reportiori.ge - აფხაზური პოლიცია გალის რაიონის მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:38
რეგიონები
აფხაზური პოლიცია გალის რაიონის მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა
ავტორი:
21 იანვარი, 2015. 21:18




აფხაზური პოლიცია და რუსი ოკუპანტები გალის რაიონის დაბალი ზონის მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.

40-მდე შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტმა სპეცრაზმთან ერთად ე.წ. წმენდა ჩაატარა. დაკავებულია 5 ადამიანი, ძმები ორზონიები სოფელ ფიჩორში და ძმები ჯოგუები სოფელ ოტობაიადან.

დაკავებულების აყვანისას მათ და მათი ოჯახის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სოფლებში მასიურად დაიწყო ოჯახებში შეჭრა, რომლის დროსაც ადგილი აქვს მოსახლეობის დაყაჩაღებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 


რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზური მილიციის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განუმარტეს, რომ წმენდის მიზანი ადგილობრივების ზუგდიდში მიმოსვლა გახდა.


მათი მოთხოვნით, ადგილობრივებმა ზუგდიდიდან პროდუქტები გალის რაიონში არ უნდა გადაიტანონ, რათა არ გამოიწვიონ გალის ბაზრის ფასების ვარდნა. ამიტომ მათ მოსახლეობას საერთოდ აუკრძალეს ზუგდიდის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა.


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016