reportiori.ge - საოკუპაციო ზოლთან რუსმა ოკუპანტებმა სამი მცირეწლოვანი გაიტაცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:10
რეგიონები
საოკუპაციო ზოლთან რუსმა ოკუპანტებმა სამი მცირეწლოვანი გაიტაცეს
ავტორი:
23 იანვარი, 2015. 14:08



აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან რუსმა ოკუპანტებმა სკოლაში მიმავალი 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს. შემთხვევა სოფელ წყოუსთან მოხდა.



მოსწავლეები ოკუპანტებს 5 საათის განმავლობაში საგუშაგოში ჰყავდათ დატყვევებული. ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ბავშვების გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი ბავშვი შეუძლოდ გახდა.



შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა იმ სკოლის დირექტორი, სადაც სამივე მოსწავლე სწავლობს.



მოსწავლეების თქმით, რუსი სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ დასცინოდნენ.



ერთ-ერთი მოსწავლის თქმით, მას რუსმა ჯარისკაცმა 7 თვის წინ მომხდარი ამბავიც გაახსენა, როდესაც ის მის ოჯახში არყის სათხოვნელად მივიდა, მაგრამ მათ გამასპინძლება ვერ მოახერხეს.



ადგილობრივების განცხადებით, რუსები მათ ოჯახებს ხშირად აწიოკებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათთან შეიარაღებული ოკუპანტები მიდიან და საჭმელს და ალკოჰოლურ სასმელს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ შინაური ცხოველები თითქმის არ ჰყავთ, რადგან რუსმა ჯარისკაცებმა ისინი ან მოიპარეს, ან ძალით წაართვეს.



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016