reportiori.ge - ძმები ასკანელების მორიგი საჩუქარი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:23
საზოგადოება
ძმები ასკანელების მორიგი საჩუქარი!
15 იანვარი, 2015. 20:34




„საამაყო რამდენიც არ უნდა გქონდეს, მთავარი ხალხის ყურადღება და სიყვარულია" - უდავო ჭეშმარიტებაა, საკამათოც არაფერია, მაგრამ იოლი ამ სიტყვების თქმაა, ხალხის სიყვარულის მოპოვებას კი ზღვა ოფლი და შრომა სჭირდება, საქმის სიყვარული და თავდადება, გნებავთ - თავგანწირვაც...


ზემოთ ნათქვამი სიტყვები კომპანია „ასკანელი ძმების" პრეზიდენტ, გოჩა ჩხაიძეს ეკუთვნის და კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის გამოშვებულ სასაჩუქრე კალენდარში ამოვიკითხე. აქ ბევრი სხვაც არის საინტერესო და გამოსარჩევი, მაგრამ ეს უნდა ნახოთ, წაიკითხოთ და მოისმინოთ, რადგან კალენდარს ახლავს დისკი, სადაც „ქართული ხმების", ტრიო „სიმის", ნანი ბრეგვაძის,  ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის სიმღერებთან ერთად, საქართველოსა და ყველაფერ ქართულზე შეყვარებული ასკანელების ოჯახის წევრებიც მღერიან; აქვეა, ჩემი აზრით, უნიკალური სიმღერა, რომელსაც ლეგენდარული ადამიანები: ზაურ ბოლქვაძე, გოგი დოლიძე, გურამ თამაზაშვილი და დათო გოგიაშვილი ასრულებენ.


სულ მალე რეპორტიორი" უფრო დაწვრილებით გესაუბრებათ ასკანელი ძმების ოჯახის ტრადიციებზე, საქმის, ქვეყნისა და ადამიანების სიყვარულზე; დღეს კი გთავაზობთ კომპანია „ასკანელი ძმების"გამოცემულ სასაჩუქრე საახალწლო კალენდრისა და დისკის ფოტოებს და ამ მცირე წერილს ისევ გოჩა ჩხაიძის სიტყვებით დავასრულებ: „ოდესღაც ქართველებმა მთელ მსოფლიოს აჩუქეს ღვინო, რომელიც ჩვენში ასოცირდება სიმღერასთან, მეგობრებთან, ტრადიციებთან, ოჯახთან და ამიტომ... მთელი მსოფლიო მიყვარს!!!"


 

 






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016