„ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაპირები სამართლიანობის აღდგენა იყო. საარჩევნო დაპირებაზე ზრუნვა ხელისუფლებამ ორწლიანი ლოდინის შემდეგ დაიწყო. ყოფილი ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონების დაბრუნების საკითხზე პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება, ხოლო კონკრეტული გეგმა, როგორ მოხდება ქონების კომპენსირება დაზარალებულებს თებერვლამდე წარედგინება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროკურატურამ დაასრულა ყველა საჩივრის შესწავლა, რომელიც უწყებაში ორი წლის განმავლობაში ოფიციალურად შევიდა.
მისი თქმით, საქმე ეხება უკანონო ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე ათასობით იმ რეპრესირებულ ადამიანს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლი არაადამიანური მოპყრობის და წამების.
for.ge-სთან საუბრისას ყოფილი გენერალური პროკურორი, გია მეფარიშვილი აცხადებს, რომ ძალიან დიდი დრო არის გასული, ორი წელიწადი სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
_ბატონო გია, როგორ ფიქრობთ დაგვიანებული არაა ხელისუფლების გადაწყვეტილება,რომლის მიხედვით ყოფილი ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებისდაბრუნების საკითხზე პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება...
- პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მზადდება საკითხი რომელიც ეხება სამართლიანობის პროცესის დაჩქარებას, საკამოდ ინტერესით შევხვდი და მიმაჩნია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა, ძალიან დიდი დრო არის გასული. ორი წელიწადი სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. თუმცა, აქ სახეზე იყო საგარეო ფაქტორი, ასევე იყო სერიოზული იძულება და ა.შ. ალბათ, ამ გარემოებებმა ამ გადაწყვეეტილების მიღება შესაძლებელი ვერ გახადა. ახლა გადაწყვეტილება უკვე დეკლარირებულია. იანვარ-თებერვალში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც იქნება დეკლარირებული და ამის საფუძველზე დაიწყება ხანგრძლივი, მაგრამ აუცილებელი პროცესი, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია.
დაახლოებით 22 ათასი განცხადებაა შესული როგორც საქართველოს პროკურატურაში, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფებში. საქმე ეხება სხვადასხვა დანაშაულებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2004-2011 წლის განმავლობაში. აქ არის ქონების ჩამორთმევა, წილების გადანაწილება, წილების წართმევა და ა.შ. ამას ემატება კიდევ პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანთა რაოდენობა. ასე რომ, სამუშაო ძალზედ ბევრია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დროა გასული, მაგრამ ძალიან ბევრი რამის გაკეთება ისევ შესაძლებელია.
_ იმ კატეგორიის საქმეებზე, რომლებიც უკვე ხანდაზმულად ითვლება, მათ შორის ჩამორთმეული ქონებების საქმეებზე, არსებობს რაიმე შანსი, რომ საქმის წარმოება დაიწყოს?
- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეებიდან, ალბათ, არაფერი გამოვა, ვინაიდან, სასარჩელოს ხანდაზმულობის ვადები გასულია, მაგრამ ხდება სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის შესაძლებლობა და ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს.
_უზენაესის სასამართლოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგებაქართულ სასამართლო სისტემას...
-ასეთი რამ დაუშვებელია, პირიქით, ორგანულად უნდა ჩაჯდეს ყველაფერი სასამართლო სისტემაში ისე, რომ არც კონსტიტუცია და არც საერთაშორისო სამართალი და არც ის ფუძემდებლური პრინციპები, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებასთან არის დაკავშირებული, არ დაირღვეს და ამის გაკეთება შესაძლებელია.
_რაც შეეხება თვითონ ამ პროცესს და მის ფინანსურ ნაწილს, როგორ ფიქრობ, სახელმწიფომ შეიძლება გასცეს ეს თანხები?
