reportiori.ge - ვინ გააქრო გიორგი სააკაძის ხმალი მუზეუმიდან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:56
პრეს-დაიჯესტი
ვინ გააქრო გიორგი სააკაძის ხმალი მუზეუმიდან?
ავტორი:
13 იანვარი, 2015. 16:16


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „ფეისბუქში" გამაფრთხილებელი აქციის შესახებ წერს. მისი თქმით აქცია, 14 იანვარს, 16:00 საათზე, პროკურატურის წინ გაიმართება და მასზე საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში არსებული ვითარების გამოძიების მოთხოვნის საკითხი დადგება.


ინაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული სტკივა საქართველოს ეროვნულ საგანძურზე, მოუწოდებს, რომ აქციას შეუერთდნენ. ხვალვე აქციის წევრები მთავარი პროკურორის სახელზე შეიტანენ განცხადებას და ვრცელ დოკუმენტურ (აუდიო-ვიდეო) მასალას.


რა ექსპონატები დაიკარგა საქართველოს მუზეუმებიდან? როდის დაიკარგა და რატომ არ აქვეყნებს პროკურატურა გამოძიების შედეგებს?


,,ალიას" ირმა ინაშვილი ესაუბრა.


- ქალბატონო ირმა, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ მუზეუმებიდან და საცავებიდან დაკარგული საგანძურის შესახებ?


-  წლების მანძილზე „ობიექტივის" ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, თუ რა ხდებოდა და ხდება საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში. ამასთანავე, საგანგაშო ინფორმაციას ვიღებდით თვითონ საქართველოს სხვადასხვა მუზეუმების თანამშრომლებისგან, რომლებიც პირად საუბრებში და ზოგიერთი საჯარო გამოსვლებისას ადასტურებენ, რომ მუზეუმებში სავალალო მდგომარეობაა შექმნილი. მოგეხსენებათ, რომ 2004 წელს გატარდა ე.წ. სამუზეუმო რეფორმა და საქართველოს ყველა მუზეუმი გაერთიანდა ერთი, ეროვნული მუზეუმის ფარგლებში. ამან გამოიწვია შტატების შემცირება, მუზეუმები დაცვისა და თანამშრომლების გარეშე დარჩა. გაიძარცვა არა ერთი არქეოლოგიური ექსპედიცია, მუზეუმი, დაიკარგა უნიკალური ნივთები, ჩვენი კულტურული მეკვიდრეობა და რა? ვინაა პასუხისმგებელი? რამდენიმე თვის წინ გაიძარცვა მილახვრიანთკარის მუზეუმი, დუშეთში, გაიხნა დანაშაულიო და ნივთებიც დავაბრუნეთო, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ბევრი ნივთი არაა დაბრუნებული, დაკარგულია.


- რა დონის საგანძურია დაკარგული? რომელიმეს ეროვნული მნიშვნელობა ხომ არ აქვს?

 

- ყოველ ნივთს, რომელიც მუზეუმში ინახება ეროვნული მნიშვნელობა აქვს და ყველა ფასეულია ჩვენთვის, ამიტომ ოქროს ფონდიდან დაიკარგება ნივთი, თუ რომელიმე რეგიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმუდან, ორივე დანაკარგია. ჩვენი ოქროს ფონდის, ეროვნული საგანძურის ინვენტარიზაცია წლების მანძილზე არ ჩატარებულა. არავინ იცის, იმ ნივთებიდან, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა შემოგვინახა, რა დარჩა და რა - გაქრა. ჩვენ ოქროს ფონდის და სხვა საცავების შემოწმებას ვითხოვთ. ასევე, ვითხოვთ მედიისთვის გაიხსნას ეს საცავები, რათა საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახოს, რა ვითარებაში ინახება ეს ნივთები, როგორაა დაცული შენახვის პირობები, რა ნივთებია, საერთოდ, დარჩენილი.


- როდის დაიკარგა ექსპონატები?


