reportiori.ge - ვოლიერში გატარებული ბავშვობა – ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ხვედრი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 16:31
სხვადასხვა
ვოლიერში გატარებული ბავშვობა – ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ხვედრი
ავტორი:
17 იანვარი, 2015. 21:07


 

წელს ყველაზე ცნობილ კანადელ ტყუპ დას 80 წელი შეუსრულდებოდა. ხუთი და 1934 წელს დაიბადა ღარიბი ფერმერის ოჯახში და კანადის ხელისუფლებისთვის ნამდვილ ოქროს საბადოდ იქცა. მათი ამბავი თავიდანვე საზოგადოებრიობის საკუთრება გახდა და მუდმივი თემა მედიისთვის, მაგრამ ვერც ფულმა, ვერც დიდებამ ვერ მოუტანა მათ ბედნიერება. ეს ხუთი და ისტორიაში დარჩა, როგორც ყველაზე ცნობილი და იმავდროულად ყველაზე უბედური ტყუპი.


ბავშვები შვიდთვიანები დაიბადნენ. ხუთივე მათგანი 600 გრამს იწონიდა. ექიმი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, დარწმუნებული იყო, რომ ერთ საათსაც ვერ გასტანდნენ, ამიტომ სასწრაფოდ მონათლეს. მაგრამ ეს დები პირველები იყვნენ ხუთი ტყუპის შემთხვევაში, როცა ყველა გადარჩა.

მათი დაბადების საოცარი ამბავი მალე მოედო მთელ კანადას. ღარიბი ფერმერი ოლივ დიონი მანამდე ცოლსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა ონტარიოს ფერმაში, ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის გარეშე. ორსულობის დროს ელზაირ დიონი, ბავშვების დედა, ვარაუდობდა, რომ ტყუპს ელოდა, მაგრამ ამდენ ბავშვს ერთად ნამდვილად არავინ ვარაუდობდა. მან სახლში იმშობიარა და ხუთი გოგონა მოავლინა - ანეტი, მარი, ემილი, ივონი და სესილი. ექიმს ეგონა, დედაც ვერ გაუძლებდა ასეთ რთულ მშობიარობას, მაგრამ ორ დღეში ქალიც მოკეთდა და ბავშვებიც.

პატარები მაშინვე საბანში გაახვიეს, კალათაში ჩასვეს და ღუმელთან მიიყვანეს გასათბობად. დედას რძე არ ჰქონდა, ამიტომ ყოველ ორ საათში წყლის, სიმინდის სიროფის, ძროხის რძისა და რამდენიმე წვეთი რომის ნაზავს აძლევდნენ.

როცა ბავშვები 6 თვისანი გახდნენ, მამამ გადაწყვიტა, რომ ამ საოცრების შესახებ სამყაროსთვის უნდა ემცნო და ჩიკაგოში მსოფლიო გამოფენაზე მათი წაყვანა დაგეგმა. როცა ეს კანადის მთავრობამ შეიტყო, ისიც ჩაერია საქმეში, ორგანიზების პროცესში და შესაბამისად, თავადაც უნდა მოეთბო ხელი ამ ყოველივეთი. გოგონებისთვის საგანგებო პავილიონი მოაწყვეს ათი უშველებელი ფანჯრით და გალერეით, რომ ბავშვები კარგად გამოჩენილიყვნენ.

ამ პავილიონში - ჩვეულებრივ ვოლიერში, გოგონებმა გაატარეს... მთელი რვა წელი! როგორც ზოოპარკის ცხოველებს, ისე ათვალიერებდნენ მნახველები. 1943 წლამდე, სანამ პავილიონში ცხოვრობდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მათი ნახვა 3 მილიონმა ადამიანმა შეძლო. მათი წყალობით ჩიკაგოს გამოფენა ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა და ტურისტების ნაკადს მუდმივად იზიდავდა.

გოგონები მედდების მეთვალყურეობის ქვეშ თამაშობდნენ მოედანზე, რომელიც ბადით იყო შემოსაზღვრული - ამ ბადის უკან მნახველები იდგნენ. იქვე შეიძლებოდა სამახსოვრო სუვენირების ყიდვა, გოგონების ფოტოებით, გამოუშვეს თოჯინების სპეციალური კომპლექტი - ხუთი ეგზემპლარით. ამ „სანახაობით" დიდძალი ფული იშოვეს გოგონების მშობლებმაც, კანადის მთავრობამაც და ჩიკაგოს საგამოფენო დარბაზმაც. არავის აღელვებდა, რომ პატარები სრულიად არაბავშვურ გარემოში, ზოოპარკის ცხოველებივით იზრდებოდნენ, სამყაროსგან იზოლირებულნი. მათ ჰქონდათ ძვირფასი სათამაშოები, მოდური სამოსი, საუკეთესო პედიატრების ზრუნვა, მაგრამ აკლდათ მშობლებთან, და-ძმასთან და თანატოლებთან ურთიერთობის ფუფუნება.


