არც ისე დიდი ხნის წინ, ფრანგულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ" თავის გვერძე განათავსა რელიგიური დატვირთვის რამდენიმე კარიკატურა (ამას თავად ეძახდნენ კარიკატურას, თორემ ლანძღვა იყო), ამ „კარიკატურებს" შურისძებაც მალე მოჰყვა - მოკლეს კარიკატურების ავტორი, სრულიად ჩვეულებრივი დაქირავებული მხატვარი, რომელიც ხატავდა იმას, რაც ჟურნალის რედაქციას მოსწონდა და არ ხატავდა იმას, რაც ჟურნალის რედაქციას არ მოსწონდა. ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი პრესის მუშაკი, რომელიც თავის აზრს კი არ ავრცელებდა, უბრალოდ, ხატავდა, გამავრცელებელი და დამკვეთი ამ კარიკატურებისა იყო სწორედ ჟურნალი.
ცხადია, საფრანგეთში დატრიალებულ ტრაგედიას დიდი ხმაური მოჰყვა და იმ ხმაურმა ჩვენამდეც მოაღწია. იქამდე, რომ გლდანის სულ ბოლო მიკრორაიონის სარდაფში მცხოვრებმა სარაბაბოვმაც კი ამაყად განაცხადა, ტელევიზორში „მე შარლი ვარ". როგორც ჩანს, ერთობ ნოყიერი ნიადაგი დახვდა საქართველოში იმ ინციდენტს, რომელიც საფრანგეთში მოხდა. საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ რომის პაპმა თავის სამწყსოს მოუწოდა წესრიგისკენ და ძალიან უარყოფითად შეაფასა ნებისმიერი რელიგიის მიმართ გაკეთებული ნებისმიერი შეურაცხმყოფელი განცხადება.
და მაინც, ვინ მოამზადა ნიადაგი საქართველოში ამ საკითხისთვის? რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორმა.
მიშას მმართველობის პერიოდში იყო არაერთი მცდელობა, როგორც საქართველოს ეკლესიის, ასევე პატრიარქის გალანძღვისა, საუბარი არ არის იმაზე, რომ პატრიარქი არის ნომერ პირველი ავტორიტეტი საქართველოში, და ვიღაცას სურდა ეს ავტორიტეტი მოერყია. ცხადია, ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ პატრიარქი თავისი ავტორიტეტით სულაც არ აპირებს კენჭის ყრას რომელიმე თანამდებობის დასაკავებლად და არც ღიად დაუჭერია ვინმესთვის მხარი, პირიქით, რადგან ეკლესია გამიჯნულია სახელმწიფოსაგან პატრიარქი ყველანაირად ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს საერო საქმეებში და ძირითადში ზნეობისა ოჯახის და ა.შ. პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. მაშ რა საჭიროა არასამთავრობოების მხრიდან ეკლესიისადმი ასეთი დამოკიდებულება?
უდავოა, რომ კმარასი არ იყოს ეს არასამთავრობოებიც რაღაც პოლიტიკურ მიზანს ისახავენ. რატომ უნდათ ამ მიზნის მიღწევა მაინცდამაინც ეკლესიის დისკრედიტაციის გზით? და საერთოდ რა უნდათ ამ არასამთავრობოებს და ვინ არიან მათი წარმომადგენელები?