- ასეთი ალბათობა აუცილებლად იქნება. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერ არაა განკარგული. ჩამორთმეული ქონება, რომელთა განკარგვა წინა ხელისუფლებამ ვერ მოასწრო, ისევ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. აქ არის მიწის ნაკვეთები, სხვადსხვა წარმოებები და დაწესებულებები, არის სხვა ისეთი უძრავი ნივთები, რომელთაც დიდი სერიოზული ღირებულებითი მნიშვნელობა გააჩნია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, დიდი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, ინვენტარიზაცია უნდა გაკეთდეს, დეტალურად უნდა შეფასდეს ყველაფერი და შემდეგ კონკრეტულად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.
რა თქმა უნდა, ამის საფუძველი იქნება განცხადება და შედეგ უკვე, განცხადების საფუძველზე, იქნება მიღებული გადაწყვეტილება. თუ საქმე დანაშაულს ეხება და თუ დანაშაული არის სამოხელეო ხასიათის, ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადები ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ წარმოება მათზე განახლდეს და მიიღოს პასუხისმგებლობის ის სახე, რისთვისაც მან წლების განმავლობაში ასეთი შესაძლებლობა დაუშვა.
_რაც შეეხება განაჩენებს, იგივე წართმეულ ქონებებთან დაკავშირებით არსებობსსასამართლო განაჩენები, სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესულიშემაჯამაბელი სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდაუკანონო მსჯავრდებები, უკანონო რეპრესიები და მათ შორის ქონების ჩამორთმევები...
- როგორც ნივთმტკიცებებს ისე ართმევდნენ ადამიანებს ქონებებს, განსაკუთრებით მიწის ნაკვეთებს, ეს ყაჩაღური გზით მიჰქონდა სახელმწიფოს. შემდეგ ამ ქონებას სახელმწიფო ანაწილებდა მასთან დაახლოებულ ბიზნესწრეებზე და ახლა არის გაუგებარი სიტუაცია. ამ გაუგებარმა სიტუაციამ შეიძლება ძალიან დიდი კონფლიქტები გამოიწვიოს, თუ გადაწყვეტის მექანიზმი არ იქნა მოფიქრებული.
_გაუგებარი ალბათ იმ თვალსაზრისით, რომ პიროვნებები ვის სახელზეც გადაფორმდაუკანონოდ წართმეული ქონებები, აცხადებენ რომ ისინი კანონიერი მესაკუთრეები არიან...
- ზუსტად ამაზეა საუბარი. ორი წელიწადი რისთვისაც ჩვენ დავკარგეთ, ამ ხალხმა ეს დრო გამოიყენა და ვინც არამართებულად დაეუფლა წართმეულ ქონებას, გადაყიდეს მეორე და მესამე პირზე და ახლა ისინი გამოდიან როგორც პატიოსანი ადამიანები.
_მაგრამ, მე რომელიც ვარ დაზარალებული, უკანონონოდ წამართვეს ქონება და მესამეპირზე გადაყიდეს, როგორ უნდა დამიბრუნდეს ასეთ შემთხვევაში ჩემი ქონება?
- არის ამის მექანიზმები. პირველ რიგში, ეს უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სპეციალურ გარანტიას იმ პირებისთვის, ვინც უკანონოდ იყო მსჯავრდებული და რეაბილიტაციის საფუძველი არსებობს. თუკი ყველა იქნება რეაბილიტირებული, მათ უფლება აქვთ მიიღონ ის ქონებრივი ანაზღაურება, რომელიც მათი უკანონო დაპატიმრების შედეგად მიიღეს სხვებმა. ეს არის აუცილებლად განსასაზღვრი და ამაზე დასაწყისშივე უნდა შევთანხმდეთ.