ისინი ბრენდად იქცნენ. ჰოლივუდში მათ რამდენიმე ფილმი მიუძღვნეს. ბავშვთა კვების, სამოსის და სხვა საქონლის მწარმოებლები წარმატებით იყენებდნენ რეკლამისთვის მათ ფოტოებს.

როცა გოგონები 9 წლისანი გახდნენ, კანადის მთავრობამ უშველებელი სახლი გამოყო დიონების ოჯახობის იქ დასაბინავებლად. მაგრამ ეს არც ისე კარგი წამოწყება გამოდგა - გოგონები საერთოდ არ იყვნენ მიჩვეულნი ამგვარ ცხოვრებას. ამდენწლიანი განშორებისა და იზოლირებული ცხოვრების გამო ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობები მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ვერც დანარჩენმა და-ძმამ მიიღო ასე დიდხანს დაკარგული ტყუპი და. მამაც განიცდიდა, რომ ბავშვები ისეთ შემოსავალს ვეღარ აძლევდნენ, ვოლიერში ცხოვრებას მიჩვეული გოგონებიც ვერაფრით მოერგნენ ახალ ცხოვრებას და იტანჯებოდნენ.

ასე გაატარეს 16 წლამდე, მერე კი ინტერნატში გაგზავნეს. იქაც გამოირჩეოდნენ თანატოლებისგან - ჩაკეტილები, მორცხვები, ნორმალურ ურთიერთობებს ვერ აბამდნენ, მხოლოდ ერთმანეთის გარემოცვაში გრძნობდნენ თავს უშუალოდ და თავისუფლად. ადამიანურ ზოოპარკში გატარებულმა ბავშვობამ მთელ მათ ცხოვრებას დაასვა დაღი.

მას მერე, რაც 18 წლისანი გახდნენ, სრულიად გაწყვიტეს კავშირი ოჯახთან, რომელიც ასევე ცდილობდა მათ პოპულარობაზე ხეირს და ფულის შოვნას.

მათი შემდგომი ბედიც ტრაგიკულად განვითარდა. 20 წლის ასაკში გარდაიცვალა ემილი, რომელიც მონასტერში წავიდა და იქ ეპილეფსიური შეტევები აღმოაჩნდა, რასაც შეეწირა კიდეც. მისი დებისთვის ეს ნამდვილი დარტყმა იყო.

მარი 30 წლისა გარდაიცვალა, უიღბლო ქორწინების შემდეგ. სესილმა და ანეტმაც ვერ ჰპოვეს ოჯახური ბედნიერება და მთელი ცხოვრება ერთმანეთს იყვნენ მიჯაჭვულნი, საათობით ლაპარაკებოდნენ ტელეფონით და მხოლოდ ერთმანეთის სიახლოვე ანიჭებდათ სიხარულს.

სესილს ტყუპი გაუჩნდა, თუმცა მალე ერთ-ერთი ტყუპისცალი გარდაიცვალა. სამ წელიწადში ქმარიც დაეღუპა.

ივონი მონასტერში წავიდა, თუმცა იქაც ვერ იპოვა შვება და დარჩენილი ცხოვრება განდეგილად გაატარა.


უკვე ზრდასრულმა დებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და სახელმწიფოსგან 4 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. „თუმცაღა უკვე ძალიან გვიანია და ეს თანხაც მეტისმეტად ცოტაა, ჩვენი დაღუპული ცხოვრებისთვის", - ასეთი კომენტარი გააკეთა მაშინ ერთ-ერთმა დამ.

ხუთი ტყუპიდან ორი დღემდე ცოცხალია და ერთმანეთის სიახლოვითღა იხანგრძლივებს დღეებს.


 

 

 

 

 

 


 


http://mshoblebi.ge/kaleidoskopi/323-voliershi-gatarebuli-bavshvoba--khuthi-tyupi-dis-tragikuli-khvedri.html



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016