„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის ხელში ჩასაგრდებად ნაციონალებმა, რესპუბლიკელებმა, ირაკლი ალასანიამ და გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივი სპეცოპერაცია წამოიწყეს და მათთვის სასურველი „არასამთავრობოები" დაქოქეს! მჟავანაძე დარწმუნებულია, რომ 2015 წელი ნაცების, რესპუბლიკელებისა და ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური დაქორწინებისა და ჩახუტების წელი იქნება!
- რატომ არ მიიწვიეს თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე და, საერთოდ, ვინ შეადგინა ავლაბრის რეზიდენციაში მისაწვევთა სია?
- ჩემი ინფორმაციით, ეს შეხვედრა შედგა კახა კოჟორიძის ეგიდით, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. იმ შეხვედრაზე თავშეყრილ არასამთავრობოთა აბსოლუტურ უმრავლესობას თავის დროზე არცერთი კითხვა არ გასჩენია იმის შესახებ, რომ კოტე კუბლაშვილი იყო ნაცმოძრაობის შემქმნელი და რეჟიმის ერთ-ერთი ბურჯი, რომელმაც სასამართლო, ფაქტობრივად, მოკლა. დიახ, არც ჩვენ მიგვიწვიეს და არც „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი. კოჟორიძემ ასეთი განმარტება გააკეთა - არსებობს კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" და მხოლოდ მისი წევრები მოვიწვიეთო! მაინტერესებს, ვინ არის ეს კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის"? მიიწვიეს ისინი, ვისაც მართავენ და აკონტროლებენ. ჩვენ არა ვართ იმ პოლიტიკის გამტარებლები, რა პოლიტიკასაც კოჭორიძე, გიგაური და ლომჯარია ატარებენ. იცით თუ არა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ ეკა გიგაურმა ვადამდე მიიღო კაპიტნობა?! დღეს გამოდის ეს ვანოს კაპიტანი და გველაპარაკება მორალსა და ადამიანის უფლებებზე! ნანა ხატისკაცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდა, გიგაურმა ორგანიზაციიდან მოიშორა. ფაქტი ერთია - რესპუბლიკელებს, ნაცმოძრაობასა და ირაკლი ალასანიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე თავიანთი კანდიდატურის გაყვანა სურთ. ამ საქმეში ჩართულია მათ მიერ მართული სამოქალაქო სექტორი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე შეაჩერებს ყურადღებას და განაცხადებს - „აი, ეს კანდიდატურა გვინდა!".
- ვინ იქნება ეს პიროვნება?
- გაიჟღერა გიორგი ჩხეიძის გვარ-სახელმა, რომელიც „საიას" თავმჯდომარე იყო და იგი ჩემი ინფორმაციით, ასევე დაკავშირებულია გიგა ბოკერიასთან... ასეთი ადამიანი, ცხადია, ნეიტრალური ვერ იქნება... ასევე ნეიტრალური ვერ იქნება ეკა გიგაური, რომელიც ვანოს კაპიტანი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკელია, სახალხო დამცველის მოადგილეები - ეკა ფოფხაძე და ნათია კაციტაძე „საიას" ყოფილი წევრები არიან, ანუ ისინიც ვერანაირად ვერ იქნებიან ობიექტურნი. თუ ნაცებმა, რესპუბლიკელებმა და ალასანიამ მოახერხეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ თავიანთი კანდიდატის გაყვანა, ეს იქნება კატასტროფა! არ დაგავიწყდეთ, რომ ალასანია ნაციონალებს უკვე საიდუმლოდ შეხვდა, ხოლო სააკაშვილი არ მალავს და პირდაპირ აცხადებს, - არჩევნებს ვერ დაველოდები, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეო! პრკურატურამ ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან ეს არის მოწოდება გადატრიალებისკენ!
- ბატონო ნიკოლოზ, კი, მაგრამ, რა რესურსით უნდა მოახდინოს სააკაშვილმა გადატრიალება? ნაცები ხომ 5 ათას კაცზე მეტს ვერ კრებენ მიტინგზე?
- სააკაშვილს უკრაინაში მეომარი ქართველი ჯარისკაცების იმედი აქვს. ჩვენ არ გვყავს სხვის მიწაში ჩასაწვენი ჯარისკაცები, თავად გვაქვს ტერიტორიები დასაბრუნებელი და თუ ვინმეს მკლავი ერჩის, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი, აგერ ოკუპირებული ცხინვალი, აგერ ოკუპირებული აფხაზეთი! ძმებო, აიღეთ ხელში იარაღი და აგერ ყურისძირში ეომეთ ოკუპანტებს, რაღა უკრაინაში გარბიხართ? ამერიკა არ ეხმარება უკრაინას იარაღით და ცოცხალი ძალით და ჩვენ რატომ უნდა გავიგიჟოთ თავი? რომ დააღოს პირი რუსეთმა და გამოგვიდგეს, ვინმე ხმას ამოიღებს ჩვენს დასაცავად? ვფიქრობ, საემიგრაციო პოლიტიკა გასამკაცრებელია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ მიდის უკრაინაში და რისთვის?
- ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ნილს მუჟნიეკსმა „ქათმების" ცნობილი ბრიგადირი და „იდენტობის" მამამთავარი ირაკლი ვაჭარაძე კბილებით დაიცვა, აქაოდა, ხელი არ ახლოთო!
