reportiori.ge - ჩარლი ჩაპლინი: რაც საკუთარი თავი შევიყვარე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 16:21
სხვადასხვა
ჩარლი ჩაპლინი: რაც საკუთარი თავი შევიყვარე...
ავტორი:
20 იანვარი, 2015. 14:59


 

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღმოვაჩინე, რომ ტანჯვა და ტკივილი მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია იმისა, რომ ცხოვრება ჩემი მორალის ფარგლებს სცილდება. დღეს ვიცი, რომ ეს რეალობაა.


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, თუ როგორ ძლიერ შეიძლება ვაწყენინო ვინმეს, თუ ვეცდები, რომ საკუთარი სურვილები მოვახვიო თავს, მითუმეტეს, თუ არც დროა შესაფერისი და არც ადამიანია ამისთვის მზად. დღეს ამას პატივისცემას ვუწოდებ.


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, შევწყვიტე სხვა ცხოვრებისაკენ სწრაფვა, შევძელი, დამენახა, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, ზრდასა და განვითარებაში მიწყობს ხელს. დღეს ამას სიმწიფეს ვუწოდებ.


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავიაზრე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის საჭირო ადგილზე და საჭირო დროს ვარ... ყველაფერი კანონზომიერია. ასე რომ, შემიძლია, მშვიდად ვიყო. დღეს ამას თავდაჯერებულობას ვუწოდებ.


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, შევწყვიტე დროის ფლანგვა და მომავლის გეგმების დაწყობა. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და რასაც ჩემი გული აღტაცებაში მოჰყავს, ვაკეთებ ჩემი რიტმითა და მეთოდებით. დღეს ამას უბრალოებას ვუწოდებ.


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე ყველაფერს, რაც ჩემთვის უსარგებლოა - საჭმელს, ადამიანებს, ნივთებს, სიტუაციებს - ყველაფერს, რაც მამცირებდა და საკუთარი თავისაგან მაშორებდა. თავდაპირველად ამგვარ დამოკიდებულებას ჯანმრთელ ეგოიზმს ვეძახდი, დღეს კი ვიცი, რომ ამას საკუთარი თავის სიყვარული ჰქვია.


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ, ყოველთვის მართალი ვიყო და ნაკლებ შეცდომებსაც ვუშვებ. დღეს აღმოვაჩინე, რომ ამას მოკრძალება ჰქვია.


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და აღარც მომავალზე ვღელავ. ვცხოვრობ წამით, რომელშიც ყველაფერი ხდება. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ამას თვითრეალიზაციას ვუწოდებ.


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ გონებამ შეიძლება განწყობა გამიფუჭოს და ცუდად გამხადოს, მაგრამ როგორც კი გონება გულს დავუკავშირე, ის ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. დღეს ამ კავშირს გულის სიბრძნეს ვუწოდებ.


ჩვენ აღარ გვჭირდება, გვეშინოდეს არგუმენტების, კონფრონტაციების ან სხვა პრობლემების საკუთარ თავთან ან სხვებთან. თვით ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და მათი შეჯახებით ახალი სამყაროები იქმნება. დღეს ვიცი, რომ ესაა ცხოვრება!


წყარო - 4motivi.com



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016