reportiori.ge - 8 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიყვაროთ ჟურნალისტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 16:30
სხვადასხვა
8 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიყვაროთ ჟურნალისტი
ავტორი:
19 იანვარი, 2015. 10:55



ჟურნალისტმა ქალმა, შიტიკა ანანდმა შეადგინა 8-პუნქტიანი სია, სადაც მოყვანილი აქვს მიზეზები, თუ რატომ არ ღირს, შეიყვარო ჟურნალისტი.


ჟურნალისტი თქვენზე იშოვის ფულს.


რა თქმა უნდა, არა პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ თუ მას მიჰყავს რუბრიკა ურთიერთობები", მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მის ტექსტებში ხშირად მთავარი გმირი სწორედ თქვენ იქნებით. თუმცა, ეს იმის მანიშნებელიც იქნება, რომ მისთვის სულერთი არ ხართ.


დედლაინი სექსზე მნიშვნელოვანია.


ვიღაც ფულს იხდის სტატიებში, ვიღაც კი არ იხდის სექსში. დაუნდობელი სექსი Mშ ჭორდ-თან და ფრაზების ჩამოწერა - ბევრად მომგებიანია, ვიდრე ატლასის თეთრეულზე გაოფლიანება. და თანაც, ვინმემ ხომ უნდა გადაიხადოს ამ ატლასის თეთრეულში?! ასევე, ფრანგული შამპანური პრესკონფერენციაზე - ესაც ხომ არ ჩნდება თავისით?


მას ვერ გააცურებ".


მან ზუსტად იცის, როცა იტყუებით და როცა გულწრფელი ხართ. ის გაწვრთნილია და ზუსტად გრძნობს ყველა ინტონაციას ინტერვიუს დროს, თუნდაც ის სატელეფონო იყოს ან ვირტუალური. ასე რომ, ნურც კი იოცნებებთ, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ერთი სიტყვაც კი არ „ჩაიწერება დიქტოფონზე". მეტიც, თუკი ეს საჭირო გახდება, ამ სიტყვებს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს, თანაც არგუმენტირებულად. და კიდევ - ბევრ ჟურნალისტს, უბრალოდ, ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს.


ის დაიმახსოვრებს თქვენს სიტყვებს.


მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირ ნათქვამს, დაწერილს/მიწერილს თუ ტელეფონით ნათქვამს. ჟურნალისტებს არასოდეს ავიწყდებათ სიტყვები და როცა საჭირო გახდება, აუცილებლად შეგახსენებთ მათ. ის დაპროგრამებულია, რომ ყველა მოვლენა და სიტყვა დაიმახსოვროს. ასე რომ, ყურადღებით იყავით მასთან საუბრისას. და არ დაგავიწყდეთ, რაც უთხარით, თორემ სიტყვების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაც მათი პროფესიული უნარია.


ის - გრამ-ნაცია.


ჟურნალისტი ყოველთვის შეასწორებს თქვენს შეცდომებს. ისევ და ისევ. სნობის გამომეტყველებით. ბევრ ჟურნალისტს გამართული მეტყველება სისხლში აქვს გამჯდარი (ნუ, არც ისე ბევრს! - ავტ.) ასე რომ, მოგიწევთ გამუდმებით აკონტროლოთ თქვენი მეტყველება და წერის დროს - პუნქტუაცია, რადგან ის ჯერ შეცდომას გიპოვით და შემდეგ მიაქცევს ყურადღებას შინაარსს.


ის შეშლილია სოციალურ მედიაზე.


ის დღედაღამ Facebook-ში, twiter-სა და Instagram-ზეა. ეს მისი სამუშაოს ნაწილია. რა თქმა უნდა, იყო "სოცმედიის ექსპერტი", სულაც არ ნიშნავს, სულელივით ათვალიერებდე სხვის ფოტოებს (და ტყუილად არ ეკამათოთ მას ამ თემაზე).



ის პრეტენზიულია რესტორნის არჩევისას.


ჟურნალისტი ხშირად კამათობს, როცა საქმე კაფეში ან რესტორანში წასვლას ეხება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჟურნალისტი მოგზაურობაზე წერს. მას არ მოეწონება, თუ შაურმის საჭმელად ან „მაკდონალდსში" დაპატიჟებთ. თუ პირველი პაემანი ასეთ ადგილებში გაიმართა, მეორე შეგიძლიათ დაივიწყოთ.



მას ყოველთვის სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის.


განუწყვეტელი საუბრები სამსახურზე, კოლეგებთან ურთიერთობა, წყაროების მოძიება - ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. ამიტომაც მას ხშირად განმარტოების სურვილი უჩნდება. როცა ჟურნალისტი ხანგრძლივი სამუშაო პროცესისგან ბრუნდება, მისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა. ეს არის ის დრო, როცა ჟურნალისტი ძალებს იკრებს ახალი იდეებისთვის და ამ დროს ვერავინ და ვერაფერი შეუცვლის მას.




წყარო:  ici.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016