reportiori.ge - “თქვენი სტატიის შემდეგ მოვიდა დავით ნარმანია და გადმომცა ბინის გასაღები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:04
პრეს-დაიჯესტი
“თქვენი სტატიის შემდეგ მოვიდა დავით ნარმანია და გადმომცა ბინის გასაღები“
ავტორი:
15 იანვარი, 2015. 11:44




მარტოხელა დედას, ნათია ბენიაშვილს უსახლკარო აღარ ქვია. მას თავშესაფარიც აქვს, სამსახურიც და შვილებისთვის სითბოც და საკვებიც . სულ ცოტა ხნის უკან კი, ორ შვილთან ერთად, საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობდა. შვილებისთვის საკვებს მეზობლები უგზავნიდნენ, ზოგჯერაც, წყალში ფქვილს ხსნიდა და ისე აპურებდა. მისი მდგომარეობის შესახებ , სოციალური მუშაკისგან შევიტყვეთ და ძალიან მალე, “ფოსტალიონის”რედაქციაში ჟურნალისტებისგან  შეგროვილი პროდუქტებით, მასთან, სახლში მივედით.

10859594_383976685102763_476584206_n

 

მარტოხელა დედის გაჭირვებული ყოფა საკუთარი თვალით ვნახეთ და შემდეგ ეს ყველაფერი წერილში აღვწერეთ, რომელიც ფოტოებთან ერთად, ჩვენი საინფორმაციო სააგენტოს საიტზე განვათავსეთ.

სტატიამ იმხელა გამოხმაურება გამოწვია, ძალიან მალე, სხვა საინფორმაციო საშუალებებიც დაგვიკავშირდნენ და ნათიას მისამართი გვთხოვეს. მედიასაშუალებების მიერ ატეხილმა განგაშმა კი, როგორც ჩანს, სათანადო უწყებები, კონკრეტულად მერია, გამოაფხიზლა და მათ ნათიას საახალწლო, მართლაც საოცნებო საჩუქარი გაუკეთეს _ კომფორტული ბინა უქირავეს და მარტოხელა დედა, კიდევაც დაასაქმეს.

10885069_422506714570363_3542992883672456289_n

.
„ფოსტალიონმა“ ნათიას  სამსახურში გასვლა აცადა და ახალ ბინაში, ამ ყველაფრის მისალოცად მიაკითხა.

ნათია ბენიაშვილი:
_ საახალწლოდ ჩემი ცხოვრება ყველანაირად  შეიცვალა. ამას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით, ახლაც მირეკავენ, მკითხულობენ. მოკლედ, ჩემს პირად ტელეფონზე ზარები არ წყდება. ზოგი მე და ჩემს შვილებს დღემდე გვემეხმარება.
ძალიან დიდი დახმარება გამიწია თბილისის მერიამ. წინათ არაერთხელ მივმართე გამგეობას, რომ გამონაკლისი დაეშვათ და ჩვენთვის თავშესაფარი მოეცათ, მაგრამ უარს ვღებულობდი. თქვენი სტატიის შემდეგ მივიდა მათ ყურამდე ჩემი ამბავი. მანამდე იმასაც კი ვერ მივაღწიე, რომ მერი საქმის კურსში ჩამეყენებინა. “ფოსტალიონის” სტატიის შემდეგ მომცეს ის საცხოვრებელი ფართი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ოროთახიანი ბინა.
თბილისის მერი, დავით ნარმანია პირადად მოვიდა ჩემთან და გადმომცა სახლის გასაღები. მითხრა, იქამდე დარჩით, სანამ ეს საჭირო იქნებაო. დახმარებას დამპირდა ნაძალადევის გამგებელი, ზაზა გაბუნიაც. მითხრეს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსს არ შემიჩერებენ და ფინანსურ დახმარებას ისევე ავიღებ, როგორც აქამდე ვიღებდი.

10881529_422506527903715_7949500157060298950_n

ძალიან დამეხმარა სოც მუშაკი, ბატონი გია, რომლის გვარიც სამწუხაროდ არ ვიცი. ამ ადამიანმა შეაფასა ჩვენი ქულა და ძალიან ინერვიულა, როდესაც ჩვენი ცხოვრების პირობები ნახა. ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი როგორ გახმაურდებოდა ჩემი გაუსაძლისი ყოფა და როგორ გადავრჩებოდით. მინდა ბატონ გიას დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი სააგენტოს საშუალებით. სოცაგენტებად სწორედ ბატონი გიასნაირი ადამიანები უნდა მუშაობდნენ _ კეთილი და ობიექტურები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს რედაქციას, ქალბატონ ნუცა დუჩიძეს და ნელი ვარდიაშვილს. სურვილი მაქვს მათ პირადად შევხვდე და გადავცე ჩემი უსაზღვრო მადლიერება.

1512855_324543121080637_2716746355736577156_n

.

მერია სამსახურის შოვნაშიც დამეხმარა. ახლა დასუფთავების ცხელი ხაზის თანამშრომელი ვარ. უკვე გავედი სამსახურში და ჩემი გაუსაძლისი ყოფაც, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა. ანაზღაურება 500 ლარი მაქვს. ბატონი ნარმანიას გამოხმაურებამ, დიდ ემოციაში ჩამაგდო. არ ველოდი მისგან ამხელა პატივსცემას, რადგან ბევრჯერ დავწერე მერის სახელზე განცხადება, მასთან შეხვედრაც მოვითხოვე, მაგრამ ეს არ ხერხდებოდა. მიზეზს ხან რას მეუბნებოდნენ და ხანაც რას. ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით. მეშინოდა სიცივის, შიმშილის. რა გამეკეთებინა უკვე აღარ ვიცოდი. ახლა ყოველმხრივ კარგად ვარ. მოქალაქეებმა გვაჩუქეს საწოლი და გამათბობელი. ყველას მადლობას ვუხდი. მე და ჩემი შვილები, კეთილი ადამიანების დახმარებით, უიმედო მდგომარეობაში აღარ ვართ. თქვენი საგენტოს ყურადღება რომ არა, ალბათ ისევ იმ გაუსაძლის მდგომარეობაში მომიწევდა ყოფნა. მინდა ყველა ემიგრანტს გადავუხადო მადლობა გულისხმიერებისათვის და გვერდში დგომისთვის. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და სამადლობელი სიტყვა არ ვუთხრა.

.

10924793_324551244413158_139705658789599560_n

.

ჩემი შვილი, რომელიც ავად იყო, უკეთესად გრძნობს თავს. ექიმთან მივიყვანეთ .ფინანსურად, ორგანიზაცია „სავალიმო“ დაგვეხმარა. 13 იანვარს კიდევ უნდა მივიდეთ გამოკლევებზე. კეთილმა ხალხმა, „ლიბერთი ბანკშიც“ მომიგვარა ის პრობლემა, რაც წლების განმავლობაში მქონდა.
შვილებმა რომ დამინახეს ბედნიერი სახით, ძალიან გაუხარდათ. თავადაც ბედნიერები არიან ახალ ბინაში რომ ვართ. უფროს შვილს, მერიამ კომპიუტერი უყიდა. პირველი სამუშაო დღე ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. უფროსი და თანამშრომლები არაჩვეულებრივად მექცევიან. ასე, რომ ბედნიერი ახალი წელი ჩემთვისაც გათენდა.

.

10836235_383976441769454_2117977988_n

 

 

10841270_383976701769428_976310040_n

 

 

10846978_383976465102785_1274753944_n

 

.

10685102_383976775102754_1037820728_n

 

(წყარო: postalioni.com, ვანო კვარაცხელია)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016