სამი ახალი მოზაიკა აღმოაჩინეს ძველ ბერძნულ ქალაქ ზეუგმაში, რომელიც დღევანდელი თრქეთის ტერიტორიაზე, გაზიანტეპის პროვინციაში მდებარეობს. გასაოცარი, კარგად შემონახული მოზაიკა ძვ. წ. მე-2 საუკუნით თარიღდება.
ზეუგმა იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი და აქ უამრავი მასალა აღმოაჩინეს, მათ შორის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში შემონახული 2000-3000 სახლი. არქეოლოგიური გათხრები ზეუგმაში 2007 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.
2000 წლამდე ანტიკური ქალაქი მთლიანად წყალქვეშ იყო მოქცეული, სანამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პროექტი ფულად სახსრებს მოაგროვებდა. ამ უძველეს ქალაქში 80 000 მაცხოვრებელი იყო და მისი ტერიტორიის ნაწილზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, 25 სახლი კი ისევ წყალქვეშაა. ამაღელვებელია იმაზე ფიქრი, თუ რამდენი აღმოჩენა გველის წინ!
წყარო: http://aww.ge/