო მერაბიშვილი არ მინახავს, მაგრამ ერთმა მათგანმა, ვისი ტელეფონის ნომერიც პროკურატურას მივეცი, ნამდვილად ნახა. მე დავინახე, ახალაია როგორ მოვიდა. ეს ორი პიროვნება ადრე იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი და მერე დაიჭირეს. შენ ხომ წარმოგიდგენია, რამდენი მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ? დღემდე არ დაურეკავთ მათთვის. მეტიც, მე ვთხოვე ამ ადამიანებს, ჩვენებები მიეცით-მეთქი... კი, შენი ხათრით მზად ვართ, ყველაფერს გავაკეთებთო. მე პროკურატურას ასევე გავუმხილე იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს ადამიანი დაამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მეთაური არის მიხეილ სააკაშვილი.


_ ვინ არის ეს ადამიანი?


_ ეს არის ყოფილი ჩინოვნიკი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც იცის, როგორ იქნა ლიკვიდირებული ზურაბ ჟვანია და რა სახის მონაწილეობა აქვს მიღებული ამ მკვლელობაში სააკაშვილს. ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოში, უცხოეთშია. ჯერ ვერ დავადგინე, დაკითხეს თუ არა.


_ საინტერესოა, ლევან ვარშალომიძის მთავრობა თუ აკეთებდა მსგავს სიბინძურეებს ადგილზე?


_ კი, როგორ არა? თემურ პატარიძე იყო მაგისი თავი და თავი, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი. ცალკე არსებობდა ლევან ვარშალომიშის კლანი, ცალკე _ პატარიძის კლანი. არ შეიძლება, ეს ადამიანი დღეს დადიოდეს ქუჩაში, ადრე დააპატიმრეს და ისევ გამოუშვა კოტე კუბლაშვილმა. არადა, ის უშუალო მონაწილეა როინ შავაძის მკვლელობაში. მისი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ გენერალ დუმბაძის მკვლელობაში. პატარიძემ უამრავ ადამიანს ბიზნესი წაართვა. შეიძლება, ასეთი ადამიანი იყოს გარეთ?


_ შესაძლებელია, რომ ასეთივე საცავები, აღმოჩნდეს აჭარის ტერიტორიაზე?


_ ბათუმში ჩანაწერები ხდებოდა ძირითადად სასტუმროებში, თბილისიდან რომ ჩამოდიოდნენ, ისევ მაგათი გუნდის წევრები და ჟიმაობდნენ, ყველაფერი გადაღებული აქვთ. ამას აკეთებდა პატარიძის კლანი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენში არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელიც უშუალოდ კურირებს სასტუმროებს. მაგალითად, ჩამოვიდოდა თანამდებობის პირი, სპორტსმენი თუ მომღერალი, ეგრევე დააფიქსირებდნენ, გადაიღებდნენ, შეინახავდნენ, თუ რომელიმე ხელისუფლებისთვის არასასურველ მოძრაობას გააკეთებდა, დაიბარებდნენ და აჩვენებდნენ, თუ წესიერად არ მოიქცევი, გახმაურდებაო. ვიმეორებ, აჭარაში მიდიოდა უფრო მნიშვნელოვანი გადაღებები, რადგან წლების განმავლობაში `ელიტა~ აქ ერთობოდა, აგვისტო იყო სერიოზული ნადირობის თვე. მართალია, ჩანაწერების დიდი ნაწილი ცენტრში მიდიოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქაც არსებობს სამალავები. ამჯერად მომეწონა ირაკლი ღარიბაშვილის ნაბიჯი, დაუძახა უცხოელ დიპლომატებს და ყველაფერი აჩვენა, ამით სააკაშვილს მოუგო. ასევე, გადასამოწმებელია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, დღეს ბევრს რომ ლაპარაკობენ. გასარკვევია, საიდან ფინანსდებოდნენ.


