reportiori.ge - გამორჩეული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გამორჩეული
ავტორი:
22 იანვარი, 2015. 16:41


 

„რეპორტიორი" ვეტერანი სპორტსმენის, 60-იანი წლების წყალბურთელის ოთარ მიმინოშვილის წერილს გთავაზობთ, რომელიც მან აკადემიკოს როინ მეტრეველს დაბადების დღის აღსანიშნავად მიუძღვნა:



„დიახ - ნამდვილად ასეა - ჭეშმარიტება... როდესაც ვსაუბრობთ კაცზე - პიროვნებაზე, იშვიათი და უნიკალური ცხოვრებით, რომ არსებობდა  და არსებობს ჩვენდა გასახარად და ჩვენი სამშობლოს საამაყოდ... არა მხოლოდ ჩვენი მისალმების, არამედ მთლიანად ქართველი საზოგადოების და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების - მოწინავე ინტელიგენციის, რომელთაც არაერთხელ ჰქონიათ ურთიერთობა და თანამშრომლობა დღევანდელ იუბილართან საერთაშორისო დონის მეცნიერთან, საზოგადო მოღვაწესთან, სტუდენტებისა და საერთოდ ახალგაზრდა არაერთი თაობის აღმზრდელთან - მასწავლებელთან - ესე იგი ჭეშმარიტ პედაგოგთან - აკადემიკოსთან...



ამ დღეებში მას, ასეულობით მილოცვა და ქება-დიდება არ დააკლდება ღირსეული პიროვნებებიდან - ცნობილი მეცნიერებიდან და საზოგადო მოღვაწეებიდან... მაგრამ... სულ სხვაა,.. სულ სხვა განზომილება აქვს (მაპატიეთ, მკრეხელობაში - ტრაბახში არ ჩამითვალოთ...) ერთი უბრალო რიგითი, ოღონდ... ყმაწვილკაცობის მეგობრის - ძმობილის სიტყვას, რომლის თვალწინ ამ დიდებული პიროვნების მრავალმხრივმა - მრავალფეროვანმა ცხოვრებამ გაიარა... მისი „ბედის ბორბალი" ბავშვობაში ისე ვერ დატრიალდა. დარჩა დედისერთა ბიჭი, უმამოდ, საყვარელ და ძვირფას დედასთან - ქალბატონ ნინოსთან... ბებია-ბაბუის და ახლობლების თანადგომით ჯერ კიდევ სკოლიდან გამოიჩინა თავი. მხოლოდ კარგად სწავლა მისთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ. უკვე მეშვიდე-მერვე კლასის წარჩინებული მოსწავლე როინ მეტრეველი  ყოველგვარ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩაბმული... იმ ეპოქაში, იმ დროს ყველაზე თვალსაჩინო ღონისძიებებში - მოსწავლეთა სამეცნიერო წრეებში, განსაკუთრებით ისტორიის განხრით, მონაწილეობდა საქალაქო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, იყო ორგანიზატორი სკოლის და მთლიანად ქალაქის მოსწავლეთა რაზმელების ხელმძღვანელი. გამოირჩეოდა პოეზიის ტრფიალით და მხატვრული კითხვის ოსტატობით...



სკოლის ასაკში გამოვლენილი ნიჭი და უნარი, რა თქმა უნდა, მისი გენი და გვარიშვილობა - ჯიში და ჯილაგი, მან უფრო მეტად უნივერსიტეტში სწავლის დროს გამოამჟღავნა - პირველი კურსიდან სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში გამოიჩინა თავი და... იმავე დროს, იმ ეპოქისათვის საპატიო ახალგაზრდულ საზოგადოებრივ საქმიანობაშიც გამოჩნდა ჯერ უნივერსიტეტში და შემდეგ კი მთლიანად საქართველოში!  საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ასაკში!




