reportiori.ge - მილიარდერების „რაზბორკა“ და „როსნეფტით“ დაინტერესებული კალაძე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:42
პრეს-დაიჯესტი
მილიარდერების „რაზბორკა“ და „როსნეფტით“ დაინტერესებული კალაძე!
ავტორი:
15 იანვარი, 2015. 14:23



„ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, დავით იაკობაშვილს თავის დროზე მიცემული გარანტიები აღარ შეუსრულეს, რასაც მოყვა მილიარდერთა წრეში სერიოზული საქმიანი „რაზბორკა" და ბიძინა ივანიშვილი ფრიად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ის პერიოდია, როცა ივანიშვილის კარზე ხუხაშვილის გავლენები ნულის ტოლია და ეკონომიკურ თამაშში შემოდიან ყოფილი პრემიერის ნათესავები უჩა მამაცაშვილი და შმაგი კაპანაძე. პარალელურად, ეკონომიკურ ფლანგზე, მეორე ბანაკი ჩნდება - მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი. ივანიშვილის ნათესავები ე.წ. კახელების ფრთას ხელს არ უშლიან, ისინი მშვიდად ელოდებიან, როდის შეტოპავს და სადამდე მივა ზვიად ჯანყარაშვილის მადა.


რაც შეეხება დავით იაკობაშვილს, მისთვის მილიარდერების „რაზბორკის" შემდეგ სიტუაცია არ უმჯობესდება, ის იძულებული ხდება, საჯარო განცხადება გააკეთოს. 2014 წლის ივნისში ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ინტერვიუს აძლევს ჟურნალ „ორბსს". ის საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება გართულდა და ბიუჯეტი ზარალდება:


„ყველა ჩემი ქართული კომპანია საკმაოდ მომგებიანია, მაგრამ საქართველოში ბიზნესის კეთება რთულდება, - ამბობდა იაკობაშვილი „Forbes Russia"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, - ახლა ჩადებულ ინვესტიციაზე 20 %-იან მოგებას ვნახულობ, მხოლოდ „Petrocas Energy Group"-ის გადახდილმა გადასახადებმა ბიუჯეტში 60 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენი კომპანიის რესურსებიდან გამომდინარე, ამ თანხის გაორმაგება იყო შესაძლებელი", - დასძენს იგი. იაკობაშვილმა ბიზნესისათვის ხელის შემშლელ ფაქტორებად ამავე ინტერვიუში ბიზნესპროცესებში ჩარევა დაასახელა: „საქართველოში ბიზნესის წარმოების ყველასთვის ერთი და იგივე წესები არ მოქმედებს, ბიზნესპროცესებში გარეშე ძალები ერევიან და ეს საკმაოდ საგრძნობია. საწყენია, რომ საღი აზრისა და თამაშის წესების არარსებობის გამო არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად ზარალდება", - განახადა ინტერვიუში დავით იაკობაშვილმა.


ბიზნესმენის ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლება დუმილით შეხვდა. მოქმედი პრემიერის ცოლის ნათესავები გადაზიდვების მონპოლიით იყვნენ დაკავებულები, ყოფილი პრემიერის საყვარელი დეიდაშვილი აფხაზეთის რკინიგზის თემაზე შეხვედრებს მართავდა მოსკოვში. „ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, აფხაზეთის რკინიგზის ირგვლივ ამ დროისთვის ყველა მოლაპარაკება შეჩერებულია და ეს თეთრი სახლის აქტიური ჩარევის შემდეგ მოხდა.


ამავე წყაროს ინფორმაციით, დავით იაკობაშვილის საჯარო ინტერვიუს შემდეგ საქართველოში არც ბიზნესგარემო შეცვლილა და არც თამაშის წესები. სწორედ ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება კომპანიაში 49 %-იანი წილის გაყიდვის თაობაზე. იაკობაშვილმა კალაძეს შემოუთვალა კიდეც, - აქციების 49 %-ს ვყიდი და იქნებ, თქვენ იყიდოთო. იაკობაშვილთან შეხვედრას თავი აარიდა ყოფილმა პრემიერმა, ხოლო მოქმედმა ვიცე-პრემიერმა შეთავაზებას დუმილით უპასუხა. კახი კალაძის დუმილის შემდეგ,ხელისუფლების თანხმობით, „Petrocas Energy Group"-ის აქციების 49 % „როსნეფტმა" შეიძინა. რატომ ხელისუფლების თანხმობით? „ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ნათესავები მთელი შემოდგომის განმავლობაში ცდილობდნენ „როსნეფტის" ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ არსებობს გურული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც კახი  კალაძეს თავის დროზე ზურაბ ნოღაიდელთან ერთად „ენერგო პროში"  სიტუაციის დალაგებაში დაეხმარა. ახლაც სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე შუამავლის ფუნქცია „როსნეფტის" ხელმძღვანელობასთან. „ქრონიკა+"-ის წყარო ამ ეტაპზე გურული შუამავლის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა დასძენს, რომ კახი კალაძე გურულ ბიზნესმენზე „პროგრესბანკის" დირექტორმა ილია კეჭაყმაძემ გაიყვანა. გადამწყვეტი შეხვედრა ყაზახეთში ნოემბრის დასაწყისში გაიმართა. შეხვედრაში ენერგეტიკის მინისტრი პირადად მონაწილეობდა, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ დავით იაკობაშვილის კომპანიის აქციათა 49 %- სწორედ „როსნეფტი" შეიძენდა. ქართული მხარის ინტერესები „როსნეფტში" მოგვარდა თუ ამისთვის ცალკე შვილობილი კომპანია შეიქმნება, ამ ეტაპზე „ქრონიკა+"-ის წყარო ამას არ აკონკრეტებს.




(წყარო: გაზეთი „ქრონიკა+")


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016