_ სხვათა შორის, ასეთი ჩანწერი პირველად ასლან აბაშიძემ გაუკეთა მიხეილ სააკაშვილს. საინტერესოა, ასლანი სხვებზეც აკეთებდა?


_ ასეთი სტრუქტურა არსებობდა. ეს ინფორმაციები, სანამ ასლანთან ვიყავი, არ მქონდა. როცა დამაპატიმრეს, მერე გავიგე, ჩემთან ისხდნენ ძალოვანი უწყებების ყოფილი წარმომადგენლები, გამგებლები, სამხედრო პოლიციის უფროსები და ასე შემდეგ. 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 ათას ადამიანთან მქონდა საქმე. ასლან აბაშიძის დროს იყო ორი სასტუმრო, სადაც ცხოვრობდნენ ლტოლვილები. ერთადერთი სასტუმრო იყო ბათუმში _ `ინტურისტი~, სადაც სტუმრები შედიოდნენ. კი, იწერდნენ, იღებდნენ, მაგრამ ამას არ ჰქონდა მასობრივი ხასიათი. პრინციპში, ასლან აბაშიძეს ეს არც სჭირდებოდა, რადგან თავის გუნდში პრობლემა არ ჰქონია, ყველა მორჩილი იყო, თუ ვინმე არ მოეწონებოდა, დაუძახებდა და დაახვევინებდა. რაც შეეხება სააკაშვილის გადაღებას, ეს თავად აბაშიძეს არ გაუკეთებია, მასთან მოვიდნენ და უთხრეს, ასეთი რაღაცა გვაქვსო. მიშას უშიშროების სამსახურმა დამოუკიდებლად გადაუღო. იმ პერიოდში სააკაშვილი აბაშიძისთვის არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენდა. ასლანმა უთხრა, დააგდეთ, იყოს, არ გაანადგუროთო. ფირი გადაღებული იყო 2000 წლამდე და გამოაჩინეს მაშინ, როცა სააკაშვილი ასლანს დაუპირისპირდა, 2003-ში. იყო გადაღებული გია ბარამიძეზე, დათო ტყეშელაშვილზე... როგორც ვიცი, ეს ჩანაწერები თბილისიდან ჩამოუტანეს აბაშიზეს, მას ძალიან სერიოზული მასალები ჰქონდა. `ვარდების რევოლუციამდე~ რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა და თქვა: მოვა დრო, ყველანი ინანებთ, ეს ადამიანები ბინძურები და გარყვნილები არიანო. ჩემი ინფორმაციით, მას უნდოდა მასალების გამოქვეყნება, მაგრამ ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, რიჩარდ მაილსმა გააჩერა. თუმცა მან წასვლამდე თავის მაგიდაზე დაუტოვა იმავე მაილსს დოკუმენტები, ვიდეომასალაც, სადაც იყო ასახული სააკაშვილის გუნდის გარყვნილება. ასლანის ოთახში პირველები `ნაციონალები~ შევიდნენ და წაიღეს. მე ვიცი, რომ ამ მასალების ორიგინალები აბაშიძეს აქვს. ალბათ, სჯობდა, მაინც გამოემზეურებინა, მაგრამ შეიძლება აზრიც აღარ ჰქონდა, იმ პროცესს მაინც ვერ შეაჩერებდა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაარწმუნა, მაინც ვერაფერს გახდებიო.


_ შემდგომში ხომ შეიძლებოდა, რომ გამოექვეყნებინა?


მე ისიც ვიცი, სააკაშვილის ხელისუფლებასა და ასლან აბაშიძეს შორის ამის თაობაზე გაიმართა ვაჭრობა და შედეგი იყო ის, რომ მას შეუნარჩუნდა ძირითადი ბიზნესი აჭარაში, შეუნარჩუნდა ნავთობტერმინალი. მას დღესაც აქვს წილი და იღებს ფულს.




(iveroni.com.ge)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016