ზოგ მკითხველი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ისე იცნობს იმ ეპოქას ან გაუგია, ყველაფერი უარყოფითი ჰგონია,.. მაგრამ... როინ მეტრეველის ბიოგრაფიის გაცნობა მათთვის სამაგალითო უნდა იყოს... ვინაიდან,სწორედ იმ წლებში მისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი - უპირველესი სიყვარული  სამეცნიერო - კვლევითი მუშაობა იყო და აქაც „რეკორდსმენად" - ნოვატორად გვევლინება - როინ მეტრეველმა საკანდიდატო და შემდეგ სადოქტორო დისერტაციები ადრეულ ასაკში დაიცვა... ისე, როგორც შესაბამისად დოცენტის და პროფესორის წოდება მიიღო... და... ეს ყველაფერი მოხდა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, როცა მან ასე შთამბეჭდავ და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და... იმ ეპოქიდან დიდი საქმიანობა არ გამოგვრჩეს - როინ მეტრეველი გახლდათ ერთ-ერთი ძირითადი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი საქართველოში პირველი ქართული ეროვნული ენციკლოპედიის შექმნის... იმავე ეპოქაში, მოკლე დროის მანძილზე რექტორმა როინ მეტრეველმა, ხელი შეუწყო იმდროინდელი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის აღორძინებას და განახლებას... სწორედ, იმ ეპოქაში - სოციალურ ეპოქაში, როცა სკკპ და სსრკ ისტორიების სწავლება წინა პლანზე იყო, მკვლევარმა როინ მეტრეველმა მთელი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა მიუძღვნა საქართველოს ისტორიის ოქროს ეპოქის - დავითისა და თამარის პერიოდის შესწავლას და არაერთი მანამდე უცნობი და მივიწყებული ისტორიული წყაროების შესწავლით ახალი მიმართულებები შექმნა ქართული მედიევისტიკის კვლევის მეთოდოლოგიაში აგრეთვე (ისე, იოლად ვამბობ...) მოღვაწეობის პირველი ეპოქის ნაყოფია როინ მეტრეველის მიერ შექმნილი ათეულობით მონოგრაფია, სამეცნიერო და სასწავლო სახელმძღვანელოები, მხატვრულ-პუბლიცისტური თხზულებები, ასეულობით სამეცნიერო სტატია და კულტურა-ხელოვნებისა და ლიტერატურის განხრით არა ერთი წერილი, მოხსენებები, გამოსვლები... ორატორული ნიჭით დაჯილდოებულს და პოეზიის ტრფიალს არაერთი საღამო თუ შეკრება დაუმშვენებია გემოვნებიან საზოგადოებაში და იქ წარდგენილი მისი მოხსენებები. საიუბილეოდ დაწერილ მცირე ექსპრომტზე ბუნებრივია ვერ აისახება და არცა გვაქვს ამის კომპეტენცია თუ საკმარისი ცოდნა... თუმცა... აქვე აღვნიშნავთ, რომ აკადემიკოს როინ მეტრეველის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურას ორივე ეპოქაში შექმნილი, მისი ერთგული მეგობარი და ერთი ჩვეულებრივი მეგობარი კოლეგა, ესე იგი მე, ღრმად და საფუძვლიანად ვიცნობ, რა თქმა უნდა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. „ახლა კი დროა... როგორც პოეტი ამბობს, ახალი წარმატებებით და გამარჯვებებით აღსავსე ეპოქალური ეპოქა - საქართველოს დამოუკიდებლად აღდგენა გავიხსენოთ და შევაფასოთ როინ მეტრეველის როლი და ღვაწლი ამ ეპოქის დასაწყისიდან - დღემდე... ცოდნა და გამოცდილება არ აკლდა და ახალი შემართებით მხარი აუბა - გვერდში დაუდგა ახალგაზრდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღმშენებლობას, ჯერ იყო და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრად აირჩიეს და იქ მისი მოღვაწეობა მისთვის ფუნდამენტური, ტრადიციული, პროფესიონალური საქმიანობის - განათლებისა და მეცნიერების ახალი მიღწევებისათვის, მათი აღდგენა - განვითარებისათვის იყო გამიზნული... დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომელსაც როინ მეტრეველთან დიდი ხნის პირადი ნაცნობობაც აკავშირებდა და ბუნებრივია, სწორედ მისი რეკომენდაციით და თხოვნით, რათა პირველად საქართველოს ისტორიაში, (იმ კომუნისტური ეპოქის დროს რექტორებს, მთავრობა რომ ნიშნავდა უშუალოდ...) ჩატარდა რექტორის არჩევნები. უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ პირველ რექტორად ერთსულოვნად არჩეულ იქნა აკადემიკოსი როინ მეტრეველი!