რაც შეეხება მეორე მესამე პირებზე გადაყიდვას, ასეთი შემთხვევები ბევრია. ძალიან დიდი ქონება გავიდა ოფშორულ ზონებში. გადაფორმდა დოკუმენტაცია, საგადასახადო აღრიცხვაზე ხალხი ოფშორებზეა დამდგარი. არ მინდა კონკრეტული ობიექტები დავასახელო, ვინაიდან ძალიან დიდია ეს ჩამონათვალი, სპეციალური სია არსებობს. კეთილსინდისიერი მყიდველების შემთხვევაში, დიახ, სახელწიფოს მოუხდება საკუთრი ბიუჯეტიდან აანაზღაუროს თანხები.
რაც შეეხება მეორე საკითხს, როდესაც განაჩენებზეა საუბარი, ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო, ეს განაჩენები უნდა გადაიხედოს კანონით დადგენილი წესით. აქ არაფერი განსაკუთრებული პროცედურა არააა. შესაბამისი ცვლილება არის შესატანი სისხლის სამართლის საპროცესო კანონდებლობაში და ამ ცვლილების შემდეგ უნდა მოხდეს იმ განაჩენების გადახედვა, სადაც ხდება ასეთი საქმეების კონცენტრირება.
_მაგრამ, ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, ისევ იმ მოსამართლეებმა და პროკურორებმა,რომლებმაც დაუშვეს შესაძლებლობა ასეთი ალბათობის განხორციელების?
- პრემიერის განცხადებით, უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული ჯგუფი, ეს მართლაც ერთად-ერთი გამოსავალია. ამ სპეციალიზირებულ დეპარტამენტში უნდა შევიდეს ის ხალხი, ვისაც ხელი არ აქვს დასვრილი და ვის მიმართ არ არსებობს საფუძვლიანი საჩივრები 2004-2011 წლებში განხორციელებულ უკანონობაზე. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ ცოტაა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც დათხოვნილი არიან უწყებიდან და ეს რესურსი შეიძლება იქნას გამოყენებული.
რაც შეეხება სასამართლოს და მოსამართლეებს, ძალიან სერიოზული საკითხებია სასამართლოში გადასაწყვეტი. თუ არ შეიცვალა დღევანდელი სასამართლო ხელმძღვანელობა, ეს საკითხი არ განხორციელდება. მარტის თვეში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება უზენაეს სასამართლოს. ახლმა ხელმძღვანელმა კეთილი უნდა ინებოს და შექმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება იმ მოსამართლეებით, რომლებსაც ამ ათი წლის განმავლობაში უკანონო განაჩენი არ გამოჰქონდათ. ამის შემდეგ შეიძლება ამ საკითხების დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი ვერ გადაწყდება. სამუშაო ძალიან ბევრია. ეს არის თანამედროვე საზოგადოების იურიდიული ვალდებულება.
_რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს პროცესი და როგორ წარმოგიდგენიათ, რა კატეგორიასშეიძლება დაუბრუნდეს წართმეული ქონება? ქონების დაბრუნება მხოლოდ სახოვრებელიფართით ხომ არ შემოიფარგლება? როდესაც ბიზნესს ეხება საქმე, ამ შემთხვევაში როგორმოხდება ქონების დაბრუნება?
- არის პრობლემები, მაგრამ პრობლემები იმისთვის არის, რომ სახელმწიფომ ეს უნდა გადაწყვიტოს. თუკი იქნება კეთილი ნება, ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება. კეთილი ნება სახელმწიფოს მხრიდან უნდა იქნას მხარდაჭერილი. ასეთი პოლიტიკური ნება უკვე დაფიქსირებულია. ახლა სამუშაო ჯგუფმა კეთილი უნდა ინებოს და კონცეფცია უნდა მოამზადოს, რაზეა საუბარი და რასთან დაკავშირებით. თუ იქნება კვალიფიციური მიდგომა, 2-3 წელიწადში შეიძლება საკითხის მოგვარება. როგორც გითხარით უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ამ კუთხით ძალიან ბევრი რამე ექნება გასაკეთებელი. რეაბილიტაციის საქმეების ზღვა იქნება და ამას რეალურად უნდა შეხედოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
(წყარო: for.ge, თამარ ქარჩავა)