reportiori.ge - არგენტინელი მწვრთნელები ქართული ფეხბურთისათვის - ისინი მზად არიან, საქართველოს ნაკრები შემტევ და სანახაობრივ გუნდად ჩამოაყალიბონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:47
პრეს-დაიჯესტი
არგენტინელი მწვრთნელები ქართული ფეხბურთისათვის - ისინი მზად არიან, საქართველოს ნაკრები შემტევ და სანახაობრივ გუნდად ჩამოაყალიბონ
ავტორი:
16 იანვარი, 2015. 18:30



 „არგენტინის სახლი საქართველოში" საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის არგენტინელ მწვრთნელთა პერსონალს წარადგენს. მის თავმჯდომარეს ნიკოლოზ პატარქალიშვილს რამდენიმე სპეციალისტი დაუკავშირდა არგენტინიდან. მათ გამოთქვეს სურვილი დაეკავებინათ „ჯვაროსანთა" მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტი.


საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის რეკომენდაციით განიხილა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა, რომელმაც წინადადებები  ფეხბურთის ფედერაციაში გადაამისამართა.



 ნიკო პატარქალიშვილი: საუბარია მსოფლიოში ცნობილ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებ გუნდებში გამოცდილების მქონე არგენტინელ მწვრთნელებზე, ესენია: ანხელ კაპა, ვისენტე კაიეტანო როდრიგესი, ფერნარდო სინიორინი, ანხელ ფელიქსი და დიეგო კრუსიანი.



ანხელ კაპა 1981-82 წლებში არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის , სესარ ლუის მენოტის დამხმარე მწვრთნელი იყო., მერე მასთან ერთად „ბარსელონში" მუშაობდა. ამ პერიოდში მოიგეს კატალონიელებმა სამეფო თასი, ლიგის თასი და ესპანეთის სუპერ თასი. 1992-94 წლებში მუშაობს „ტენერიფეში", ხორხე ვალდანოსთან ერთად. მთავარი მიღწევა იყო ის, რომ მწვრთნელთა ამ დუეტმა გუნდი გაიყვანა უეფას თასზე, რაც მაშინ სენსაციად მოინათლა.შემდეგ წელს კაპა ხორხე ვალდანოსთან ერთად მადრიდის „რეალში" გადადის. ამ დუეტმა ესპანეთის  პრიმერა დივიზიონი მოიგო ;კაპა შემდეგ „რასინგში"  მთავარ მწვრთნელად იწყებს მუშაობას და გუნდი მე-3 ადგილზე გაჰყავს. კაპას 2002 წლიდან პერუს „უნივესიტარიოში"იწვევენ მთავრ მწვრთნელად და ისიც ეროვნულ ჩემპინატს იგებს. 2012 წლამდე მუშაობდა არგენტინისა და აფრიკის კლუბებში.



საინტერესოა მისი განათლებაც -კაპას დამთავრებული აქვს არგენტინის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და ესპანეთის მწვრთნელთა სკოლა. მექსიკის ტელევიზიის მიწვევით გადასცემდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს. ამჟამად,    ანხელ კაპა წერს სტატიებს „მარკა დე ესპანიასთვის", ამასთანავე კითხულობს ლექციებს საფეხბურთო თემებზე მწვრთნელთა განათლების პროგრამით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.


„რეზონანსი" ნიკო პატარქალიშვილს ესაუბრა:


__ რას იტყვით ვისენტე კაიეტანო როდრიგესის შესახებ?


_ როდრიგესიც, 1976-82 წლებში არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მენოტის დამხმარე მწვრთნელი იყო. არის 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი., ორი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.


აღსანიშნავია, რომ მენოტისა და როდრიგესის მწვრთნელობისას არგენტინის ეროვნული (1978) და ახალგაზრდული ნაკრები (1979) გუნდები , პირველად ხდებიან მსოფლიოს ჩემპიონები. არგენტინული ფეხბურთის აღმასვლაც სწორედ ამ პერიოდიდან ხდება. შესაბამისად როდრიგესი მსოფლიო საფეხბურთო წრეების ყურადღების ცენტრში ხვდება, როგორც მენოტის თანამოაზრე და მისი მარჯვენა ხელი.



            1991-93 წლებში როდრიგესი მენოტის დამხმარე მწვრთნელი იყო მექსიკის ეროვნულ ნაკრებში. მათ მოვლეობაშო შედიოდა ნაკრების გაყვანა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რაც წარმატებით შეასრულეს.



            1992 წელს როდრიგესი მიიწვიეს მექსიკის ოლიმპიური ნაკრების მთავარ მწვრთნელად , მის მოვალეობაში შედიოდა , ასევე 17 და 20 წლამდელი ნაკრები გუნდების მომზადება ავსტრალიისა და იაპონიის ტურნირებში მონაწილეობისათვის, რომელიც წარმატებით შეასრულა.



            1991 წელს იყო მექსიკის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2002-ში კი ერთი წლით  მიიწვიეს ჰაიტის ეროვნულ ნაკრებში გუნდის გაძლიერების მიზნით. ამჟამდ, როდრიგესიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფიფა-ს პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობს .



__ სინიორინი?



_ ფერნარდო სიგნორინი ფიზიკური მომზადების სპეციალისტია, მას უმუშავია კლუბებში: „ნაპოლი",  „ბარსელონა" „ბანფილდი"(როდრიგესის ხელმძღვანელობით),"როსარიო სენტრალი" , „სამპდორია" , მექსიკის „ტეკოს დე გვადალახრა"( მენოტის ხელმძღვანელობით)  და სხვა. მუშაობდა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ფიზიკური მომზადების სპეციალისტად, არის ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. დღეისათვის კითხულობს ლექციებს   ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებაზე , მან ცოტ ხნის წინ გამოაქვეყნა მეთოდური წიგნი , რომელიც პოპულარულია საფეხბურთო სპეციალისტებში.



__ რას გვეტყვით დანარჩენი მწვრთნელების შესახებ?



_  დიეგო ანდრეს კრუსიანი წლებში განმავლობაში  იყო როდრიგესის და მენოტის დამხმარე მწვრთნელი. მუშაობდა არგენტინის უმაღლესი ლიგის გუნდ „ინდეპენდიენტეში". ამჟამად, ხელმძღვანელობს ფეხბურთის აკადემიას და ფეხბურთელებს უზრდის „ბოკა ხუნიორს".



            რაც შეეხება ანხელ ფელიქსს, ის ანხელ კაპას გუნდის წევრია დამხმარე მწვრთნელის რანგში. სხვადასხვა დროს მუშაობდა „ბოკა ხუნიორსში", „რივერ პლეიტში" , ესპანურ „ტენერიფეში". მადრიდის „რეალში" , ვალენსიაში"...


 

__  გულშემატკივარს დააინტერესებს რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი   არგენტინელ მწვრთნელებზე?



_  ექსპერიმენტების დრო აღარაა, ამიტომაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ მსოფლიოში ცნობილ კვალიფიციურ მწვრთნელებზე. ჩემ მიერ რეკომენდირებულ სპეციალისტებს დიდი წვლილი მიუძღვით არგენტინისა და ევროპის ფეხბურთის განვითარებაში . საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობენ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც.ისინი მხად არიან , საქართველოს ნაკრები შემტევ და სანახაობრივ გუნდად ჩამოაყალიბონ . რომელიც შესაბამის კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებ გუნდს.



            თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ წლების განმავლობაში „ნაპოლისა" და „ბარსელონაში" , ასევე არენტინის ეროვნულ ნაკრებში , სწორედ სინიორინის ხელმძღვანელობით ემზდებოდა ფიზიკურად ლეგენდარული მარადონა.



__  მოდით გულხდილად ვთქვათ - ნაკრები ფეხბურთელის ფიზიკური მომზადების ადგილი არ არაა.



_ რა თქმა უნდა ,  ეს ნამდვილად ასეა, თუმცა არგენტინელი მწვრთნელები საქართველოში იცხოვრებენ და მათი მეთვალყურეობის   ქვეშ მუდვიად იქნებიან ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ნაკრების კანდიდატები. სწორედ მათთან გეგმავენ ინტენსიურ მუშაობას სამხრეთამერიკელი სპეციალისტები.



            ამასთან, მათი მუშაობის სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ ეროვნული ნაკრებით, ისინი კოორდინაციას გაუწევენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს და,  რაც მთავარია ბავშვთა ფეხბურთს და მწვრთნელთა განათლებას. 



__ არგენტინელების ფინანსური მოთხოვნები როგორია?



_  ეს საკითხი კონფიდენციალურია და სურვილის შემთხვევაში გაასაჯაროვებენ. ისინი  ამ საკითხს მოლაპარაკების დროს ფედერაციის ხელმძღვნელობასთან განიხილავენ.


 

__  ხშირად ამბობენ, რომ ნაკრებისათვის არ არის სათანადო კონტიგენტი, რომელსაც ხელეწიფება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლა.ასეთ დროს ღირს კი უცხოელ მწვრთნელებზე ფულის დახრჯვა?



_ ეს მცდარი მოსაზრებაა. სათანდო კონტიგენტი რომ არ იყოს, ჩვენ მიერ წარდგენილი არგენტინელი მწვრთნელები საქართველოში არ ჩამოვიდოდნენ. ისინი, ყოველთვის ადევნებენ თვალყურს მსოფლიოს ნაკრებების თამაშებს, მათ შორის საქართველოს გუნდსაც. როგორც კი გაიგეს, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო, თვითონ დამიკავშირდნენ როგორც არგენტინის სახლის თავმჯდომარეს საქართველოში და მთხოვეს, მათი მწვრთნელთა კორპუსი წარმედგინა. არგენტინელ მწვრთნელებზე მათზე ფულის დახარჯვა, მათი მსოფლიო ისტორიული მიღწევებიდან გამომდინარე ნამდვილად ღირს იმიტომ, რომ საქართველო ისევ აღიდგენს საფეხბურთო ქვეყნის იმიჯს, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას.



__ რატომ მივიღებთ არგენტინელი მწვრთნელებით უკეთეს შედეგს, ვიდრე ქრთველებით?



_  უპირველესად იმიტომ, რომ არგენტინელების პრიორიტეტია საქმისადმი კომპლექსური მიდგომა . არგენტინელი მწვრთნელთა კორპუსი იმ მისიით მოდის, რომ არა მარტო ეროვნული ნაკრები დააყენოს სათანადო დონეზე, არამედ ფეხბურთის განვითარების (მათ შორის ბავშვთა ფეხბურთის) პროგრამებიც ეფექტურად აამუშაოს, აქვთ ქართველი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაც.




(წყარო: „რეზონანსი", მამუკა ნაცვალაძე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016