რექტორის უდიდესი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა ყველა დროსა და ეპოქაში მნიშვნელოვანია - საპატიოა,... მაგრამ... იმ დროს, პრაქტიკულად დანგრეულ განათლების სისტემაში, ეპოქებისა და თაობების ცვლის, რევოლუციებისა და ომების ქარცეცხლში ჩართული ახალგაზრდობა სახელმწიფოსთვის მომავალი თაობის აღზრდა, ხომ უმნიშვნელოვანესი - უპირველესი საქმე უყო... სწორედ აქ, ამ დროს იწყება ხელახალი ათვლა დედა უნივერსიტეტის არსებობისა... როცა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიულოცა რექტორობა და წარმატებები უსურვა, ბატონმა როინმა, რომელსაც იუმორის დიდი გრძნობა გააჩნდა და გააჩნია, პრეზიდენტს უთხრა შეპარვით - ორაზროვნად: „იმას მაინც შევძლებ, დღეისათვის გაშავებულ უნივერსიტეტის კედლებს სითეთრე დავუბრუნო..." მართლაც ასე, აქედან დაიწყო ყველაფერი, თეთრი ტაძრის ახალ ისტორიაში,... დიახ ისტორიაში... მაშ რას ან ვის უნდა მივაწეროთ ის წარმატებები, რექტორმა რომ მიაღწია, ამ შემთხვევაში, ჩემი - ჩვენი მეგობარი არ გაგვიჯავრდეს (არ მოსწონს, არ მოსწონდა ქება... დამსახურებული იყო და მაინც...), მშრალად - მოკლედ მხოლოდ ჩამოვთვლით იმ დროინდელ მიღწევებს: - უნივერსიტეტის ტერიტორიებისა და ახალი კორპუსების შემოერთება-დამშვენება, კაბინეტ-ლაბორატორიების ფართო ქსელის შექმნა, ახალი კათედრების თუ სამეცნიერო-პედაგოგიური ცენტრების დაარსება, სასწავლო აუდიტორიებისა თუ ადმინისტრაციული-სამეურნეო ნაგებობების თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობა სტუდენტთა და თანამშრომელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, საზღვარგარეთის ქვეყნების ცნობილ უნივერსიტეტებთან და სასწავლო ცენტრებთან კომპლექსური ხელშეკრულებების გაფორმება - სტუდენტების, ლექტორების გაცვლა, კომპლექსური ექსპედიციების მოწყობა, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, სპორტულ - კულტურული ღონისძიებების მრავალრიცხოვანობა... სოციალურად დაუცველი თანამშრომლების და სტუდენტების დახმარება... და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ, მაგრამ... ამ შემთხვევაში სახების დახმარების გარეშე, რაც გამახსენდა და დღემდე ვამაყობ ამით, მხოლოდ ეს ჩამონათვალი შემოგთავაზეთ... ბატონი როინი უნივერსიტეტის თანამშრომლებს გამორჩეულად უყვარდა, პატივს სცემდნენ როგორც პიროვნებას. უყვარდათ მებაღეებს და დარაჯებს - დამლაგებლებს, რომლებსაც რექტორი სისხამ დილით ხვდებოდა - ეფერებოდა... ყველა მათგანის ჭირსა და ლხინს იზიარებდა...



და სწორედ ამ დროს საქართველოს პირველი უნივერსიტეტის რექტორს - უნივერსიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეროვნული საქმის გაძღოლა დაევალა, უფრო სწორად, ყველაზე პრესტიჟული საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ აირჩიეს და ყმაწვილკაცობიდან თავის სამშობლოს ისტორიაში უზომოდ შეყვარებული, ახალი ენერგიით - შემართებით შეუდგა თავის კოლეგებთან ერთად ახალ სამუშაო პროცესს - მის მიერ კეთილმოწყობილი და ინტერიერით დამშვენებულ კლასიკური სტილის კაბინეტში კათედრის ძველი და ახალი თანამშრომლის სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას ახალი ძალით შეუდგა...