- ვაჭარაძე და მისი დამქაშები არიან სექტანტები, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენს ტრადიციებსა და რელიგიას. საინტერესოა, რას აკეთებს ჩვენი ელჩი ევროსაბჭოში?! ნუთუ ჩვენმა საელჩომ არაფერი უთხრა ევროსაბჭოს კომისარს იმის შესახებ, რასაც ვაჭარაძე მორწმუნე დედაოებისა და მართლმადიდებლობის შესახებ აცხადებს?
- სააკაშვილის დაბრუნების საფრთხე რეალურია თუ გაზვიადებული?
- არავის ეგონა, თუ ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას შვიდ თვეში დაამხობდნენ; არც ის ეგონა ვინმეს, შევარდნაძე რომ გადადგებოდა, მაგრამ ხომ ხედავთ, ყველაფერი მოხდა! როცა არსებობს მართული მედია, როცა შენს ხელშია „რუსთავი 2", ყველაფერი მოსალოდნელია. ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის ძვლები, ალბათ, საფლავში ტრიალებს, - რისთვის დაიბრუნა პატარკაციშვილის ოჯახმა „იმედი", იმისთვის, რომ ნაცმოძრაობის პიარი არ წყდებოდეს ამ არხზე? ვაზაგაშვილის საქმეში „ექსპერტებად" გამოჰყავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც იმ ავადსახსენებელ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ძალიან ძნელია, „იმედი" „რუსთავი 2"-ისგან განასხვავო, ორივე ერთ საქმეს ემსახურება - ნაცებისა და მისი სატელიტების გაპიარებას! არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ბოლო დროს ვატყობ, რომ ჩემს მიმართ ადგილი აქვს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს. უკან დამყვებიან დაბურულმინებიანი მანქანებით და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს სწორედ ის „ექსპერტები" და ვანო მერაბიშვილის ქილერები არიან, რომლებიც დღედაღამ „იმედის" ეთერში სხედან.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ნაცები გითვალთვალებენ?
- დიახ, ასე ვფიქრობ! ამათ ფული აქვთ, ფული კი, მოგეხსენებათ, ჯოჯოხეთს ანათებს. ზუსტად ვიცი, რომ ნაცმოძრაობის ყველა წევრს, რომელმაც სამსახური დაკარგა, ერიცხება დახმარება იმ სპეცფონდიდან, რომელიც სააკაშვილმა ქვეყნის გაძარცვის ხარჯზე შექმნა. „თავისუფალმა ზონამ" უკვე მეორე ოფისი გახსნა მაშინ, როცა მაგალითად, მე ოფისი დავკეტე, რადგან მისი შენახვის სახსრები არ მაქვს. აი, მაგალითად, ავიღოთ ირაკლი ვაჭარაძე, ლადო სადღობელაშვილმაც თქვა და დიდია იმის ალბათობა, რომ ამ არსებას, თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო, სააკაშვილის რეჟიმი ოპოზიციონერი ლიდერების გასაფუჭებლად იყენებდა!
- მაინც როგორ?
- როგორ და ყველაფერს ხომ ვერ ვიტყვი?! ადამიანი მიდიოდა მანდილოსანთან და ბოლოს აღმოჩნდებოდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცთან ერთად საწოლში, რასაც იღებდნენ. ასე ხდებოდა ადამიანის დისკრედიტაცია და ეს იყო ნაციონალების პოლიტიკა.
- კაცი თუ ქალთან მიდიოდა, კაცთან ერთად როგორღა იღებდნენ საწოლში?
- უამრავი საშუალება არსებობს ადამიანის წყობიდან გამოსაყვანად და დასაძინებლად. გამოღვიძებული და გონზე მოსული კაცი ხვდებოდა მისთვის უცხო და ბინძურ სიტუაციაში მამაკაცთან ერთად. მე ვუერთდები ლადო სადღობელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია ის ამბავი, რომ ისეთი ზნედაცემული პიროვნება, როგორიც ირაკლი ვაჭარაძეა, სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამოყენებული იქნებოდა ნამდვილი მამაკაცების გასაფუჭებლად! თუ არა ასეთი ბინძური ხალხი, აბა, 28 ათასი ფაილი ვინ გადაიღო? ყველა კადრი არ განადგურებულა, კადრების ნახევარი არსებობს და მოვუწოდებ პროკურატურას, კარგად გამოიკვლიოს, ხომ არ იყენებდა ნაცმოძრაობა ირაკლი ვაჭარაძეს ბინძური კადრების გადასაღებად? დიდი ალბათობით, ვაჭარაძეს დღესაც ბოკერია მართავს და რომ არა პატრიარქის დროული ჩარევა, ვაჭარაძის ოფისთან, სადაც „თავისუფალ თაობას" უნდა ჩაეტარებინა საპროტესტო აქცია, პროვოკაცია და სისხლისღვრა იყო დაგეგმილი. ამით ისარგებლებდნენ ნაცები, დაქოქავდნენ „რუსთავი 2"-ს და დაიწყებდნენ აქციებს. აქციები მაინც იქნება, ოღონდ მარტიდან და ნაცების აქციები კულმინაციას მიაღწევს აპრილში, სადაც ალასანია, რესპუბლიკელები და ნაციონალები დადგებიან ერთად. საერთოდ, მინდა, გითხრათ, რომ 2015 წელი იქნება ნაციონალების, რესპუბლიკელებისა და ალასანიას გაერთიანების წელი!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"