reportiori.ge - „კვირის პალიტრა“: "რესპუბლიკლებს" მიგვითითეს, იქნებ, კოალიციიდან წახვიდეთო" - რა ხდება კოალიციაში და ვინ ცდილობდა უსუფაშვილის გადაბირებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:45
პრეს-დაიჯესტი
„კვირის პალიტრა“: "რესპუბლიკლებს" მიგვითითეს, იქნებ, კოალიციიდან წახვიდეთო" - რა ხდება კოალიციაში და ვინ ცდილობდა უსუფაშვილის გადაბირებას
ავტორი:
15 იანვარი, 2015. 13:51


"არ გვაქვს იმ დონის გავლენა, რომ ჩხენკელებისა და ჯანყარაშვილის გათავისუფლება გადაგვეწყვიტა, მაგრამ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს პრობლემა დაინახა და გადაწყვიტა

 



"
შესაძლოა, თავდაპირველად მართლაც ჰქონდათ ილუზია, რომ დავით უსუფაშვილს "რესპუბლიკურ პარტიას"დაატოვებინებდნენ, მაგრამ ეს ილუზია უკვე გაქარწყლებულია."

 



ფული, პოლიტიკური ამბიცია თუ ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ტვირთი - ბოლო ხანს რატომ აკრიტიკებს "რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებას"ასე მწარედ და ვინ ითხოვს კოალიციიდან მათ გასვლას? - ამას "კვირის პალიტრასთან" "რესპუბლიკელილევან ბერძენიშვილი განმარტავს

 


-
რამდენიმე თვის წინ, სანამ "რესპუბლიკური პარტია"კოალიციის თანამშრომლობის ფორმატის შესახებ ღია წერილს გამოაქვეყნებდა, დიდი ხნით ადრე საქმის კურსში "ქართული ოცნების"ლიდერები ჩავაყენეთკოალიცია ერთპარტიული სისტემა არ არის, რომ მასში შემავალი თითოეული პარტია ერთ აზრზე ჩამოყალიბდეს. შესაძლოა, "რესპუბლიკელები"დღეს უფრო მკვეთრად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, მაგრამ კოალიციის დანარჩენ წევრებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრებები. მათ შორის, "ფორუმელებს", "კონსერვატორებს"და .ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. ვიმეორებ, კოალიცია სწორედ ასეთ თანამშრომლობას ითვალისწინებს

 



- ამას მმართველობის ორი წლის თავზე რატომ მიხვდით? ლოგიკური იქნებოდა, კოალიციაში კრიტუკულები თავიდანვე ყოფილიყავით

 


-
აქამდე ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო მოსაგვარებელი. ჯერ კოაბიტაციის რეჟიმში ვიყავით, ივნისში კი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოგვეწერა. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კრიტიკა არ შეიძლება. ამიტომ ვერიდებოდით საჯარო კრიტიკას, თორემ კოალიციაში სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული პოზიცია მანამდეც გვქონდა. დღეს ამის აუცილებლობა არ დგას.

- და მაინც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოალიციაში ფინანსები ვერ გაიყავით.
-
ეს შეკითხვა ბევრმა დამისვა, მაგრამ არ ვიცი, რა ფულზე საუბრობთ, სად არის ეს ფული, რომ ავიღოთდედას გეფიცები, მამას გეფიცები, ცოლსა და შვილს გეფიცები, ფულის განაწილებაზე საუბარი არასოდეს ყოფილა. ამაზე მეტი რა გითხრათ? არანაირ უკანონო ფულზე ლაპარაკი არ ყოფილა. "რესპუბლიკური პარტია"და ფული ერთმანეთთან შორსაა.

 

 


- რატომ, სახელმწიფოსგან ერთი მილიონი ხომ აიღეთ

 


-
თუ პარტიამ კანონიერი ფინანსები მიიღო, ეს სხვა საკითხია. ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - კოალიცია ერთპარტიული სტრუქტურა არ უნდა იყოს.გუნდურობა ბრბოს ნაწილად ყოფნას არ ნიშნავსმაგალითად, როცა პარლამენტში განსახილველად რაღაც კანონპროექტი შემოდის, მას განხილვების დაწყებამდე უნდა ვეცნობოდეთბავშვი არ ვარ და ისედაც ყველას ესმის, რომ ვიღაცებისთვის კოალიციიდან "რესპუბლიკური პარტიის"წასვლა, დიდი სიკეთეა. "რესპუბლიკელებს" მიგვითითეს კიდეც, იქნებ, კოალიციდან წახვიდეთო, მაგრამ კოალიციის დასატოვებლად სხვისი მითითება არ გვჭირდება. ამაზე ჩვენი პასუხია - თვითონ წავიდნენ

 

 

- ვინ მიგითითათ?

 


-
კონკრეტული ადამიანის დასახელება რომ მინდოდეს, დიდი ხნის წინ დავასახელებდი. დღეს კოალიცია გუშინდელზე უკეთესია. ბუნებრივია, არ გვაქვს იმ დონის გავლენა, რომ ჩხენკელებისა და ჯანყარაშვილის გათავისუფლება გადაგვეწყვიტა, მაგრამ როგორც ჩანს, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს პრობლემა დაინახა

 

 

- ანუ ბიძინა ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის"კრიტიკა გაითვალისწინა?

 


-
ადამიანმა დაინახა პრობლემა და ის გადაწყვიტაგარკვეული პერიოდი კოალიციაში არსებობდა იდეა - ყველაფერს ჩვენ - "კაი ბიჭები"გადავწყვეტთ და არა თქვენ, პარტიებიო

 

 

- ძმები ჩხენკელები და ჯანყარაშვილი ირაკლი ღარიბაშივლის გუნდად მოიაზრება, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის იდეას ეწინააღმდეგებოდით?

 


ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ მისასალმებელია, რომ პრემიერი ამ შემთხვევაში არ გაჯიუტებულა. ეს პრობლემა მანაც ადეკვატურად მიიღო

 

 

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების"გასაძლიერებლად ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილს "რესპუბლიკური პარტიის"დატოვებას თხოვს.

 


-
მიუხედავად იმისა, რომ მე "რესპუბლიკური პარტიის"დამფუძნებელი ყრილობის წევრი ვარ, დავით უსუფაშვილი ჩემზე დიდი "რესპუბლიკელია". წარმოგიდგენიათ, უსუფაშვილი "რეალიდან"ქუთაისის ტორპედოში გადავიდეს. რომელიმე ევროპული პარტია მაინც ეთქვათ

 

 

- "ქართული ოცნება"ევროპული პარტია არ არის

 


პარტია "ქართული ოცნება"დღეს ჩამოყალიბების პროცესშია. ევროპულ პარტიამდე კი დიდი გზის გავლა მოუწევს. ეს შორეული პერსპექტივაა. დავით უსუფაშვილი სხვა ყაიდის პოლიტიკოსია. შესაძლოა, თავდაპირველად მართლაც ჰქონდათ ილუზია, რომ დავით უსუფაშვილს "რესპუბლიკურ პარტიას"დაატოვებინებდნენ, მაგრამ ეს ილუზია უკვე გაქარწყლებულია

 

 

 



(ეწყარო: კვირისპალიტრა, რუსუდან შელია)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016