ყველამ ვიცით როგორ იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, საჭიროა მოძებნო დონორი, რომელიც ფულს გადაგიხდის რაიმე ჟურნალის, ფილმის და ა.შ. გამოცემაში, ამ დონორს უნდა შესთავაზო მაგალითად ღამურების უფლებების დაცვა მიუხედავად იმისა, რომ ღამურებზე არავინ ნადირობს და არავინ არაფერს ერჩის, საქართველოში მაინც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ამ შეთავაზების მიღების შემდეგ დონორი იხდის ფულს, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია შეისწავლის ღამურების მდგომარეობას, დაადნაშაულებს მთავრობას და მთელ ქართველ ერს იმაში, რომ ჩვენ არ გვიყვარს ღამურები და არ ვზრუნავთ მათზე. თუ დაფინანსება დიდი იქნა, მაშინ მთელი ერი ღამურების დამცველებად უნდა გადავიქცეთ. თუ, მაინც და მაინც, დიდი არ იქნა, ოთხი-ხუთი ასეთი გამოცემით გადავრჩებით. ყოველ შემთხვევაში ორი რამ რჩება უდავო და უკრიტიკო. პირველი, რომ არ ვარგივართ ქართველები (არ ვიცავთ ღამურებს და ა.შ) და მეორე, რომ განვითარება არ გვიწერია ენჯეო სექტორის კარგად განვითარების გარეშე. თუმცა ამ ენჯეოსექტორს ნაციონალები მაშინვე დაერივნენ, როგორც კი მიშა მოვიდა. მხოლოდ თავისი არასამთავრობო სექტორი სჭირდებოდათ. ეშინოდათ, რომ როგორც თვითონ გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობისთვის საბაზო ორგანიზაციად კმარა, ასევე სხვა პარტიასაც შეეძლო კადრების გასაზრდელად სხვა ტიპის ახალგაზხრდული ორგანიზაციის შექმნა. როგორც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაილურის წყალი დალია, ბოკერიამ და მისთანებმა ძველი ხელობა გაიხსენეს და დაიწყეს ახალი არასამთავრობოების შექმნა. თავისუფლების ინსტიტუტი ამ საქმისთვის უკვე აღარ გამოდგებოდა. ამიტომ საჭირო იყო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ისეთი კადრების გადასროლა, როგორიცაა მაგალითად პოლიციის კაპიტანი გიგაური, რომელსაც სანდრო ბრეგაძის თქმით, ვანო მერაბიშვილმა მისცა პოლიციის კაპიტნის წოდება და მისთანები. ამ ფონზე ერთობ საინტერესოდ გამოიყურება ვაჭარაძე, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს არა იმაზე, რომ ვიღაცა არის დასაცავი, არამედ ამ ნეოკომკავშირლისთვის ხელახლა გახდა რელიგია ხალხის გონების ბანგი და ყველანაირად ცდილობს სახელი გაუტეხოს საქართველოს ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სექტა ფუნქციონირებს საქართველოში.
ამ ხალხს ერთგავრი მონოპოლი აქვს აღებული ნებისმიერ ენჯეო აქტივობაზე, მათთან შეუთანხმებლად ვერც გამოსვლას გააკეთებ და ვერც გამოცემას, ფაქტობრივად ეს გახდა ჩრდილოვანი კაბინეტი ხელისუფლების ალტერნატივა და მკაცრი ცენზორი ძალიან ბევრი თემისა, ჯერ ერთი არასამთავრობო სექტორი კრინტსაც ვერ ძრავს მათ გარეშე, ხოლო მეორე, ძალიან ბევრი ხელისუფლებსი ჩინოვნიკი თავს იკავებს რომელიმე აზრის გამიოთქმისგან იმისი შიშით ემანდ აქცია არ მომიწყონ და მერე ტელევიზორში არ გამომაჭენონო. ტელევიზიების უმეტესობა მოგეხსენებათ, ვის ხელშია, ასე რომ, სიტუაცია ძალიან რთულია.
„საერთო გაზეთი" დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილეს, სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა (მოგეხსენებათ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერს მისი პოსტიდან გადაყენებისკენ მოუწოდებს).
- ვინ არაინ ეს არასამთავრობოები და რა მიზანი აქვთ?
