reportiori.ge - შარლოტა ბრონტეს წერილი თაყვანისმცემელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:26
სხვადასხვა
შარლოტა ბრონტეს წერილი თაყვანისმცემელს
ავტორი:
20 იანვარი, 2015. 15:05

 

 

 

1839 წლის თებერვალში, 8 წლით ადრე, ვიდრე მკითხველი „ჯეინ იარს" იხილავდა, შარლოტა ბრონტემ მიიღო წერილი, რომლითაც მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ძმა შეუღლებას სთავაზობდა.

მწერალმა საპასუხო წერილი 1839 წლის 5 მარტს მისწერა თაყვანისმცემელს. წერილში ნათლად ჩანს ბრონტეს ხასიათი, მისი ტაქტიანი, ზრდილი, მტკიცე და საკუთარ თავში დარწმუნებული ბუნება.

ჩემო ძვირფასო ბატონო,

ვიდრე თქვენს წერილს ვუპასუხებდი, შეიძლებოდა, ამ წინადადებაზე ფიქრში დიდი დრო გამეტარებინა, თუმცა,იმ წამიდან, როცა ეს წერილი მივიღე, ყურადღებით წავიკითხე და განვსაზღვრე, რომელი გზა ამერჩია, ჩემთვის მეტად დაყოვნება სრულიად უსაფუძვლო იქნებოდა.

კარგად იცით, ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ თქვენს ოჯახს პატივს ვცემდე. მაქვს განსაკუთრებული მიზეზები, რომ თქვენი დებიდან თუნდაც ერთი განსაკუთრებულად მიყვარდეს და ამასთან, თქვენც დიდ პატივს გცემთ. მცდარ მოტივებს ნუ მიაწერთ, თუ ჩემი პასუხი თქვენს წინადადებაზე ნეგატიური იქნება. გადაწყვეტილების მიღებისას მერწმუნეთ, სინდისის კარნახს უფრო მივდევდი, ვიდრე ზემოხსენებულ კავშირებს. შენთან შეუღლებასთან მიმართებაში, არანაირი პირადი წინააღმდეგობა არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხასიათი ვერ განსაზღვრავს ისეთი კაცის ბედნიერებას, როგორიც თქვენ ხართ.

ყოველთვის ჩვევად მქონდა, შემესწავლა მათი ხასიათი, ვის შორისაც ყოფნა მიწევდა. ვფიქრობ, მე ვიცი და შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორი ქალი შეგეფერებათ მეუღლედ. მისი ხასიათი არ უნდა იყოს ზედმეტად შესამჩნევი, მგზნებარე და ორიგინალური. ის უნდა იყოს მშვიდი, ღვთისმოსავი, მხიარული სულის ადამიანი. მისი „პირადი მიმზიდველობა" თქვენს თვალებსაც უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას და თქვენს სამართლიან სიამაყესაც აკმაყოფილებდეს. რაც შემეხება მე, თქვენ კარგად არ მიცნობთ. მე არ ვარ ის სერიოზული, დინჯი, მშვიდი ადამიანი, რომელსაც თქვენ ელით. შეიძლება იფიქროთ, რომ რომანტიკოსი ვარ ანდა ახირებული, შეგიძლიათ თქვათ, რომ სატირული ან სასტიკი ვარ, თუმცა მეზიზღება ტყუილი. მხოლოდ დაქორწინებულის ღირსების მოსაპოვებლად და „შინაბერას" სტატუსისგან თავის დასაღწევად, ვერ გავყვები ღირსეულ კაცს, როცა დარწმუნებული ვარ, რომ არ შემიძლია, მას ბედნიერება მოვუტანო.

მშვიდობით! ყოველთვის მესიამოვნება თქვენთან მეგობრული მოკითხვა.

გულწრფელად თქვენი,

შარლოტა ბრონტე




წყარო - 4motivi.com



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016