უნივერსიტეტის რექტორი, კათედრის გამგე, აკადემიკოსი,  უამრავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელი იყო... რაც მთავარია, მისი საყვარელი პროფესია ლექტორობა გახლდათ... პროფესორი როინ მეტრეველი დღემდე რჩება ერთ უსაყვარლეს და წარმოიდგინეთ ლმობიერ-კეთილ ლექტორად - აღმზრდელად, ახალგაზრდათა სტუდენტური ცხოვრების თანამონაწილედ... ამიტომაცა, დღემდე დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებენ მასთან ურთიერთობას, მის გავლენას მათ სულიერ და გონებრივ ჩამოყალიბებაში... ამ მხრივ თქვენს მონა-მორჩილს, წერილის ავტორს, უამრავი პიროვნების დასახელება შეუძლია სამაგიეროდ, ბატონი როინის სტუდენტების დღეს საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და სახელები რომ არიან...  ერთნი სახელოვანი ახალგაზრდა მეცნიერები არიან, მეორენი - ცნობილი პოლიტიკოსები, მესამენი ხელოვნების და კულტურის მოღვაწეები,.. რა თქმა უნდა საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები უნივერსიტეტელები... და... წარმოიდგინეთ ბატონი როინის დამოძღვრილი სახელგანთქმული სპორტსმენები - უნივერსიტეტდამთავრებული - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ევროპის და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულები ფაქტობრივად თითქმის სპორტის ყველა სახეობაში! სპორტული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, რეკორდსმენია საქართველოში უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის ხანგრძლივობით... როინ მეტრეველი სამჯერ იყო არჩეული  დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ... თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა და იმასაც, რომ შემდეგში უნივერსიტეტის - თეთრი ტაძრის ცხოვრებაში შავბნელი ძალები ჩაერივნენ და უვიცობამ და ბოროტებამ, შუღლმა და ბოღმამ დაისადგურა.



„სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს"... მისი განვლილი ცხოვრების გზა, სწავლით და შრომით, ბრძოლით და გამარჯვებით, ცოდნით და გამოცდილებით იყო სავსე... და ზოგჯერ და ზოგჯერ წააბორძიკეს კიდეც ვერაგებმა...  სწავლულმა ცხოვრების გზაზე ყველა წინააღმდეგობები გადალახა ეროვნულაკადემიაში მისთვის დამახასიათებელი აკადემიური სიდინჯით შეუდგა დიდი ეროვნული საქმის შესრულებას, აკადემიის ძველი დიდების აღდგენას, თავის სახელოვან კოლეგებთან - ცნობილ მეცნიერებთან ერთად...



საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბოლო წლებში მეტად ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევა საერთაშორისო ასპარეზზე. მისიშრომები გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის ქვეყნების აკადემიურ გამოცემებში. ნაშრომები შესრულებულია ან თარგმნილია სახვადასხვა უცხო ენებზე. როინ მეტრეველის ინიციატივით აკადემიაში ტარდება ისტორიული და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების სპეციალიზებული სხდომები და კონფერენციები., საინტერესო შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან და სიმპოზიუმები. დამყარდა სამეცნიერო კავშირები და დაიდო ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნების აკადემიურ წრეებთან - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიკოს როინ მეტრეველის მიერ კავკასიოლოგიური სკოლის წარმომადგენლებთან მჭიდრო მეგობრული კავშირის დამყარება ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და ერთობლივი ნაშრომების გამოქვეყნება. სამეცნიერო აკადემიაში დიდი დატვირთვის მიუხედავად, ბატონი როინი, როგორც ყოველთვის, ლექტორად რჩება... სწორედ ამიტომაცაა უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის მიერ დაარსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქო უნივერსიტეტში, სიხარულით და სიყვარულით სავსე, თამამად შეაბიჯებს აუდიტორიაში, სადაც  მისით აღფრთოვანებული, საყვარელი სტუდენტები ელოდებიან... ამ დიდებულ უნივერსიტეტში სრულ პროფესორს და კონსულტანტს კიდევ დიდი მიზნები აქვს შესასრულებელი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და საპატრიარქოსთან ერთად...