- იცით, აქ რამდენიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც კომპლექსურად არის. ერთის მხრივ, ხშირ შემთხვევაში ეს არის ფულის შოვნის წყარო. ანუ ე.წ. გრანტები, რომლებსაც იღებენ ხოლმე იმისთვის, რომ ვთქვათ, რაიმე საზიზღრობა ან საშინელება დაწერონ ეკლესიაზე, ან ჩაატარონ ისეთი აქცია, რომელიც არანაირ ნორმებში არ ჯდება და შემდგომ საკმაოდ სერიოზულ გრანტებს ანუ პროგრამებს წერენ, სერიოზულ გრანტებს იღებენ ზოგიერთი ორგანიზაციისაგან, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის. ერთის მხრივ, ეს არის ფულის შოვნის შანსი და მეორეს მხრივ, თავის დამკვიდრების მცდელობა. ცხოვრებაში არ გამართლებული ადამიანები ცდილობენ ხოლმე თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში თავისი ე.წ. ორიგინალური გამონათქვამებით და ორიგინალური ქცევებით და ამისთვის ისინი ყველა საქმეს აკეთებენ, ყველანაირ სიბინძურეზე და სიბილწეზე მიდიან, რათა საზოგადოებაში რაღაცნაირად თავი დაიმკვიდრონ. მესამე, ეს არის პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არსებობდა წინა საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკების მიერ შექმნილი უღმერთოთა კავშირი ათეისტების კავშირი, რომელიც ებრძვოდა ყველანაირ რწმენას, შემდგომში თუ გახსოვთ ანგრევდნენ ეკლესიებს, ხოცავდნენ სასულიერო პირებს და ა.შ. მოკლედ, ასეთ საშინელებებს აკეთებდნენ. აი, ეს სამი რაღაც კომპლექსშია ამათთან და შეგვიძლია ერთად განვიხილოთ. და მეოთხე, რაც მთავარი არის, ეს არის ნაციონალური მოძრაობის დავალება, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შეიძლება თამამად მივიჩნიოთ ამ უღმერთოთა კავშირის სულიერ შვილებად, რომლებიც არიან სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძის და, აი, ამ ოდიოზური ფიგურების სულიერი შვილები და ისინი აძლევენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის დავალებებს და ესენიც ამ დავალებებს ასრულებენ. იმიტომ, რომ რატომღაც ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებულია იმაში, რომ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეიტანა დიდი წვლილი მათ ხელისუფლებიდან ჩამოცილებაში და ისინი ფიქრობენ, რომ სანამ იქნება მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და ავტორიტეტი ძლიერი, მანამდე ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან.
- სანდრო, უკვე მესამედ ითხოვენ თქვენი პოსტიდან გადაყენებას...
- მე რას მერჩიან, ეს ნაკლებად საინტერესო არის, ნებისმიერ ადამაინს ერჩიან, რომელიც ეროვნულად აზროვნებს, რომელიც პატრიოტია თავისი ქვეყნის და რომლისთვისაც ილია ჭავჭავაძის დასახული პრინციპები: მამული, ენა და სარწმუნოება არის ძვირფასი და სანუკვარი. აქ არ არის ერთ სანდრო ბრეგაძეზე ლაპარაკი, ისინი ყველა სანდრო ბრეგაძეს და ყველა კოლექციურ სანდრო ბრეგაძეს ერჩიან და ყველა იმ ადამიანს ერჩიან, რომელიც მათ მზაკვრულ ზრახვებს ფარდას ახდის. მეორეს მხრივ, მათ ერთგვარ ტერორში ჰყავთ საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკა. ერთგვარ უფროსებად არიან ქცეულნი და განმსაზღვრელებლად თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათსავით არ იქცევა ან მათ ქედს არ უხრის მათთვის არის მიუღებელი და ამაზე ტეხავენ ერთ წივილ-კივილს და არიან ერთ ამბავში. და საკმაოდ ბევრი პოლიტიკოსი დაშინებულია ჰყავთ შეიძლება ასე ითქვას, დიახ, მათ ეშინიათ მათი. მე მხედრიონის არ შემშინებია 18 წლის ასაკში დამიჭირეს და მაწამებდნენ და ჩემს პრინციპზე უარის თქმას მაიძულებდნენ და ახლა ამათი ნამდვილად არ შემეშინდება და არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ შეეშინდება მათი და არც უნდა შეეშინდეს. ყველამ უნდა იცოდეს, ყველა უნდა პატივს სცემდეს თავის რწმენას, მე დიდ პატივს ვცემ ყველა სხვა რელიგიურ მიმდინარეობას და მე მათაც, ისევე დავიცავ თუკი მათ წინააღმდეგ იქნება აღვირახსნილი კამპანია, როგორც ვიცავ ჩემს რწმენას და ჩემს რელიგიას.
ქეთი ხომერიკი
გაზეთი „საერთო გაზეთი"