- 2012 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გამოძიება, მუზეუმებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა „გარკვეული დანაშაულის ნიშნები". საქმე პროკურატურას გადაეგზავნა. როცა ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, გვიპასუხეს (2013 წლის გაზაფხულზე), რომ დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე და რა? სადაა შედეგები? როგორ დასრულდა ეს გამოძიება? ან შეიძლება, რომ გამოძიება ამდენი ხნის მანძილზე გრძელდებოდეს? ამიტომ ვმართავთ აქციას სწორედ პროკურატურის წინ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. დაიკითხოს დავით ლორთქიფანიძე.


- აღწერას რატომ არ აკეთებდნენ?


- აღწერას, ჩემი აზრით, იმიტომ არ აკეთებენ, რომ არა ერთი ნივთია გამქრალი. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმში ინახებოდა გიორგი სააკაძის ხმალი. არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტო და სხვა საინფორმაციო მასალაც. დღეს ეს ხმალი მუზეუმიდან გამქრალია. საჯარო ინფორმაციის თანახმად, ხმალი მუზეუმში არასდროს ყოფილა. როგორ არ ყოფილა, როცა მუზეუმში გადაღებული ფოტო არსებობს?! სად გაქრა ეს ხმალი? როგორ გაქრა? საქმე რატომ არ აღძარი, როცა იცოდი, რომ ნივთი დაიკარგა?


- ვისი ინტერესები იკვეთება?


- აუდიტის კვლევიდან პირდაპირ იკვეთება დავით ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენთან სხვადასხვა მუზეუმების თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ დავით ლორთქიფანიძეს უნიკალური ნივთები ერთი მუზეუმიდან მეორეში ისე გადააქვს, რომ არც მცველებს ეკითხება რამეს და არც სხვა პასუხისმგებელ პირებს. ის ეროვნულ საგანძურს ერთპიროვნულად განაგებს. როგორც ამბობენ (და გამოძიება ამიტომაც უნდა დაიწყოს), სწორედ დავით ლორთქიფანიძის „საქმიანობას" უკავშირდება მუზეუმებიდან უნიკალური ნივთების გაქრობის სავალალო ფაქტი. და არა ერთი ფაქტი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან არსებობს ამდენი კითხვა და ბრალდება და უნდა გავიგოთ, რა ხდება საქართველოს მუზეუმებში და რა მდგომარეობაშია ჩვენი საგანძური. დავით ლორთქიფანიძე დღეს ხელისუფლების პირველ პირებთან მეგობრობით სარგებლობს, მას ძველ ხელისუფლებასთან მეგობრობაც არ უჭირდა, მაგრამ მინდა ვუთხრა: ეროვნული საგანძურის განადგურებას ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს. სულ არ მაინტერესებს, ვინ ვისი მეგობარია და ძმაკაცია.


ეს გამაფრთხილებელი აქციაა. პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოვითხოვთ. ასევე, მოვიუთხოვთ საქართველოს მთავარი პროკურორი შეხვდეს საზოგადოებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც საგანძურის დაცვის მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ წერილობით მიმართვას შევიტანთ პროკურატურაში და ასევე, გადავცემთ აუდიო, ფოტო და ვიდეომასალას. დიდი იმედი არა მაქვს, რომ გამოძიება ხვალვე დაიწყება, მაგრამ პროკურატურის თანამშრომლებსაც უნდა ესმოდეთ: არსებობს პრიორიტეტული საქმეები. თუ გამოძიებას წლობით გააგრძელებ, ამით საგანძურს მხოლოდ ავნებ. მით უმეტეს, რომ არსებობს ინფორმაცია საფრთხეზე და ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ ამაზე.


„ალია" დაინტერესდა, რა ეტაპზეა აუდიტის სამსახურის მიერ გადაცემული საქმის გამოძიება. პროკურატურის პრესცენტრის წარმომადგენლის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით: „იმის გამო, რომ გვიანია, კანცელარიაში ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება".

 



ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016