ვშიშობ... ვსარგებლობ რა ყმაწვილობის მეგობრობის უფლებით, ვგონებ ჩემ კომპეტენციას გადავაჭარბე... ვინაიდან ზემოთ მოყვანილ ფაქტებს და მოვლენებს, როინ მეტრეველის ბიოგრაფიის ნათელ ეპიზოდებს, ჩემზე კარგად მისი კოლეგები, გამოჩენილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები იტყოდნენ და იტყვიან... ამიტომაც პატიებას ვთხოვ მათ და ჩემ ძმობილს და ჩემზე მზრუნველს. როინ მეტრეველის ცხოვრების აზრი, სიხარულის და სიყვარულის გამოხატვა, რა თქმა უნდა, მის ოჯახთანაა დაკავშირებული... ჯერ კიდევ სტუდენტობისას უნივერსიტეტის დერეფანში შეამჩნია, შემდგომში რჩეული და მისი მეუღლე ქალბატონი ლუიზა... დღემდე რომ შეინარჩუნეს ახალგაზრდული სიყვარული და მათ ოჯახში შექმნილი სიკეთისა და სიხარულის ატმოსფერო... ორი >>>>> შვილი გაუზარდეს ჩვენს ქვეყანას ნინო და ვიქტორი (როინის დედ-მამის სახელებია...) მათ დედ-მამის მსგავსად საამაყო ოჯახები შექმნეს, „შვილებითა და შვილიშვილებით გული დაუთბე მშობლებს"... ორივენი თავისი საქმის კარგი სპეციალისტები არიან, ისე როგორც მათი მეუღლეები და რაც მთავარია, მათი შვილებიც დაადგნენ დიდი პაპის როინ მეტრეველის გზას... ისეთი სიამტკბილობა სუფევს მათ ოჯახებში, ისეთი სილამაზე,  რომ მე ადრე მათი ოჯახი ცისარტყელას შევადარე თავისი მრავალფეროვნებით და სილამაზით... ასეც იქნება მუდამ კიდევაც გაიზრდებიან და გამრავლდებიან ბაბუის მრავალი თაობები...



თუმცა... ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ...თავი რომ ვიმართლო. ამ წერილის ავტორები ჩემთან ერთად არიან მისი დღემდე შემორჩენილი ძველი მეგობრები. მითხრეს - მთხოვეს „წერას ჰყავხარ აყვანილი", როგორც როინი ამბობს შენზე და ჩვენი სახელითაც მიესალმე, ჩვენი აზრები როინზე ხომ ერთმანეთს ემთხვევაო... ოღონდ ჩვენი სახელი და გვარი არ ახსენო,  ისედაც მიხვდებაო... კარგო ყოფილო ბიჭებო, ახლა კი „კაი ყმებო" თქვენთან ერთად ვლოცავ და ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს ლიდერს როინ მეტრეველს! და ბოლოს... დღევანდელი საიუბილეო თარიღი 75 წელი მეტად საპატიო და მნიშვნელოვანია რიცხვების თვალსაზრისით. ციფრი 7 - შვიდეული ბიბლიური საკრალური ასტროლოგიური ციფრია, ბედნიერების და საოცრების მომტანი... ხოლო 5 - ხუთოსნობა -ფრიადოსნობას ნიშნავდა ჩვენ დროს...



ჩემო როინ, ორივე ციფრის სიმბოლიკა შესრულებული გაქვს... ხოლო რაც შეეხება ასაკს... ისე რომ, როგორც შენი დიდებული ფუნდამენტური ნაშრომის სათაურია „დიდნი საქმენი". მეც იმავე სიტყვებით გეტყვი: „წინ დიდი საქმეები გელის, ჩემო ძმაო!" - ნათქვამია წერილში.


 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016