მსოფლიოში ცნობილი მოდელი ირინა შეიკი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მიატოვა. მოდელმა ფეხბურთელი საკუთარი ტვიტერიდან უკვე წაშალა, რაც კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი გახდა ჟურნალისტებისთვის მათი დაშორების შესახებ.
რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი, ამაზე კომენტარს არც ერთი არ აკეთებს, თუმცა პორტუგალიურმა გამოცემამ ჩორრეიო და Mანჰა გაარკვია, რომ წყვილი ბოლო პერიოდში ხშირად ჩხუბობდა, მაგრამ ბოლო წვეთი გახდა ირინა შეიკის მიერ უარის თქმა კრიშტიანუს დედის დაბადების დღის აღმნიშვნელ წვეულებაზე დასწრებაზე, რომელიც ფეხბურთელის შვილის აღზრდით არის დაკავებული.
კრიშტიანუმ დედას წვეულება სიურპრიზად მოუწყო, თუმცა ირინა შეიკმა არ ისურვა ამ საღამოზე მისვლა და სადედამთილოსთვის დაბადების დღის მილოცვა. მოდელის ასეთმა საქციელმა ისე გააბრაზა ფეხბურთელი, რომ მან თვითონ შესთავაზა დაშორება.
როგორც პორტუგალიურ გამოცემას წყვილთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, შობის დღესასწაული ფეხბურთელმა მოდელთან ერთად დუბაიში გაატარა, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა დღესასწაული უახლოეს ადამიანების გარემოცვაში გაეტარებინა, მათ შორის, რა თქმა უნდა, დედაც და შვილიც იგულისხმებობდნენ. დედის 60 წლის იუბილესადმი გამართული წვეულებით კი ფეხბურთელს უნდოდა ბოდიში მოეხადა დედისთვის და ერთი დღე მაინც გაეტარებინა მასთან ერთად, თუნდაც მის დაბადების დღეზე.
წყარო არ მალავს, რომ ირინას და კრნიშტიანუს დედას არასდროს ჰქონიათ იდეალური ურთიერთობა. ფეხბურთელის დედას მიაჩნდა, რომ მოდელი მისი შვილისთვის არ იყო შესაფერისი და ის ვერც მის შვილიშვილს გაუწევდა სათანადო დედობას.
კრიშტიანუმ ირინას დედისადმი უპატივცემულობა არ აპატია და ახალ წელსაც მის გარეშე შვილთან ერთად შეხვდა. ციურიხში ფეხბურთელი დედასთან და შვილთან ერთად ჩავიდა, სადაც ოქროს ბურთი მიიღო. სამადლობელ სიტყვაშიც დედა და თავისი ბიჭი მოიხსენია, ირინა შეიკზე კი ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
წყარო: http://artinfo.ge/