„სამეგრელო საბოლოოდ ეუბნება არას „ნაციონალურ მოძრაობას" - შიშს, გაუპატიურებას, ღირსების აყრას! ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და ღირსება, ამას არ დავთმობთ! ბაქრაძის, სააკაშვილის, გუნავას, ქარდავას ადგილი იმ ნარზეა, რომელიც მეგობრებთან ერთად აქ მოვიტანეთ! აგერ დაწექით ნაცებო! ნარზეა თქვენი ადგილი!",- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ზუგდიდში აქციაზე მისულმა „დაიცავი საქართველოსა" და „ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთმა ლიდერმა და დამფუძნებელმა, კახა მიქაიამ გააკეთა.
შეგახასენებთ, ზუგდიდში, შალვა დადიანის სახლემწიფო თეატრის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად დაგეგმილ პრაიმერს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მათი განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატებს ჩასვლის უფლება არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქციის მონაწილეების გაშველებას ამ დრომდე ცდილობს პოლიცია. აქციაზე მისულ „ნაციონალების წევრებს" ბოთლები, კვერცხები, ქვები და ცოცხები დაუშინეს.